1-ელ სექტემბერს იტალიის ნაკრები ბარიში ამხანაგურად საფრანგეთს უმასპინძლებს, 5 სექტემბერს კი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სასტარტო შეხვედრაში სტუმრად ჰაიფაში ისრაელის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ ვენტურამ ნაკრებში "მილანის" 17 წლის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმაც გამოიძახა, რომელიც 1911 წლიდან მოყოლებული, "სკუადრა აძურაში" მიწვეულ მოთამაშეთა შორის ყველაზე ახალაგზარდა ფეხბურთელია.
იტალიის ნაკრების სრული სია ასე გამოიყურება:
მეკარეები: ბუფონი (იუვენტუსი), დონარუმა (მილანი), მარკეტი (ლაციო).
მცველები: ანტონელი (მილანი), ასტორი
ნახევარმცველები: ბერნარდესკი (ფიორენტინა), ბონავენტურა (მილანი), კანდრევა (ინტერი), დე როსი (რომა), ფლორენცი (რომა), მონტოლივო (მილანი), პაროლო (ლაციო), ვერატი (პსჟ).
თავდამსხმელები: ბელოტი (ტორინო), ედერი (ინტერი), გაბიადინი (ნაპოლი), იმობილე (ლაციო), პაველტი (ჯენოა), პელე (შანდუნ ლუნენი).