ამის შესახებ ინფორმაცია ლისაბონის "სპორტინგის" ვებგვერდმა დაადასტურა.
23 წლის პორტუგალიელის სანაცვლოდ "ნერაძურიმ" 45 მილიონი ევრო გადაიხადა.
ჟოაო მარიო "სპორტინგის" აკადემიის აღზრდილიდა და ლისაბონურ გუნდში დებიუტი 2012 წელს ჰქონდა. გასულ სეზონში მარიომ 33 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.