აღსანიშნავია, რომ დოჰა უკვე მეორედ უმასპინძლებს იტალიის სუპერთასის მატჩს. პირველად ეს 2014 წელს მოხდა, მაშინ "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" პენალტების სერიაში სძლია.
წესის თანახმად, ამ ჯილდოსთვის ერთმანეთს იტალიის ჩემპიონი და თასის მფლობელი უნდა დაპირისპირებოდნენ, მაგრამ ვინაიდან გასულ სეზონში ორივე ტიტული ტურინულმა გრანდმა მოიპოვა, მის მეტოქედ იტალიის თასის ფინალისტი "მილანი" გამოცხადდა.