სერია A. III ტური: იტალიაში გონსალო იგუაინს ვერ აჩერებენ [VIDEO]

AutoSharing Option
10 სექტემბერს იტალიის სერია A-ს მე-3 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

ტურინის იუვენტუსი კვლავ უდანაკარგოა, ჩემპიონმა შინ 3:1 დაამარცხა "სასუოლო". ორი დიდებული გოლი გაიტანა გონსალო იგუაინმა, ხოლო ერთი გოლი გამარჯვებულთა რიგებში მირალემ პიანიჩის ანგარიშზეა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge


მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "ჩვენზე ძალიან ცუდად მოქმედებს, რომ ყოველთვის ლაპარაკობენ, თითქოს, ვალდებულები ვართ სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ. ამის გამო მიმდინარე თამაშზე კონცენტრირება გვიჭირს. რაც შეეხება მატჩს, ჩვენ უკვე მეორე გოლი გავუშვით ამ სეზონში კუთხურის ჩაწოდების მერე - მეტისმეტია! ყველამ უნდა იზრუნოს დაცვაზე და მხოლოდ
ტრიოს იმედზე არ იყოს".

"ნაპოლიმ" სტუმრად 3:0 გაანადგურა "პალერმო" და მეორე ადგილზე გადავიდა. ანგარიში მარეკ ჰამშიკმა გახსნა, შემდეგ კი ესპანელმა ხოსე კალეხონმა დუბლი მიითვალა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
შაბათი. 10 სექტემბერი
იუვენტუსი-სასუოლო 3:1
გოლები: 1:0 იგუაინი (5), 2:0 იგუაინი (10), 3:0 პიანიჩი (27), 3:1 ანტეი (33)

პალერმო-ნაპოლი 0:3
გოლები: 0:1 ჰამშიკი (47), 0:2 კალეხონი (51), 0:3 კალეხონი (65)

კვირა. 11 სექტემბერი
ბოლონია-კალიარი 14:30
ატალანტა-ტორინო 17:00
კიევო-ლაციო 17:00
ჯენოა-ფიორენტინა 17:00
მილანი-უდინეზე 17:00
რომა-სამპდორია 17:00
პესკარა-ინტერი 22:45

ორშაბათი. 12 სექტემბერი
ემპოლი-კროტონე 22:45

1. იუვენტუსი - 9 ქულა; 2. ნაპოლი - 7; 3. ჯენოა - 6;. 4. სამპდორია - 6; 5. რომა - 4.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული