სერია A. IV ტური: მილიკის მორიგი დუბლი და "ნაპოლი" ლიდერია

AutoSharing Option
17 სექტემბერს იტალიის სერია A-ს მე-4 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

"ლაციომ" შინ იოლად მოუგო "პესკარას" - 3:0. "ნაპოლიმ" კი დიდწილად, არკადიუშ მილიკის დუბლის წყალობით, 3:1 დაამარცხა "ბოლონია" და პირველ ადგილზე გადავიდა.

მაურიციო სარი (ნაპოლი): "მილიკის კარგი თამაში არ მაკვირვებს, რადგან ვიცოდი, რომ კარგი ფორვარდი იყო, მაგრამ მისი შედეგიანობა მართლაც გასაკვირია. ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება "იუვენტუსთან" ჭიდილი, რომელიც იქცა უპირველეს ფავორიტად, როგორც საფრანგეთში პსჟ და გერმანიაში "ბაიერნია".

შაბათი. 17 სექტემბერი
ლაციო-პესკარა 3:0
გოლები: 1:0 მილინკოვიჩ-სავიჩი (67), 2:0 რადუ (72), 3:0 იმობილე (76)

ნაპოლი-ბოლონია 3:1
გოლები: 1:0 კალეხონი (14), 1:1 ვერდი (56), 2:1 მილიკი (67), 3:1 მილიკი (78)
გაძევება: კრაფტი (81. ბოლონია)

პარასკევი. 16 სექტემბერი
სამპდორია-მილანი 0:1

კვირა. 18 სექტემბერი
უდინეზე-კიევო 14:30
კალიარი-ატალანტა 17:00
კროტონე-პალერმო 17:00
სასუოლო-ჯენოა 17:00
ტორინო-ემპოლი 17:00
ინტერი-იუვენტუსი 20:00
ფიორენტინა-რომა 22:45

1. ნაპოლი - 10 ქულა; 2. იუვენტუსი - 9; 3. რომა - 7; 4. ლაციო - 7; 5. ჯენოა - 6.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული