მარიო ბალოტელი იტალიის ნაკრებში 2014 წლის შემდეგ პირველად გამოიძახეს

AutoSharing Option
ფრანგული "ნიცას" თავდამსხმელი მარიო ბალოტელი, პირველად 2014 წლის შემდეგ, იტალიის ნაკრებშია გამოძახებული.

როგორც Sky Sports Italia იუწყება, ფრანგულმა კლუბმა იტალიის ფეხბურთის ფედერაციისგან შეტყობინება მიიღო იმის შესახებ, რომ 26 წლის მოთამაშე ეროვნულ გუნდშია მიწვეული.

იტალიის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევ ციკლში მომავალ მატჩებს 6 ოქტომბერს ესპანეთთან, 9-ში კი მაკედონიასთან ჩაატარებს. მიმდინარე სეზონში ბალოტელიმ ყველა ტურნირში ჩატარებულ 3 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული