სერია A. VI ტური. "იუვენტუსმა" და "ნაპოლიმ" მოიგეს [VIDEO]

AutoSharing Option
24 სექტემბერს იტალიის სერია A-ს მე-6 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

ჩემპიონატის ლიდერი ტურინის "იუვენტუსი" "პალერმოს" ესტუმრა და 49-ე წუთზე ედოარდო გოლდანიგას ავტოგოლით იმარჯვა - 1:0.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ნაპოლიმ" "კიევოს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. თავი 24-ე და 39-ე წუთებზე მანოლო გაბიადინმა და მარეკ ჰამშიკმა გამოიჩინეს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამგვარად, ტურინელებს 15 ქულა დაუგროვდათ და სატურნირო ცხრილს ლიდერობენ. "ნაპოლი" 14 ქულით მეორეა. ტურის დანარჩენი შეხვედრები დღეს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული