ვიდეოგამეორების ტექნოლოგიას "მილანი"-"სასუოლოსა" და "ტორინო"-"ფიორენტინას" მატჩებში გამოცდიან.
ტექნოლოგია ავტონომიურ რეჟიმში იმუშავებს და შეხვედრის მიმდინარეობას ხელს არ შეუშლის.
შეგახსენებთ, რომ ადრე ვიდეოასისტენტი ჰოლანდიის თასზე დატესტეს. გარდა ამისა, აღნიშნული ტექნოლოგია იტალიისა და საფრანგეთის ნაკრებების ამხანაგური მატჩის დროსაც გამოიყენეს.