ჯამპიერო ვენტურა: მარიო ბალოტელის შანსი მიეცემა

AutoSharing Option
სანამ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამპიერო ვენტურა იმ ფეხბურთელთა გვარებს დაასახელებდა, რომლებსაც ესპანეთთან და მაკედონიასთან შეხვედრებში დაეყრდნობა, გავრცელდა ცნობები მარიო ბალოტელის "სკუადრა აძურაში" სავარაუდო დაბრუნების შესახებ.

ჟურნალისტები ერთხმად წერდნენ, რომ ვენტურა 26 წლის ფორვარდის გამოძახებას აპირებდა, რომელიც "ნიცაში" შესანიშნავად ათამაშდა. თუმცა, ვენტურას განაცხადში მარიოს ადგილი არ აღმოჩნდა, რაზეც მწვრთნელმა საგანგებო კომენტარი გააკეთა:

"ბალოტელი გაფართოებულ შემადგენლობაში მყავდა, მაგრამ 26-კაციან განაცხადში სხვა ფორვარდები მოხვდნენ. თუ ასე გააგრძელა მარიომ, ეროვნულ ნაკრებში აუცილებლად დაბრუნდება და შანსი ნამდვილად მიეცემა. მისი ტალანტის დამფასებელი ვარ, მაგრამ პიროვნულ
თვისებებს არანაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ. ბალოტელიმ უნდა დაამტკიცოს, რომ გაიზარდა, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული