გრაციანო პელე, რომელმაც მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა, იტალიის ნაკრებიდან გააგდეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის ნაკრების თავდამსხმელი გრაციანო პელე, რომელმაც ესპანეთთან მატჩში განხორციელებული ცვლილების დროს მწვრთნელს, ჯამპიერო ვენტურას ხელი არ ჩამოართვა, ეროვნულ გუნდს ჩამოაშორეს. ამის შესახებ Football Italia იუწყება.

6 ოქტომბერს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ G ჯგუფის შეხვედრაში იტალიის ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

- მუნდიალი 2018. II ტური. G ჯგუფი: გრანდების ფრე და ლიდერი ალბანეთი [VIDEO]

ფორვარდმა თავისი საქციელის გამო ბოდიში სახალხოდ კი მოიხადა, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ მუნდიალის შესარჩევის მეს
ამე ტურში, მაკედონიასთან შეხვედრაში ის გუნდში არ იქნება. ეს მატჩი 9 ოქტომბერს გაიმართება.

ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ხნითააა ნაკრებს ჩამოშორებული პელე.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ამას გვარში რაც აქვს ზედმეტი, ის ჭკუაში დაკლებია. ჩვენ ზოგიერთ ვარსკვლავბიჭუნას არ ჩამოაგავს საქციელით და გაზულუქებული საჯდომით?
nikata
17:31 07-10-2016
0
ძაანაც კაი თუ არ ჩამოართვა... სცორადაც მოქცეულა... რა ისცავლეს ამ მცვრთნელებმა ეს ხელის ჩამორთმევა,ხტუნაობა,ფეხზე დგომა და კვირილით მითითებების მიცემა... სინაზე დაბმული ძაღლივით დარბიან მთელი თამაშის მანძილზე... ახალკაცი და ლობანოვსკი საერთოდ არ დგებოდნენ სკამიდან,მარა კველაფერს იგებდნენ კავშირში და ევროპაშიც... ის კი არა და,ნოდარ ახალკაცი ტრიბუნიდან უკურებდა თამაშს დინამოს სტადიონზე,რადგან იქედან უკეთ აკვირდებოდა თამაშს...
FEOLA
18:12 07-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული