- დიდი აურზაური იკარდის წიგნის გამო - მაუროს კლუბშიც ერჩიან და ნაკრებშიც
კონფლიქტის დეტალებს აღარ მოვყვებით და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ 23 წლის არგენტინელმა ფორვარდმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა და იქ "ნერაძურის" ქომაგებს დაუპირისპირდა, მის მიმართ მტრულად განწყობილ ულტრასებს კი სულაც მოკვლით დაემუქრა.
დიახ, სწორედ ასე იყო და, რა გასაკვირია, რომ მას შემდეგ, გულშემატკივრები მაუროს დაუპირისპირდნენ და "კალიარისთან" შეხვედრის დროს
"ინტერის" მესვეურებმა იკარდის დასჯის ფორმებზე იმსჯელეს და ფეხბურთელს სანქციები დაუწესეს, რაზეც ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ საგანგებო კომენტარი გააკეთა:
"განიხილებოდა იკარდისთვის კაპიტნის სამკლაურის ჩამორთმევის საკითხი, მაგრამ ჩვენ მოვუსმინეთ ფეხბურთელს, მივიღეთ მისი განმარტება და გადავწყვიტეთ, რომ მივცეთ რეაბილიტაციის შანსი. აშკარაა, რომ ფეხბურთელი შეცდა და მან დაარღვია კლუბის შინაგანაწესი - "ინტერში" გულშემატკივრებზე ცუდს არავინ ამბობს და ეს მაუროს უნდა სცოდნოდა.
ფეხბურთელს დაექვითება ხელფასი და ეს თანხა საქველმოქმედო საქმეს მოხმარდება - გადაწყვეტილება მიღებულია და ვფიქრობთ, რომ ეს ლოგიკური სასჯელია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"