01:22 26-10-2016
სერია A. X ტური: "მილანი" გენუაში შეარცხვინეს [VIDEO]
AutoSharing Option
მე-11 წუთზე "ჯენოა" ნიკოლა ნინკოვიჩმა დააწინაურა. 56-ე წუთზე ვინჩენცო მონტელას გუნდი მძიმე სიტუაციაში ჩავარდა, მას მერე, რაც მსაჯმა გაბრიელ პალეტა გააძევა.
10 კაცით დარჩენილმა "როსონერიმ" მე-80 წუთზე მატჩის გადარჩენის იმედი საბოლოოდ დაკარგა - როგორც ჩანს, ეს "მილანის" დღე არ იყო - ჯანლუიჯი დონარუმას კარი ხომ იურაი კუცკამ დალაშქრა, კუცკას ბურთის მოგერიება სურდა, მაგრამ ის საკუთარ კარში ჩაჭრა. "მილანის" რბევა ლეონარდო პავოლეტიმ დაასრულა - 3:0. "ჯენოამ" ცხრილის ზედა ნახევარში აინაცვლა, "მილანი" კი ჯერ რჩება მესამე პოზიციაზე.
დღეს "მილანის" გადასწრების შანსი "ნაპოლის" მიეცემა, რომელიც ლევან მჭედლიძის "ემპოლის" მასპინძლობს. "ნაპოლის" საკადრო პრობლემები კიდევ უფრო დამძიმდა შეტევებში მას მერე, რაც გუნდმა დისკვალიფიკაციის გამო მანოლო გაბიადინი დაკარგა.
წინა ტურში გაძევება მას არასპორტულ საქციელად ჩაუთვალეს და ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს. ბუნებრივია, ყველას გვახსოვს, რომ მაურიციო სარი, სანამ "ნაპოლის" ჩაიბარებდა, სწორედ "ემპოლის" თავკაცი იყო. სამი ნეაპოლელი ადრე "ემპოლიში" თამაშობდა - პიოტრ ზიელინსკი, ელსეიდ ჰიუსაი და ლორენცო ტონელი. გასულ სეზონში ამ გუნდების მატჩი "სან პაოლოზე" "ნაპოლიმ" 5:1 მოიგო.
შესაძლოა, სატურნირო დატვირთვა ნაკლებად აქვს, მაგრამ "ინტერისა" და "ტორინოს" დაპირისპირება "ჯუზეპე მეაცაზე" ძალზე საინტერესო დუელს გვპირდება. მილანურ-ტურინულ ჯახში ფრანკ დე ბურის ბედი წყდება, თუ "ინტერი" ვერ მოიგებს, ჰოლანდიელს სამშობლოში გაუშვებენ. სხვათა შორის, გასულ სეზონში ანალოგიური დაპირისპირება "ტორინომ" მოიგო - 2:1.
ცეცხლს ნავთი დაასხა სინიშა მიხაილოვიჩმა, "ტორინოს" მწვრთნელმა განაცხადა, რომ მისი ნება რომ იყოს, მაურო იკარდი ვერასოდეს გახდებოდა "ინტერის" კაპიტანი. შეგახსენებთ, რომ სინიშა ექსინტერისტაა და კლუბთან ბევრი აკავშირებს.
ჩემპიონატის ლიდერი "იუვენტუსი" "სამპდორიას" მასპინძლობს. "მილანთან" მარცხის მერე მასიმილიანო ალეგრის გუნდს შეტევაში პრობლემები აქვს. პაულო დიბალა სულ მცირე, ორი კვირა დააკლდება "ზებრებს". ალეგრიმ შეიძლება არ გარისკოს და არც გონსალო იგუაინი ათამაშოს და ის "ნაპოლისთან" დაპირისპირებისთვის შემოინახოს. კვადვო ასამოა და მარკო პიაცა კვლავ არ არიან მწყობრში.
ჯენოა-მილანი 3:0
გოლები: 1:0 ნინკოვიჩი (11), 2:0 კუცკა (80-ს. კ.), 3:0 პავოლეტი (86)
ჯენოა (3-4-3): პერინი - იძო, ბურდისო, მუნიოსი - ედენილსონი (78. ფლამოცი), ველოზო, რინკონი, ლაქსალტი - რიგონი, ნინკოვიჩი (54. ლაზოვიჩი), სიმეონე (67. პავოლეტი)
მილანი (4-3-3): დონარუმა - პოლი, პალეტა, რომანიოლი, დე შილიო - კუცკა, ლოკატელი, ბონავენტურა - ნიანგი (70. სუსო), ჰონდა (62. ლუის ადრიანო), ბაკა (58. გომესი)
გაძევება: პალეტა (56. მილანი)
გაფრთხილება: 3-0; კუთხური: 5-3; ჯარიმა: 15-9; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 5-10 (3-5); ბურთის ფლობა: 39%-61%; მაყურებელი: 30 000
ოთხშაბათი. 26 ოქტომბერი
კიევო-ბოლონია 22:45
ფიორენტინა-კროტონე 22:45
ინტერი-ტორინო 22:45
იუვენტუსი-სამპდორია 22:45
ლაციო-კალიარი 22:45
ნაპოლი-ემპოლი 22:45
პესკარა-ატალანტა 22:45
სასუოლო-რომა 22:45
ხუთშაბათი. 27 ოქტომბერი
პალერმო-უდინეზე 22:45
ბომბარდირები: 6 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი), მაურო იკარდი (ინტერი), კარლოს ბაკა (მილანი), ხოსე კალეხონი (ნაპოლი); 5 - ანდრეა ბელოტი (ტორინო).
დისკვალიფიკაცია: კასტრო (კიევო), მედელი (ინტერი), გაბიადინი (ნაპოლი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ბომბარდირებში ჯეკო უნდა ლიდერობდეს 8 გოლით
0
0
იგუაინი იუვენტუსში თმაშობს!!!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული