"ფიორენტინა" "ბოლონიას" ესტუმრა და 1:0 მოუგო. მასპინძელთა კარში დანიშნულ პენალტს პირველ ტაიმში, ბოლონიელი გასტალდელოს გაძევება და ნიკოლა კალინიჩის გოლი მოჰყვა.
ტურის ცენტრალურ მატჩში ლიდერმა "იუვენტუსმა" 2:1 მოუგო უშუალო "ნაპოლის" და კონკურენტთან სხვაობა შვიდ ქულამდე გაზარდა. ნეაპოლელთა ქომაგებს განსაკუთრებით იმაზე დაწყდათ გული, რომ მეორე ტაიმში გამარჯვების გოლი ექსნეაპოლელმა გონსალო იგუაინმა გაიტანა.
მანამდე ანგარიში ლეონარდო ბონუჩიმ გახსნა, მაგრამ 4 წუთში ხოსე კალეხონმა გაათანაბრა.
შაბათი. 29 ოქტომბერი
ბოლონია-ფიორენტინა 0:1
გოლი: 0:1 კალინიჩი
გაძევება: გასტალდელო (29. ბოლონია)
იუვენტუსი-ნაპოლი 2:1
გოლები: 1:0 ბონუჩი (50), 1:1 კალეხონი (54), 2:1 იგუიანი (70)
კვირა. 30 ოქტომბერი
ატალანტა-ჯენოა 15:30
კროტონე-კიევო 18:00
ემპოლი-რომა 18:00
ლაციო-სასუოლო 18:00
მილანი-პესკარა 18:00
სამპდორია-ინტერი 23:45
ორშაბათი. 31 ოქტომბერი
უდინეზე-ტორინო 22:00
კალიარი-პალერმო 00:00
1. იუვენტუსი - 27 ქულა; 2. რომა - 22; 3. ნაპოლი - 20; 4. მილანი - 19; 5. ლაციო - 18.