ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დე ბურმა "ინტერში" დაახლოებით სამი თვე იმუშავა.
"ინტერი" შესაძლოა 51 წლის სპეციალისტმა, რომის "ლაციოს" ყოფილმა თავკაცმა სტეფანო პიოლიმ გაწვრთნას, - იუწყება La Gazzetta dello Sport-ი. აღსანიშნავია, რომ პიოლიმ ბოლო 10 წლის განმავლობაში 9 გუნდი გამოიცვალა. კანდიდატებს შორის ასევე არის ლეონარდო.
"ინტერი" სერია A-ში 11 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-12 ადგილზეა.