მილანის "ინტერს" სტეფანო პიოლი გაწვრთნის

AutoSharing Option
"ინტერის" ახალი მთავარი მწვრთნელი უახლოეს ორ დღეში დაინიშნება და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ის სტეფანო პიოლი იქნება.

კულუარული ინფორმაციით, "ინტერის" მესვეურთა იტალიურ-არგენტინული ფრთა სწორედ პიოლის უჭერდა მხარს, აზიური კი უცხოელი სპეციალისტისკენ იხრებოდა, თუმცა ამჯერად, პიერო აუზილიომ და ხავიერ ძანეტიმ თავისი გაიტანეს.

51 წლის სპეციალისტი ბოლოს "ლაციოს" ედგა სათავეში, "ინტერთან" კი კონტრაქტს სეზონის ბოლომდე გააფორმებს.

ამ თემაზე მოკლე კომენტარი "ინტერის" კაპიტანმა მაურო იკარდიმ გააკეთა და მანაც იტალიელ მწვრთნელს დაუჭირა მხარი:

"ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე, იტალიელი მწვრთნელი საუკეთესო გამოსავალია. ფრანკ დე ბური კარგი
სპეციალისტია, მაგრამ მოკლე დროში გაუჭირდა იტალიური ფეხბურთის ნიუსანსებში გარკვევა. შუა სეზონში უცხოელის მოყვანა შეცდომა იქნება, რადგან მასაც დრო დასჭირდება ადაპტაციისთვის. რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს კრიზისი, რათა ლიდერებში ავინაცვლოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული