ტურინის "იუვენტუსს" მცველი ორი თვით გამოაკლდა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ექიმებმა გამოიკვლიეს ანდრეა ბარძალის ტრავმა და დაასკვნეს, რომ მცველს ორი თვით მოუწევს იძულებითი უქმობა.

შეგახსენებთ, რომ ბარძალი "კიევოსთან" მატჩის დასაწყისში დაიმტვრა და ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ბარძალი მაშინვე ჰოსპიტალში მოხვდა, მან მხარი ამოიგდო.

პირველი ოთხი კვირის განმავლობაში ბარძალი იძულებული იქნება, დამცველი ბანდაჟი ჩაიცვას, რომ მხარი ხელმეორედ არ ამოუვარდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული