"მანჩესტერ სიტიმ" ჯანლუიჯი დონარუმას ტრასნფერზე "მილანს" მიმართა

AutoSharing Option
"მილანის" მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ კარიერა შესაძლოა "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sport Italia ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ინგლისურმა კლუბმა "მილანის" ხელმძღვანელობას 17 წლის გოლკიპერის შესაძლო ტრანსფერზე პირველი მოთხოვნა 11 ნოემბერს გაუგზავნა.

ჯანლუიჯი დონარუმა, მიუხედავად მცირე ასაკისა, იტალური კლუბის ძირითადი მეკარეა. სერია A-ს მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 12 ჩატარებულ მატჩში გაშვებული 15 გოლი და 42 სეივია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული