სერია A. XIII ტური: უხვგოლიანი და მშვიდობიანი მადონინა [VIDEO]

AutoSharing Option
* მოიზე კინი (იუვენტუსი) პირველი ფეხბურთელი გახდა 2000-იან წლებში დაბადებულთაგან, რომელმაც სერია A-ში ითამაშა.

ტური ცენტრალური მატჩით დასრულდა, რომელშიც მილანური გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩი ფრედ დასრულდა, გუნდებმა კი ორ-ორი გოლი გაცვალეს. "როსონერიდან" სუსომ მიითვალა დუბლი, "ნერაძურიში" კი ანტონიო კანდრევა და ივან პერიშიჩი გამოირჩნენ.

გოლები მეტად ეფექტური გამოვიდა, თამაში კი - სანახაობრივი, რაც განსაკუთრებით მეორე ტაიმზე ითქმის.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შაბათს "იუვენტუსმა" და "ნაპოლიმ" ითამაშეს, გუნდებმა, რომლებსაც შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის პაექრობები უწევთ. ორივემ გაიმარჯვა და სწორედ ამ მატჩებით დავიწყოთ.

"იუვეს" იოლი მოგება
"იუვენტუსმა" "პესკარას" უმასპინძლა და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გაიმარჯვა. ტურინელებმა სამი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს. "ვეკია სენიორა" ფავორიტი იყო და სრულად გაამართლა სტატუსი. ბუნებრივია, მთელი მატჩის განმავლობაში, უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და უამრავი მომენტი შექმნეს მეტოქის კართან.

მარტო გონსალო იგუაინს მინიმუმ ჰეთ თრიკის შესრულება შეეძლო, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ ივარგა. ბოლო მატჩებში არგენტინელმა ფორვარდმა მომენტების განიავებას უმატა, რისთვისაც პრესა აკრიტიკებს და "პესკარასთან" მატჩის შემდეგ ეს კრიტიკა უთუოდ გამძაფრდება. სამაგიეროდ, სამი ხედირამ, მარიო მანჯუკიჩმა და ერნანესმა იხეირეს და "იუვეს" გულშემატკივრებს საქმე სანერვიულოდ ნამდვილად არ ჰქონიათ...

ხედირამ ტურინელთა მრავალსვლიანი კომბინაცია დაასრულა შედეგიანი დარტყმით, მარიო მანჯუკიჩმა თამაშგარის ზღვარზე ითამაშა და ეფექტური კომბინაცია დააგვირგვინა, ერნანესმა კი შორი მანძილიდან გაისროლა და ულამაზესი გოლი შეაგდო. აქვე ვთქვათ, რომ "იუვეს" რიგებში დებიუტი ჰქონდა 16 წლის თავდამსხმელ მოიზე კინს, რომელზეც იტალიაში დიდ იმედებს ამყარებენ.

მატჩის შემდეგ "იუვეს" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ კმაყოფილება გამოთქვა შეგირდთა თამაშით: "ფეხბურთელებმა ჩემი დავალებები პირნათლად შეასრულეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. დროა, რომ გუნდი უკეთ ათამაშდეს და იმ ფეხბურთის დემონსტრირება დაიწყოს, რომელიც დიდ ტრიუმფამდე მიგვიყვანს. "იუვეს" მეტი შეუძლია და დღეს ამის კონტურები გამოჩნდა. იგუაინი? - ბევრი იმუშავა და მხოლოდ გოლი დააკლდა, რაშიც საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ინსინიეს დუბლით
"ნაპოლი" "უდინეზეს" ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში სძლია მეტოქეს. მატჩის გმირი ლორენცო ინსინიე გახდა, რომელმაც დუბლი მიითვალა აქტივში. ინსინიე ნეაპოლელთა ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა გოლები ნაკლებად გააქვს, ამჯერად კი სწორედ მან გაისწორა მიზანი.

მეორე ტაიმის სტარტზე ინსინიე ორჯერ გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე და ორივე მომენტი გამოიყენა, რასაც მასპინძლებმა მხოლოდ ერთი გოლით უპასუხეს - სტიპე პერიცამ თავური დარტყმით შეარხია პეპე რეინას კარის ბადე. დარჩენილ დროში უდინელები ბევრს უტევდნენ და მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ ბურთმა აღარ ინება კარის ხაზის გადაკვეთა.

"ნაპოლიმ" ჰაერივით საჭირო სამი ქულა ჩაიწერა აქტივში, მაურიციო სარიმ კი ინსინიე შეაქო და შემდეგი განაცხადა: "რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით, თუმცა გუნდი კიდევ უფრო შეიკრა ერთ მუშტად და ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს. უდინეში მოგება იოლი არასდროს ყოფილა და მძიმე ბრძოლას ველოდებოდით. საბედნიეროდ, მოვიგეთ და სამეულში დაბრუნების შანსი გავიზარდეთ.

ლორენცო ინსინიემ ლიდერის თვისებები გამოავლინა და ლომის წილი დაიდო ამ გამარჯვებაში. ინსინიეს კარგი თამაში არ მიკვირს და მჯერა, რომ მომდევნო შეხვედრაში კიდევ უფრო მოუმატებს. კონფლიქტი ჩემსა და ლორენცოს შორის? - ყველაფერი რიგზეა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, გუნდი ერთ მუშტადაა შეკრული".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ატალანტამ" "რომაც" იმსხვერპლა
ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ბერგამოში შედგა, სადაც სკუდეტოსთვის მებრძოლი "რომა" ჩემპიონატის აღმოჩენამ, "ატალანტამ" მიიღო. წინასწარვე ნათელი იყო, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდს დიდი ბრძოლა ელოდა და ეს მოლოდინი გამართლდა კიდეც. მართალია, ანგარიში სწორედ რომაელებმა გახსნეს და თავიდან ფლობდნენ უპირატესობას, მაგრამ გაშვებული გოლის შემდეგ ბერგამოელები მალევე მოეგნენ გონს და შეატრიალეს თამაში სათავისოდ.

დიეგო პეროტის ზუსტ თერთმეტმეტრიანს "ატალანტამ" მატია კალდარას გოლით და მატჩის მიწურულს, კესიეს შედეგიანო პენალტით უპასუხა. მოკლედ, "ატალანტამ" სძლია მეტოქეს, მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში და სატურნირო ცხრილის საუკეთესო ხუთეულში კიდევ უფრო გაიმყარა ადგილი. მართალია, ჩემპიონთა ლიგაზე საუბარი "ატალანტას" მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინის სასაცილოდ არ ჰყოფნის, მაგრამ ფაქტია, რომ ბერგამოელები მოწინავე სამეულს კუდზე აზიან.

მოკლედ, "ატალანტასთვის" ყველაფერი შესანიშნავად მიდის, აი, "რომამ" კი უმნიშვნელოვანესი მატჩი დათმო და "იუვენტუსთან" ჩამორჩენაც 7 ქულამდე გაიზარდა. დიდია სურვილი, რომ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში სკუდეტოსთვის ბრძოლა შედგეს, მაგრამ ფაქტია, რომ "იუვენტუსი" კონკურენტებზე ძლიერია და ეს სატურნირო ცხრილზე უკვე ნათლად აისახა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლაციოც" არაფერს თმობს
თუ "იუვენტუსი" წინაა გაჭრილი და ამ გადასახედიდან, სკუდეტოს იოლად მოიპოვებს, წესით, დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის. კონკურენტებს არც "ლაციო" ჩამორჩა და მორიგი გამარჯვება გამოჭედა. სიმონე ინძაგის შეგირდებმა "ჯენოას" შანსი არ დაუტოვეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს, 3:1. რომაელთაგან გოლები ფელიპე ანდერსონმა, ლუკას ბილიამ და ვოლასმა შეაგდეს.

გასპერინის არ იყოს, ინძაგიც ერიდება ჩემპიონთა ლიგაზე საუბარს, მაგრამ ფაქტია, რომ მიმდინარე სეზონში, "ლაციო" შესანიშნავად ასპარეზობს და ქულებსაც უხვად აგროვებს.

XIII ტური
კიევო-კალიარი 1:0
გოლი: 1:0 გობი (53)
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - კაჩატორე, გამბერინი, სპოლი, გობი - იძო, კასტრო, რადოვანოვიჩი - დე გუზმანი (73. რიგონი) - პელისიერი (82. ინგლეზე), ფლორო ფლორესი (9. მეჯორინი)
კალიარი (4-3-1-2): სტორარი - კაპიტელი, სალამონი (70. ისლა), ალვეში, ბიტანტე - პადოინი, მუნარი, ბარელა - დი ჯენარო (79. ბორიელო) - ჯანეტი (66. მელკიორი), ფარიასი
გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 5-9; ჯარიმა: 15-9; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 11-11 (3-3); ბურთის ფლობა: 48%-52%; მაყურებელი: 14 000

უდინეზე-ნაპოლი 1:2
გოლები: 0:1 ინსინიე (47), 0:2 ინსინიე (57), 1:2 პერიცა (59)
უდინეზე (4-3-3): კარნეზისი - ვადმერი, ვაგუე, ფელიპე, დანილო - ფოფანა, კუმსი (75. იანკტო), ბადუ - მატოსი (53. პერიცა), ტერო, საპატა (81. დე პაული)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, კირიკეში, კულიბალი, გულამი - ალანი, დიავარა, ჰამშიკი (72. ზელინსკი) - მერტენსი (86. ელ ქადური), კალეხონი, ინსინიე (79. ჯაკერინი)
გაფრთხილება: 1-0; კუთხური: 4-7; ჯარიმა: 9-7; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 6-8 (4-3); ბურთის ფლობა: 43%-57%; მაყურებელი: 15 000

იუვენტუსი-პესკარა 3:0
გოლები: 1:0 ხედირა (36). 2:0 მანჯუკიჩი (63), 3:0 ერნანესი (69)
იუვენტუსი (3-5-2): ნეტო - რუგანი, ბონუჩი, ევრა - ლიხტშტაინერი (25. კუადრადო), ხედირა (71. სტურარო), ერნანესი, ასამოა, სანდრო - მანჯუკიჩი (84. კინი), იგუაინი
პესკარა (3-4-1-2): ბიძარი - ზუპარიჩი, ბირაგი, კამპანიარო (46. ვიტურინი) - ძამპანო, კრისტანტე (76. ბრუნო), ბრუგმანი, კრეშენცი - მემუშა - კაპრარი, პეტინარი (65. პეპე)
გაფრთხილება: 0-2; კუთხური: 4-1; ჯარიმა: 11-15; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 13-6 (5-4); ბურთის ფლობა: 62%-38%; მაყურებელი: 38 000

სამპდორია-სასუოლო 3:2
გოლები: 0:1 რიჩი (64), 0:2 რაგუზა (74), 1:2 კვალიარელა (84), 2:2 მურიელი (85), 3:2 მურიელი (90-პენ.)
სამპდორია (4-3-1-2): პუჯონი - სალა (88. პერეირა), სილვესტრი, შკრინიარი, რეჯინი - ბარეტო (70. პრაეტი), ტორეირა, ლინეტი - ფერნანდესი (78. შჩიკი) - მურიელი, კვალიარელა
სასუოლო (4-3-3): კონსილი - გაცოლა, აჩერბი, ანტეი, პელუზო - მაციტელი, პელეგრინი, მისიროლი (61. მანიანელი) - რაგუზა (82. აჯაპონგი), რიჩი, დეფრელი (75. მატრი)
გაფრთხილება: 4-3; კუთხური: 9-1; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 19-10 (8-5); ბურთის ფლობა: 59%-41%; მაყურებელი: 21 000

ატალანტა-რომა 2:1
გოლები: 0:1 პეროტი (40-პენ), 1:1 კალდარა (62), 2:1 კესიე (90-პენ)
ატალანტა (3-4-2-1): ბერიშა - ტოლოი, კალდარა, მაზიელო (50. დალესანდრო) - ზუკანოვიჩი, კესეი, გალიარდინი, სპინაცოლა - კურტიჩი (58. ფრეულერი), გომესი (90. რაიმონდი) - პეტანია
რომა (4-2-3-1): სჩესნი - პერესი, ფაციო, მანოლასი, რუდიგერი - დე როსი, სტროტმანი - სალაჰი (58. ელ შაარავი), ნაინგოლანი (86. იტურბე), პეროტი (73. პარედესი) - ჯეკო
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 10-6; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 15-9 (6-5); ბურთის ფლობა: 49%-51%; მაყურებელი: 24 000

ბოლინია-პალერმო 3:1
გოლები: 0:1 ნესტეროვსკი (9), 1:1 დესტრო (20), 2:1 ჯემაილი (67), 3:1 ვივიანი (72)
ბოლონია (4-3-3): და კოსტა - ტოროსიდისი, გასტალდელო, მაიეტა, მაზინა - ვივიანი (74. ტაიდერი), ჯემაილი, ნაგი (83. პულგარი) - კრეიჩი, რიცო (89. ოკვონკვო), დესტრო
პალერმო (4-3-3): პოსავეცი - რისპოლი, ციონეკი, ანდელკოვიჩი, ალესაამი - ჰილემარკი, გაცი (77. გოლდანიგა), ენრიკე - დიამანტე (70. კუაიზონი), შალაი (66. ლო ფაზო), ნესტეროვსკი
გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 4-6; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 6-4; კარში დარტყმა: 8-7 (6-5); ბურთის ფლობა: 46%-54%; მაყურებელი: 20 000

კროტონე-ტორინო 0:2
გოლები: 0:1 ბელოტი (80), 0:2 ბელოტი (89)
კროტონე (4-4-2): კორდაცი - როზი, ჩეკერინი, ფერარი, მესბა - როდენი (81. სტოიანი), ბარბერისი (90. კრიზეტიგი), კაპეცი, ტროტა (70. ნვანკვო) - ფალჩინელი, პალადინო
ტორინო (4-3-3): ჰარტი - ძაპაკოსტა, კასტანი, როსეტინი, მორეტი - ბენასი (78. ბოიე), ვალდიფიორი, ბაზელი (72. ობი) - ლიაიჩი, იაგო (59. მარტინესი), ბელოტი
გაფრთხილება: 1-1; კუთხური: ; ჯარიმა: 11-6; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 7-8 (4-4); ბურთის ფლობა: 34%-66%; მაყურებელი: 4 000

ემპოლი-ფიორენტინა 0:4
გოლები: 0:1 ბერნარდესკი (26), 0:2 ილიჩიჩი (47-პენ.), 0:3 ბერნარდესკი (61), 0:4 ილიჩიჩი (67)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ვესელი, ბელუში, კოსტა, პასკუალი - კრუნიჩი (58. ჯილარდინო), ელ ჰაჯი (78. მაური), კროჩე - საპონარა (68. მარილუნგო) - პუჩარელი, მაკარონე
ფიორენტინა (4-2-3-1): ტატარუშანუ - ტომოვიჩი (63. სალსედო), ასტორი, გონსალო, მილიჩი - ბორხა ვალერო, ბადელი - ტელიო, ბერნარდესკი (72. კრისტოფორო), ილიჩიჩი (68. ვესინო) - კალინიჩი
გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 5-4; ჯარიმა: 8-10; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 8-19 (5-12); ბურთის ფლობა: 42%-58%; მაყურებელი: 12 000

ლაციო-ჯენოა 3:1
გოლები: 1:0 ანდერსონი (11), 1:1 ოკამპოსი (52), 2:1 ბილია (57-პენ.), 3:1 ვოლასი (65)
ლაციო (4-3-3): სტრაკოშა - ბასტა, ვოლასი, რადუ, ლულიჩი - ბილია (84. მურჯა), პაროლო, სავიჩი (70. კატალდი) - ანდერსონი, კეიტა (73. პატრიჩი), იმობილე
ჯენოა (3-4-3): პერინი - ისკო, ბურდისო, ორბანი - ედენილსონი, ველოზო, რინკონი, ლაქსალტი - რიგონი (46. ნინკოვიჩი), ოკამპოსი (80. პანდევი), პავოლეტი (61. სიმეონე)
გაძევება: ორბანი (90. ჯენოა)
გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 3-5; ჯარიმა: 16-20; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 14-10 (5-3); ბურთის ფლობა: 49%-51%; მაყურებელი: 35 000

მილანი-ინტერი 2:2
გოლები: 1:0 სუსო (42), 1:1 კანდრევა (53), 2:1 სუსო (58), 2:2 პერიშიჩი (90)
მილანი (4-3-3): დონარუმა - აბატე, პალეტა, გომესი, დე შილიო - კუცკა, ლოკატელი, ბონავენტურა (88. პასალიჩი) - ნიანგი (79. ლაპადულა), სუსო, ბაკა (71. მატი)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მედელი (37. მურილიო), მირანდა, ანსალდი (65. ნაგატომო) - კონდოგბია, ბროზოვიჩი (75. იოვეტიჩი) - კანდრევა, ჟოაო მარიო, პერიშიჩი - იკარდი
გაფრთხილება: 2-4; კუთხური: 1-8; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 11-16 (6-8); ბურთის ფლობა: 39%-61%; მაყურებელი: 80 000

ბომბარდირები:
10 ანდრეა ბელოტი (ტორინო)
ედინ ჯეკო (რომა)
მაურო იკარდი (ინტერი)
9 ჩირო იმობილე (ტორინო)
8 მოჰამედ სალაჰი (რომა)
7 გონსალო იგუაინი (იუვენტუსი)
ხოსე კალეხონი (ნაპოლი)
ილია ნესტეროვსკი (პალერმო).

მომდევნო ტური
26 ნოემბერი:
ტორინო-კიევო, ემპოლი-მილანი;

27 ნოემბერი:
პალერმო-ლაციო, ბოლონია-ატალანტა, კალიარი-უდინეზე, კროტონე-სამპდორია, ჯენოა-იუვენტუსი, რომა-პესკარა;

28 ნოემბერი:
ნაპოლი-სასუოლო, ინტერი-ფიორენტინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული