სერია A. XIV ტური: "იუვენტუსის" გენუური ფიასკო [VIDEO]

AutoSharing Option
* რაც მასიმო ალეგრი "იუვენტუსის" მწვრთნელია, გუნდმა ერთ თამაშში სამი გოლი პირველად გაუშვა.
* ანდრეა ბელოტიმ "ტორინოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა.

სერია A-ს მე-16 ტური შაბათის ორი მატჩით გაიხსნა, რომლებშიც ფავორიტებმა იმარჯვეს - "ტორინომ" "კიევოს" სძლია, "მილანმა" კი "ემპოლი" გაანადგურა.

ლაპადულას დუბლი ბაკას არყოფნაში
"ემპოლი" მეორე ტაიმის შუაწელამდე გაუძალიანდა "მილანს", შემდეგ კი გატყდა, მიჯრით სამი გოლი გაუშვა და დიდი ანგარიშით წააგო - 1:4. დუბლი ჯანლუკა ლაპადულამ მიითვალა აქტივში, ერთი გოლი სუსომ შეაგდო, ერთი კი ვერონელებმა საკუთარ კარში გაიტანეს.

ავტოგოლში ჯაკომო ბონავენტურამ შეიტანა ლომის
წილი, რომელიც მარცხენა ფრთიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, დაბალი გადაცემით სცადა თამაშის გამწვავება და მცველს საკუთარ კარში გაატანინა. მასპინძელთა ერთადერთი საპასუხო გოლი რიკარდო საპონარას ანგარიშზეა, რომელიც "ემპოლიში" იჯარით ასპარეზობს და "მილანს" ეკუთვნის.

მატჩის გმირი ჯანლუკა ლაპადულაა, რომელმაც ტრავმირებული კარლოს ბაკა შეცვალა და ორჯერ იხეირა - 26 წლის ფორვარდმა ორივეჯერ საშუალო დისტანციიდან დალაშქრა მეტოქის კარი, მთლიანობაში კი დიდი სამუშაო გასწია და ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე. თუ ასე გაგრძელდა, ლაპადულა, ალბათ, სათადარიგოთა სკამზე დასვამს კრიზისში მყოფ კარლოს ბაკას, რომელსაც კარგა ხანია, გოლი არ გაუტანია.

ბაკა იტალიური პრესის ყურადღების ცენტრშია მოქცეული, რადგან იმ დღეს, როდესაც "მილანი" "ემპოლის" სტუმრობდა, კოლუმბიელი ფორვარდი ესპანეთში გაემგზავრა და "სევილია"-"ვალენსიას" შეხვედრას დაესწრო - ფოტომ, სადაც ბაკა "სანჩეს პისხუანის" ტრიბუნაზეა აღბეჭდილი, იტალიური მედია მოიარა, ფეხბურთელი კი "მილანის" ტიფოზებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. სოციალურ ქსელში ბაკა არ დაინდეს და სევილიაში დარჩენა ურჩიეს. მოგვიანებით, ამ თემაზე "მილანის" მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ისაუბრა:

"პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ და შეგვეძლო წაგვეგო კიდეც. იოლად ვკარგავდით ბურთს, ნელა ვმოქმედებდით და არ გვჯეროდა საკუთარი ძალის. მეორე ტაიმში გამოვასწორეთ თამაში და მოვიპოვეთ კიდეც გადამწყვეტი უპირატესობა. თუ მაღალი მიზნებისთვის გვსურს ბრძოლა, სტაბილურად კარგად უნდა ვითამაშოთ მთელი 90 წუთის განმავლობაში. კონკრეტულად ამ შეხვედრაში, ერთი კარგი ტაიმი საკმარისი აღმოჩნდა სამი ქულის მოსაპოვებლად, მაგრამ სხვაგან ასე აღარ მოხდება. ლაპადულა ვარჯიშებზე 100%-ით იხარჯება და ეს მის თამაშზეც შესაბამისად აისახა.

თუ ჯანლუკა თავის ენერგიას კიდევ უკეთესად გამოიყენებს, გაცილებით უკეთ ათამაშდება. ლაპადულა ჩვენი ბონუსია და მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ. ვიცი, რომ კარლოს ბაკა "სევილიას" თამაშს დაესწრო, რადგან ამის უფლება პირადად მე მივეცი. კარლოსს დასვენების დღეები ჰქონდა და გამოიყენა ისე, როგორც ეს მას სურდა. იმედი მაქვს, კარგად დაისვენა და ენერგიული დაგვიბრუნდება. მომდევნო ტურში "კროტონეს" ვმასპინძლობთ, შემდეგ კი ორი ურთულესი მატჩია "რომასთან" და "ატალანტასთან" - იმედია, ბაკა ამ თამაშებს ოპტიმალურ ფორმაში შეხვდება".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ტორინო" ისევ იგებს
სინიშა მიხაილოვიჩის "ტორინო" შესანიშნავ ფორმაშია და თამაშს თამაშზე იგებს. ამჯერად, ტურინელებმა "კიევოს" უმასპინძლეს და მინიმალური სხვაობით სძლიეს მეტოქეს - 2:1. მასპინძელთაგან დუბლი იაგო ფალკემ შეასრულა, სტუმართაგან კი ერთი საპასუხო ინგლეზემ შეაგდო. მართალია, სხვაობა მინიმალურია, მაგრამ "კიევომ" ერთადერთი გოლი შეხვედრის მიწურულს გაიტანა და მთელი მატჩის განმავლობაში, უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, რასაც მათ საბოლოო წარმატებაში ეჭვი არ გაუჩენია.

პრესაში გავრცელდა ცნობები, რომ გრიპის გამო ანდრეა ბელოტი "კიევოსთან" მატჩს გამოტოვებდა, მაგრამ ეს ცრუ განგაში აღმოჩნდა - როგორც ჩანს, ბელოტი მალევე მომჯობინდა და თამაში პირველივე წუთებიდან დაიწყო. თუმცა, ამჯერად, ტურინელთა მეგოლე იაგო იყო და არა 22 წლის იტალიელი ფორვარდი. აქვე ვთქვათ, რომ ტურინულმა კლუბმა ბელოტის კონტრაქტი გაუხანგრძლივა, მისი სატრანსფერო ფასი კი 94 მილიონ ევროდ განსაზღვრა!

"კიევოსთან" გამარჯვების შემდეგ მიხაილოვიჩმა ბელოტიზეც ისაუბრა: "რთული თამაში იყო, რომელშიც დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. გუნდი კარგ ფორმაშია და რაც ყველაზე მეტად მახარებს, ჩვენ კიდევ შეგვიძლია მომატება. ბელოტი 94 მილიონ ევროდ? - კლუბმა ანდრეა კოლოსალურ თანხად შეაფასა და ალბათ, ეს ასე იყო საჭირო. ჩემი აზრით, დღეს ფეხბურთელების ფასები გაბერილია - ბელოტი რომ 94 მილიონი ევრო ღირდეს, ხოლო პოგბა - 110 მილიონი, მაშინ თითო თამაშში ოთხ-ოთხი გოლი უნდა გაჰქონდეთ. თუმცა, თქმა არ სჭირდება, რომ ანდრეა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა".

"იუვე" გენუაში დაეცა
იქ, სადაც "მილანმა" სამი უპასუხო ბურთით წააგო, "იუვენტუსიც" დაეცა. ტურინელებმა ერთი გოლი კი შეაგდეს, მაგრამ სამი გაუშვეს და მოულოდნელი მარცხი იწვნიეს. მატჩი ნახევარი საათის დაწყებული იყო, როდესაც "ჯენოა" სამი ბურთის სხვაობით იგებდა. ეს იყო შოკისმომგვრელი დასაწყისი, რომლისგანაც "იუვე" ვერ გამოვიდა და სახლში უქულოდ დაბრუნდა.

გენუელთა რიგებში დუბლი ჯოვანი სიმეონემ შეასრულა, რომელიც ალბათ, თადარიგში იჯდებოდა, ლეონარდო პავოლეტი რომ ყოფილიყო მწყობრში. მოკლედ, დიეგო სიმეონეს შვილმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და ამჯერად, თვით ჯიჯი ბუფონი ჩააგდო შავ დღეში. ერთი გოლი ტურინელებმა საკუთარ კარში გაიტანეს, ერთადერთი და საპასუხო კი მირალემ პიანიჩმა მიითვალა აქტივში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XIV ტური
ტორინო-კიევო 2:1
გოლები: 1:0 იაგო (35), 2:0 იაგო (38), 2:1 ინგლეზე (85)
ტორინო (4-3-3): ჰარტი - ძაპაკოსტა, კასტანი, როსეტინი, ბარეკა - ბენასი (82. ასკუა), ვალდიფიორი, ბაზელი (58. ობი) - ლიაიჩი, იაგო (69. ბოიე), ბელოტი
კიევო (4-3-2-1): სორენტინო - კაჩატორე, გამბერინი, დაინელი, გობი - იძო (46. მეჯორინი - 69. ინგლეზე), დე გუზმანი (81. იალოუ), რადოვანოვიჩი - ბირსა, კასტრო - პელისიერი
გაძევება: კაჩატორე (89. კიევო)
გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 10-2; ჯარიმა: 15-10; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 15-10 (4-5); ბურთის ფლობა: 53%-47%; მაყურებელი: 20 000

ემპოლი-მილანი 1:4
გოლები: 0:1 ლაპადულა (15), 1:1 საპონარა (17), 1:2 სუსო (61), 1:3 კოსტა (64-საკ. კარში), 1:4 ლაპადულა (77)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ვესელი (68. ძამბელი), ბელუში, კოსტა, პასკუალი - კრუნიჩი (68. ტელიო), ელ ჰაჯი, კროჩე - საპონარა - მარილუნგო (74. ჯილარდინო), მაკარონე
მილანი (4-3-3): დონარუმა - აბატე, რომანიოლი, გომესი, დე შილიო - პასალიჩი (78. ნიანგი), ლოკატელი, ფერნანდესი (10. კუცკა) - ბონავენტურა, სუსო, ლაპადულა (84. პოლი)
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 2-6; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 12-14 (4-10); ბურთის ფლობა: 44%-56%; მაყურებელი: 15 000

პალერმო-ლაციო 0:1
გოლი: 0:1 სავიჩი (31)
პალერმო (3-5-1-1): პოსავეცი - გოლდანიგა (80. ლო ფაზო), გონსალესი, ანდელკოვიჩი - მორგანელა, ენრიკე (55. ბოვო), მატო, ჩოჩევი, ალესაამი - დიამანტი (46. კუაიზონი) - ნესტეროვსკი
ლაციო (4-3-3): სტრაკოშა - ბასტა, ვოლასი, რადუ, ლულიჩი (64. ლუკაკუ) - ბილია, პაროლო, სავიჩი - ანდერსონი (68. ჯორჯევიჩი), კეიტა (81. ლომბარდი), იმობილე
გაძევება: გონსალესი (86. პალერმო)
გაფრთხილება: 3-1; კუთხური: 4-5; ჯარიმა: 15-18; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 9-14 (4-6); ბურთის ფლობა: 50%-50%; მაყურებელი: 16 000

ბოლონია-ატალანტა 0:2
გოლები: 0:1 მაზიელო (15), 0:2 კურტიჩი (68)
ბოლონია (4-3-3): მირანტე - ტოროსიდისი, გასტალდელო, მაიეტა, მაზინა - ვივიანი (72. ოკვონკვო), ჯემაილი, ტაიდერი - კრეიჩი (83. მუნიერი), რიცო (46. ფლოკარი), დესტრო
ატალანტა (3-4-1-2): სპორტიელო - ზუკანოვიჩი, კალდარა, მაზიელო - კონტი, კესეი, გალიარდინი (86. ფრეულერი), სპინაცოლა - კურტიჩი - გომესი (88. დალესანდრო), პეტუნია (90. პესიჩი)
გაფრთხილება: 5-2; კუთხური: 6-9; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 7-12 (3-2); ბურთის ფლობა: 52%-48%; მაყურებელი: 20 000

კალიარი-უდინეზე 2:1
გოლები: 1:0 ფარიასი (35), 1:1 ფოფანა (51), 2:1 საუ (58)
კალიარი (4-3-1-2): სტორარი - ისლა, კაპიტელი, ალვეში, პიზაკანე - პადოინი, დი ჯენარო (62. ბიტანტე), ბარელა - ფარიასი (87. ჯანეტი) - საუ (83. სალამონი), ბორიელო
უდინეზე (4-3-3): კარნეზისი - ვადმერი (62. ფარაონი), ვაგუე, დანილო, ალი ადნანი - ფოფანა, კუმსი, იანტო - მატოსი (62. პერიცა), ტერო, საპატა (68. პენარანდა)
გაფრთხილება: 4-3; კუთხური: 3-4; ჯარიმა: 16-19; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 6-14 (3-6); ბურთის ფლობა: 46%-54%; მაყურებელი: 14 000

კროტონე-სამპდორია 1:1
გოლები: 1:0 ფალჩინელი (43), 1:1 ფერნანდესი (71)
კროტონე (4-4-2): კორდაცი - როზი, ჩეკერინი, ფერარი, მესბა (70. მარტელა) - როდენი, ბარბერისი, კრიზეტიგი (88. კაპეცი), პალადინო (78. სტოიანი) - ფალჩინელი, ტროტა
სამპდორია (4-3-1-2): პუჯონი - პერეირა, სილვესტრი, შკრინიარი, რეჯინი - ბარეტო, ტორეირა, ლინეტი (46. პრაეტი) - ალვარესი (51. ფერნანდესი) - მურიელი (88. შჩიკი), კვალიარელა
გაფრთხილება: 3-0; კუთხური: 2-6; ჯარიმა: 14-16; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 7-12 (3-6); ბურთის ფლობა: 37%-63%; მაყურებელი: 4 000

ჯენოა-იუვენტუსი 3:1
გოლები: 1:0 სიმეონე (3), 2:0 სიმეონე (13), 3:0 სანდრო (29-საკ. კარში), 3:1 პიანიჩი (82)
ჯენოა (3-4-3): პერინი - ისკო, ბურდისო, მუნიოსი - ლაზოვიჩი (68. ედენილსონი), კოფიე, რინკონი, ლაქსალტი - რიგონი (87. გაკპე), ოკამპოსი (89. ბირაგი), სიმეონე
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ალვეში, ბონუჩი (33. რუგანი), ბენატია - ლიხტშტაინერი (53. იგუაინი), ხედირა (70. სტურარო), ერნანესი, პიანიჩი, სანდრო - კუადრადო, მანჯუკიჩი
გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 3-6; ჯარიმა: 24-9; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 10-11 (6-3); ბურთის ფლობა: 38%-62%; მაყურებელი: 34 000

რომა-პესკარა 3:2
გოლები: 1:0 ჯეკო (7), 2:0 ჯეკო (10), 2:1 მემუშა (60), 3:1 პეროტი (71-პენ), 3:2 კაპრარი (74)
რომა (4-2-3-1): სჩესნი - პერესი, ფაციო, რუდიგერი, ემერსონი - გერსონი (72. ტოტი), სტროტმანი - სალაჰი (90. ვერმაელენი), ნაინგოლანი (64. დე როსი), პეროტი - ჯეკო
პესკარა (3-4-1-2): ბიძარი - ზუპარიჩი, ბირაგი, ვიტურინი (46. ვერე) - ძამპანო, მემუშა, ბრუგმანი, კრეშენცი - ბენალი (78. კრისტანტე), პეპე - ბაჰებეკი (5. კაპრარი)
გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 8-7; ჯარიმა: 20-21; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 14-11 (8-7); ბურთის ფლობა: 60%-40%; მაყურებელი: 35 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ორშაბათი. 28 ნოემბერი
ნაპოლი-სასუოლო 22:00
ინტერი-ფიორენტინა 00:00

ბომბარდირები:
12 ედინ ჯეკო (რომა)
10 ანდრეა ბელოტი (ტორინო)
მაურო იკარდი (ინტერი)
9 ჩირო იმობილე (ტორინო)
8 მოჰამედ სალაჰი (რომა)
7 გონსალო იგუაინი (იუვენტუსი)
ხოსე კალეხონი (ნაპოლი)
ილია ნესტეროვსკი (პალერმო)
იაგო ფალკე (ტორინო)

მომდევნო ტური
2 დეკემბერი:
ნაპოლი-ინტერი;

3 დეკემბერი:
იუვენტუსი-ატალანტა;

4 დეკემბერი:
მილანი-კროტონე, ლაციო-რომა, პესკარა-კალიარი, სამპდორია-ტორინო, სასუოლო-ემპოლი, ფიორენტინა-პალერმო;

5 დეკემბერი:
კიევო-ჯენოა, უდინეზე-ბოლონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული