ფრანჩესკო ტოტი: რატომ უნდა დავასრულო კარიერა?

AutoSharing Option
"რომას" მესვეურები ფრანჩესკო ტოტის კარიერის დასრულებას და კლუბის ადმინისტრაციაში გადაბარგებას ჯერ კიდევ გასული სეზონის ბოლოს სთავაზობდნენ, თუმცა მაშინ კაპიტანმა თავისი გაიტანა, გუნდთან კიდევ 1-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და იქვე დასძინა, რომ ეს მისი ბოლო სეზონი იქნებოდა "რომას" შემადგენლობაში.

თუმცა, ტოტიმ არ გამორიცხა კარიერის გაგრძელება და თუნდაც ამერიკაში გადაბარგება, სადაც არაერთი ვეტერანი ევროპელი ასპარეზობს. ტოტის ბოლო განცხადებიდან ნათლად ჩანს, რომ ის არ აპირებს კარიერის დასრულებას და აშკარაა, რომ 40 წლის ვეტერანი ამ სიტყვებს "რომას" მესვეურთა გასაგონადაც ამბობს:

"ჩემთვის ასაკს არავითარი მნიშვნელობა არ
აქვს. მთავარია, მე თვითონ როგორ ვგრძნობ თავს და შემიძლია თუ არა ფეხბურთის თამაში. კარგ ფორმაში ვარ, შემიძლია მთელი 90 წუთი ვითამაშო და გუნდს დიდი სარგებელი მოვუტანო. შესაბამისად, კარიერის დასრულებაზე საერთოდ არ ვფიქრობ.

რატომ უნდა შევეშვა თამაშს, როდესაც შემიძლია და ეს საქმე კიდევ მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას? - ჩემი სურვილია, რომ კარიერის ბოლომდე "რომაში" დავრჩე, თუმცა ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული