მარჩელო ლიპი: "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია

AutoSharing Option
ჩინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ სერია A-ს მიმდინარე გათამაშება და იტალიური გუნდების ევროტურნირებზე ასპარეზობა შეაფასა. მაესტრომ ვრცლად ისაუბრა "იუვენტუსზე", სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა.

იუვენტუსი
"იუვენტუსი" სერია A-ს სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საგზურიც უკვე მოიპოვა. მიუხედავად ამისა, გუნდის თამაშში არის ხარვეზები, რომელიც თვალშისაცემია. ჩემპიონატის დაწყებიდან მხოლოდ 14 ტურია გასული, "იუვეს" კი უკვე 3 წაგება აქვს. ვფიქრობ, პრობლემების სათავე ხშირი როტაციაა, რომელსაც მასიმილიანო ალეგრი მიმართავს. განსაკუთრებით ეს ნახევარდაცვაზე ითქმის, სადაც მუდმივად იცვლებიან ფეხბურთელები, ეს კი გუნდის შეთამაშებას
უშლის ხელს. თუ "იუვენტუსს" ყველა ფრონტზე წარმატების მიღწევა სურს, უნდა მოუმატოს და ალეგრიმ ეს ჩემზე უკეთ იცის.

იუვეს კონკურენტები
მაურიოციო სარის არ გაუმართლა, რადგან სეზონის წინ გონსალო იგუაინი დაკარგა, შემდეგ კი არკადიუშ მილიკმა ტრავმა მიიღო. "ნაპოლი" კარგად თამაშობს, თუმცა არ ჩანს შედეგი და ეს იმის ბრალია, რომ გუნდს გამტანი ფეხბურთელი არ ჰყავს. ზამთარში ნეაპოლელებმა აუცილებლად უნდა დაიმატონ ცნტრფორვარდი, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს.

"რომას" თავდაჯერებულობა აკლია და ეს უკვე წლებია გრძელდება. ლუჩანო სპალეტის გუნდს შეუძლია ნებისმიერი მეტოქის დამარცხება და ამავდროულად, ნებისმიერთან წაგება, ასე კი სკუდეტოსთვის რეალური ბრძოლა შეუძლებელია. "მილანი"? - ვინჩენცო მონტელას გუნდი პროგრესურებს, რაც ძალიან კარგია, მაგრამ მიმდინარე სეზონში, პროგრამა მაქსიმუმი ალბათ ჩემპიონთა ლიგის საგზურია.

ევროარენა
"იუვენტუსს" აქვს იმის რესურსი, რომ ჩენპიონთა ლიგა მოიგოს და ჩვენ ამას ველოდებით კიდეც. გულშემატკივარი ითხოვს ტურინული გრანდისგან ევროპულ გამარჯვებას. "იუვენტუსი" ყველაზე საჭირო დროს უნდა შევიდეს ფორმის პიკში და ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერ მეტოქეს დაამარცხებს. "ნაპოლიმ" გაირთულა საქმე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გავა მერვედფინალში.

თუმცა, ნეაპოლელებს შემადგენლობის გაძლიერება მართებთ და ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ამის საშუალებას იძლევა. ევროპალიგაზე "ინტერს" ბევრის მიღწევა შეეძლო, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა, რის გამოც გუნდი სამართლიანად გააკრიტიკეს. "რომამ" და "ფიორენტინამ" ბოლომდე უნდა იბრძოლონ, რადგან ამ გუნდებს შეუძლიათ წარმატების მიღწევა. კარგი იქნება, თუ ფრანჩესკო ტოტი ევროტურნირს მოიგებს და იმედია, ეს ასეც მოხდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული