სერია A. XV ტური: "ნაპოლიმ" "ინტერი" და მისი მწვრთნელი გააწბილა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 დეკემბერს, იტალიის სერია A-ში მე-15 ტურის სასტარტო დაპირისპირება გაიმართა, რომელშიც "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე მილანის "ინტერს" უმასპინძლა და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა - 3:0.

ნეაპოლელები უკვე მეხუთე წუთისთვის ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ. ანგარიში პიოტრ ზელინსკიმ (2) გახსნა, შემდეგ კი მისივე პასით მარეკ ჰამშიკმა (5) გაიტანა. საბოლოო ანგარიში 51-ე წუთზე ლორენცო ინსინიემ დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ეს სტეფანო პიოლისთვის "ნერაძურის" თავკაცის პოსტზე პირველი წაგებაა სერია A-ში. "ნაპოლი" კი ამ მოგებით სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე აღზევდა 28 ქულით. "ინტერი" 21 ქულით მერვეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული