* ფელიპე ანდერსონმა 7 საგოლე პასი გააკეთა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია სერია A-ში.
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მე-16 ტურში ორი მატჩი უნდა გამოვარჩიოთ: ტურინული დერბი და "რომა"-"მილანის" დაპირისპირება. რომაული ჯახი დღეს შედგება და ამიტომ მიმოხილვაში ტურინულ გარჩევაზე გავამახვილებთ ყურადღებას, თუმცა იქამდე, "ნაპოლის" დამაჯერებელ გამარჯვებაზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა.
"ნაპოლიმ" სარდინიაზე გაილაღა
"კალიარი" სახლის გუნდია და 6 მოგებული მატჩიდან ხუთი საკუთარ კედლებში აქვს გამართული. სარდინიელები "ნაპოლისაც" დიდ ბრძოლას ჰპირდებოდნენ, მაგრამ მათი მუქარა ამაო გამოდგა - მაურიციო სლოვაკი ყველგან იყო, სადაც გუნდს სჭირდებოდა და კოლოსალური სამუშაო შეასრულა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰამშიკი დღევანდელი "ნაპოლის" მთავარი სახე და უდავო ლიდერია. რაც შეეხება მერტენსს, ჰეთ თრიკი შეასრულა და ბუნებრივია, რომ ლომის წილი დაიდო ნეაპოლელთა გამარჯვებაში. ბელგიელი ცენტრფორვარდის პოზიციაზე ირჯებოდა და მისთვის შედარებით უცხო როლს თავი ბრწყინვალედ გაართვა - შეგახსენებთ, რომ მერტენსი გარემარბია და ფლანგიდან უყვარს თამაში...
"ნაპოლიმ" სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა. თუ ასე გააგრძელა მაურიციო სარის გუნდმა, ჩემპიონთა ლიგის ზონაშიც შევა და შესაძლოა, კიდევ უფრო მეტსაც დაუმიზნოს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ "ნაპოლის" არასტაბილურობა ახასიათებს...
მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა თავკაცმა მაურიციო სარიმ მოკლე კომენტარი გააკეთა: "ეს იყო ჩვენი საუკეთესო თამაში, რომელშიც მეტოქეს შანსი არ დავუტოვეთ. მაშინაც ვუტევდით, როდესაც სამი ბურთის სხვაობით ვიგებდით, რისთვის ფეხბურთელებს ქება ეკუთვნით. გუნდი ოპტიმალურ ფორმაში შედის, რაც განვლილმა მატჩმა ნათლად გვიჩვენა".
"ლაციოს" რეაბილიტაცია
რომაულ დერბიში განცდილი მარცხის შემდეგ "ლაციო" გენუაში ჩავიდა და "სამპდორია" დაამარცხა. პირველ ტაიმში რომაელებმა ორჯერ დაამწუხრეს მეტოქე და სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. მატჩის მე-40 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით ბურთი ბადეში მილინკოვიჩ-სავიჩმა გაახვია. მეორე გოლი ოთხ წუთში გავიდა, როდესაც ასევე მარჯვენა ფრთიდან განვითარებული იერიში ზუსტი დარტყმით მარკო პაროლომ დააგვირგვინა. "სამპოდორიამ" ერთი ბურთი მატჩის მიწურულს გაქვითა, როდესაც შორი მანძილიდან პატრიკ შჩიკმა უწია მიზანს, თუმცა მეტის გაკეთება მასპინძლებმა ვერ შეძლეს.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მომენტები ორივე კართან დაახლოებით თანაბარი რაოდენობით შეიქმნა, თუმცა უკეთ მიზანი რომაელებმა გაისწორეს და უმნიშვნელოვანესი ქულები ჩაიწერეს აქტივში. მატჩის შემდეგ "ლაციოს" მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ შემდეგი განაცხადა:
"რომაულ დერბიში განცდილი მარცხის შემდეგ უმნიშვნელოვნესი იყო მოგება და გულშემატკივართა თვალში რეაბილიტირება. გამოჩნდა, რომ ფეხბურთელებმა უკვე დაივიწყეს მწარე მარცხი, სწორი დასკვნები გააკეთეს და დღეს გაცილებით უკეთ ითამაშეს. მეტი შეგვიძლია და კიდევ უნდა მოვუმატოთ".
"იუვემ" "ტორო" გატეხა
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ტურინული დერბი, რომელიც "ტორინოსთვის" შესანიშნავად დაიწყო, თუმცა "იუვენტუსის" გამარჯვებით დასრულდა.მატჩის მე-16 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც "ტორინომ" მარჯვენა ფრთიდან განავითარა შეტევა, ჩაწოდებას კი ანდრეა ბელოტის ზუსტი თავური მოჰყვა, 1:0.
"იუვენტუსმა" ანგარიში ტაიმის შუაწელს გაათანაბრა, როდესაც ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ გონსალო იგუაინი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ბურთი ბადეში გაახვია, 1:1. თამაში ორმხრივ იერიშებში გაგრძელდა და მომენტები ორივე კართან იქმნებოდა, თუმცა სათამაშო უპირატესობას მაინც სტუმრები ფლობდნენ. შედეგად, მატჩის დასკვნით 10 წუთში მათ ორი გოლი შეაგდეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. იგუაინის მეორე გოლი ეფექტური გამოდგა - არგენტინელმა ფორვარდმა ბრძოლაში ჩამოიღო ბურთი, მეტოქეს ფიზიკურად აჯობა და უძლიერესი დარტყმით ჯო ჰარტს შანსი არ დაუტოვა. მესამე გოლი მირალემ პიანიჩის ანგარიშზეა, რომელიც შეცვლაზე ჩაერთო თამაშში - ბოსნიელმა "იუვეს" გრძელი იერიში დააგვირგვინა, რომელიც პაულო დიბალამ წამოიწყო და განავითარა. დიახ, დიბალამ ტრავმა მოიშუშა და პიანიჩის მსგავსად, ისიც შეცვლაზე ჩაერთო თამაშში.
ერთი სიტყვით, "იუვენტუსმა" უპრინციპულესი მეტოქე დაამარცხა, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები სატურნირო ცხრილში. მასიმილიანო ალეგრის გუნდი ლიდერია და პოზიციის დათმობას არ აპირებს. "ტორინო" კარგ, პერიოდულად კი ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობს, თუმცა გუნდს სტაბილურობა აკლია და შესაბამისად, ლიდერებს შედარებით ჩამორჩა.
XVI ტური
კროტონე-პესკარა 2:1
გოლები: 1:0 პალადინო (24-პენ.), 1:1 კამპანიარო (81), 2:1 ფერარი (83)
კროტონე (4-4-2): კორდაცი - სამპირიზი, ჩეკერინი, ფერარი, მარტელა - როდენი, კაპეცი, ბარბერისი, პალადინო (86. სალძანო) - ფალჩინელი (87. ნვანკვო), ტროტა (61. სტოიანი)
პესკარა (4-3-2-1): ბიძარი - ძამპანო, გომბერი, კამპანიარო, კრეშენცი - მემუშა (65. პეტინარი), ბრუგმანი, ვერე (53. მანია) - ბენალი, პეპე (16. აკვილანი) - კაპრარი
გაძევება: კაპეცი (80) - აკვილანი (73)
გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 2-4; ჯარიმა: 15-18; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 7-4 (4-3); ბურთის ფლობა: 35%-65%; მაყურებელი: 4 000
სამპდორია-ლაციო 1:2
გოლები: 0:1 სავიჩი (40), 0:2 პაროლო (44), 1:2 შჩიკი (89)
სამპდორია (4-3-1-2): პუჯონი - პერეირა, სილვესტრი, შკრინიარი, რეჯინი - ბარეტო (56. შჩიკი), ტორეირა, ლინეტი (76. ჯურიჩიჩი) - ფერნანდესი (46. პრაეტი) - მურიელი, კვალიარელა
ლაციო (4-3-3): მარკეტი (56. სტრაკოშა) - ბასტა, ვოლასი, დე ვრი, რადუ - ბილია (65. კეიტა), პაროლო, სავიჩი - ანდერსონი (87. ლუკაკუ), ლულიჩი, იმობილე
გაფრთხილება: 2-4; კუთხური: 2-5; ჯარიმა: 7-15; თამაშგარე: 2-7; კარში დარტყმა: 9-11 (5-8); ბურთის ფლობა: 58%-42%; მაყურებელი: 22 000
კალიარი-ნაპოლი 0:5
გოლები: 0:1 მერტენსი (34), 0:2 ჰამშიკი (45), 0:3 ზელინსკი (51), 0:4 მერტენსი (69), 0:5 მერტენსი (72)
კალიარი (4-3-1-2): სტორარი - ისლა, ჩეპიტელი, ალვეში, პიზაკანე - დესენა (79. კაპუანო), პანაიოტისი (54. ფარიასი), პადოინი - ბარელა - საუ, ბორიელო (70. მელკიორი)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, კირიკეში, კულიბალი (42. ალბიოლი), სტრინიჩი - ზელინსკი (70. როგი), ჟორჟინიო, ჰამშიკი - კალეხონი, ინსინიე, მერტენსი (75. ჯაკერინი)
გაფრთხილება: 4-3; კუთხური: 2-10; ჯარიმა: 17-10; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 5-20 (3-10); ბურთის ფლობა: 32%-68%; მაყურებელი: 15 000
ბოლონია-ემპოლი 0:0
ბოლონია (4-3-3): მირანტე - ტოროსიდისი, გასტალდელო, მაიეტა, მაზინა (52. კრაფტი) - ნაგი, ვივიანი, ჯემაილი - კრეიჩი (82. ოკვონკვო), მუნიერი (70. დი ფრანჩესკო), დესტრო
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი (51. კოშიჩი), ბელუში, კოსტა, პასკუალი - კრუნიჩი, ელ ჰაჯი, კროჩე (77. ბუჩელი) - საპონარა - მჭედლიძე, მაკარონე (56. ჯილარდინო)
გაფრთხილება: 2-4; კუთხური: 7-2; ჯარიმა: 13-16; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 13-2 (3-2); ბურთის ფლობა: 54%-46%; მაყურებელი: 20 000
პალერმო-კიევო 0:2
გოლები: 0:1 ბირსა (14), 0:2 პელისიერი (49)
პალერმო (3-5-1-1): პოსავეცი - ციონეკი, გოლდანიგა (56. ენრიკე), ანდელკოვიჩი - რისპოლი, ჰილემარკი (69. შალაი), მატო, ჩოჩევი (81. დიამანტი), ალესაამი - კუაიზონი - ნესტეროვსკი
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ფრეი, გამბერინი, დაინელი, გობი - კასტრო (70. იძო), რადოვანოვიჩი, დე გუზმანი - ბირსა - მეჯორინი (75. რიგონი), პელისიერი (85. ინგლეზე)
გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 8-3; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 0-7; კარში დარტყმა: 13-8 (3-4); ბურთის ფლობა: 61%-39%; მაყურებელი: 18 000
ტორინო-იუვენტუსი 1:3
გოლები: 1:0 ბელოტი (16), 1:1 იგუაინი (28), 1:2 იგუაინი (82), 1:3 პიანიჩი (90)
ტორინო (4-3-3): ჰარტი - ძაპაკოსტა, კასტანი, როსეტინი, ბარეკა - ბენასი (81. ბოიე), ვალდიფიორი, ბაზელი (81. ასკუა) - ლიაიჩი, იაგო (82. მარტინესი), ბელოტი
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - ლიხტშტაინერი, რუგანი, კიელინი,, სანდრო - ხედირა, მარკიზიო, სტურარო (67. ლემინა) - კუადრადო (81. პიანიჩი), იგუაინი, მანჯუკიჩი (71. დიბალა)
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 4-3; ჯარიმა: 23-19; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 7-17 (2-8); ბურთის ფლობა: 52%-48%; მაყურებელი: 28 000
ატალანტა-უდინეზე 1:3
გოლები: 0:1 საპატა (45), 1:1 კურტიჩი (47), 1:2 ფოფანა (72), 1:3 ტერო (87)
ატალანტა (3-4-1-2): სპორტიელო - ტოლოი, კალდარა, მაზიელო - კონტი (79. დრამე), კესეი, გალიარდინი, სპინაცოლა (80. პესიჩი) - კურტიჩი (77. ფრეულერი) - გომესი, პეტანია
უდინეზე (4-3-3): კარნეზისი - ვადმერი, დანილო, ფელიპე, სამირი - ფოფანა, კუმსი (83. იანკტო), ალფრედსონი (52. პერიცა) - ბადუ, ტერო, საპატა (65. მატოსი)
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 11-2; ჯარიმა: 8-11; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 15-5 (9-3); ბურთის ფლობა: 69%-31%; მაყურებელი: 24 000
ინტერი-ჯენოა 2:0
გოლები: 1:0 ბროზოვიჩი (38), 2:0 ბროზოვიჩი (69)
ინტერი (3-4-3): ჰანდანოვიჩი - დ'ამბროზიო, მირანდა, მურილიო - კანდრევა, ბროზოვიჩი, ჟოაო მარიო (88. ბანეგა), ნაგატომო - ედერი (46. ფ. მელო), იკარდი, პალასიო (57. პერიშიჩი)
ჯენოა (3-4-1-2): პერინი - იცო, ბურდისო, მუნიოსი - ლაზოვიჩი, რინკონი, ველოზო, ლექსალტი (85. ედენილსონი) - რიგონი (79. პანდევი) - ოკამპოსი (57. ნინკოვიჩი), სიმეონე
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 5-5; ჯარიმა: 13-18; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 13-11 (3-4); ბურთის ფლობა: 51%-49%; მაყურებელი: 55 000
12 დეკემბერი
ფიორენტინა-სასუოლო 22:00
რომა-მილანი 00:00
ბომბარდირები:
12 მაურო იკარდი (ინტერი)
ედინ ჯეკო (რომა)
11 ანდრეა ბელოტი (ტორინო)
9 ჩირო იმობილე (ტორინო)
გონსალო იგუაინი (იუვენტუსი)
8 მოჰამედ სალაჰი (რომა)
გამოტოვებული მატჩი
15 დეკემბერი:
ჯენოა-ფიორენტინა.
მომდევნო ტური
17 დეკემბერი:
ემპოლი-კალიარი, მილანი-ატალანტა, იუვენტუსი-რომა;
18 დეკემბერი:
სასუოლო-ინტერი, კიევო-სამპდორია, ნაპოლი-ტორინო, პესკარა-ბოლონია, უდინეზე-კროტონე, ჯენოა-პალერმო, ლაციო-ფიორენტინა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"