სერია A. XVIII ტური: იტალია ტოსკანური და რომაული თრილერებით დაგვემშვიდობა [VIDEO]

AutoSharing Option
* იტალიის ჩემპიონატი 2017 წლის 7 იანვარს განახლდება.
* ორი მატჩი "მილანისა" და "იუვენტუსის" მონაწილეობით სუპერთასის გამო თებერვალში გაიმართება.
* "რომას" ფორვარდმა ედინ ჯეკომ ჩემპიონატში მე-13 გოლი გაიტანა.
* ანდრეა ბელოტიმ კარიერაში პირველად გაიტანა ზედიზე სამ ტურში.
* სერია A-ში დებიუტი ჰქონდა "ჯენოას" ფორვარდ პიეტრო პელეგრის - ის 15 წლის და 280 დღისაა, ეს ამადეო ამადეის რეკორდის გამეორებაა.
* ლორენცო ინსინიემ (ნაპოლი) ბოლო 6 ტურში 6 გოლში მიიღო მონაწილეობა ხოლო დრის მერტენსმა (ნაპოლი) ბოლო 4 ტურში 8 გოლი გაიტანა.

წუხელ
იტალიის ჩემპიონატი 2017 წლამდე დაგვემშვიდობა. აპენინებზე 6 შეხვედრა გაიმართა და ამით არასრული მე-18 ტური (ორი მატჩი სუპერთასის გამო მოგვიანებით გაიმართება) დასრულდა.

მეორეადგილოსანმა "რომამ" "კიევოს" 3:1 მოუგო, თუმცა თავიდან აგებდა. 37-ე წუთზე ჯონათან დე გუზმანმა "ოლიმპიკო" დაადუმა და ვერონელები წინ გაიყვანა.

თუმცა სტუმართა სიხარული ნაადრევი გამოდგა, რადგან ჯერ კიდევ პირველ ტაიმში "რომამ" გაათანაბრა - სტეფან ელ შაარავიმ შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა. მეორე ტაიმში მასპინძლებს სამი ქულა ედინ ჯეკომ და დიეგო პეროტიმ (პენალტით) მოუტანეს. აღსანიშნავია, რომ ბოსნიელმა ფორვარდმა "იუვენტუსთან" საშინელი თამაშის შემდეგ "რომას" ფანების თვალში რეაბილიტაცია შეძლო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტურის ცენტრალური მატჩი ფლორენციაში გაიმართა, სადაც მესამეადგილოსანი "ნაპოლი" ბოლოს გადაურჩა მარცხს. ტოსკანაში მაყურებელმა 6-გოლიანი თრილერი იხილა, რომელიც 3:3 დასრულდა. აქედან მხოლოდ ერთი გოლი გავიდა პირველ ტაიმში, ანგარიში ლორენცო ინსინიემ გახსნა.

მეორე ტაიმის დასაწყისში "იებმა" ფედერიკო ბერნარდესკის გოლის წყალობით შეძლეს გათანაბრება. მასპინძლებმა ხეირიანად გახარებაც კი ვერ მოასწრეს, რომ "ნაპოლი" ისევ წინ გავიდა - ჩინებულ ფორმაში მყოფმა დრის მერტენსმა გაიტანა. ბერნარდესკის პასუხიც მყისიერი იყო - 2:2. 82-ე წუთზე "ფიორენტინა" წინ მაურისიო სარატემ გაიყვანა და ის იყო "იების" ტიფოზებმა ირწმუნეს მათი გუნდის გამარჯვება, რომ მაურიციო სარის "ნაპოლის" ქულა მანოლო გაბიადინიმ გადაურჩინა, რომელმაც კომპენსირებულ წუთზე პენალტით იხეირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სხვა მატჩებიდან "ტორინოს" გამარჯვებას აღვნიშნავთ "ჯენოაზე" - 1:0. ვინ თუ არა ბელოტი - ამ შემთხვევაშიც, "ტოროს" რიგებში ანდრეა ბელოტიმ იყოჩაღა.

კალიარი-სასუოლო 4:3
გოლები: 1:0 საუ (14), 1:1 აჯაპონგი (29), 1:2 პელეგრინი (33), 1:3 აჩერბი (58-პენ.), 2:3 ბორიელო (62), 3:3 ფარიასი (73), 4:3 ფარიასი (75)
კალიარი (4-3-1-2): რაფაელი - პიზაკანე (66. ჟოაო პედრო), სალამონი, ალვეში, კაპუანო - დესენა (40. ბორიელო), პადოინი, დი ჯენარო - ბარელა - საუ (74. ჯანეტი), ფარიასი
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ლიროლა (81. მატრი), აჩერბი, ანტეი, პელუზო - პელეგრინი, მაციტელი (81. რიჩი), სენსი - რაგუზა, აჯაპონგი (65 ტერანოვა), დეფრელი
გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 5-4; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 11-6 (9-3); ბურთის ფლობა: 59%-41%; მაყურებელი: 15 000

ფიორენტინა-ნაპოლი 3:3
გოლები: 0:1 ინსინიე (24), 1:1 ბერნარდესკი (51), 1:2 მერტენსი (68), 2:2 ბერნარდესკი (69), 3:2 სარატე (82), 3:3 გაბიადინი (90-პენ.)
ფიორენტინა (4-2-3-1): ტატარუშანუ - სალსედო, ტომოვიჩი, ასტორი, ოლივერა - ვესინო, ბადელი (73. სანჩესი) - ბერნარდესკი, კრისტოფორო (73. სარატე), კიეზა (87. დიკსი) - კალინიჩი
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, კირიკეში (43. მაკსიმოვიჩი), ალბიოლი, გულამი - ზელინსკი (70. ალანი), დიავარა (86. გაბიადინი), ჰამშიკი - კალეხონი, ინსინიე, მერტენსი
გაფრთხილება: 5-3; კუთხური: 3-2; ჯარიმა: 14-7; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 9-7 (5-6); ბურთის ფლობა: 48%-52%; მაყურებელი: 28 000

რომა-კიევო 3:1
გოლები: 0:1 დე გუზმანი (37), 1:1 ელ შაარავი (45), 2:1 ჯეკო (52), 3:1 პეროტი (90-პენ.)
რომა (3-4-3): სჩესნი - რუდიგერი, ფაციო, ვერმაელენი - პერესი, ნაინგოლანი, სტროტმანი, ემერსონი - ელ შაარავი (82. პეროტი), სალაჰი, ჯეკო (90. იტურბე)
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ისკო (41. კოსტა), გამბერინი, დაინელი, ფრეი - რუგანი, რადოვანოვიჩი, დე გუზმანი - ბირსა (59. ბასტიენი) - მეჯორინი, ინგლეზე (75. პელისიერი)
გაფრთხილება: 0-2; კუთხური: 9-1; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 25-4 (12-2); ბურთის ფლობა: 65%-35%; მაყურებელი: 40 000

სამპდორია-უდინეზე 0:0
სამპდორია (4-3-1-2): პუჯონი - სალა (87. პერეირა), სილვესტრი, შკრინიარი, რეჯინი - ბარეტო, ტორეირა, ლინეტი - ფერნანდესი (46. შჩიკი) - მურიელი (73. პრაეტი), კვალიარელა
უდინეზე (4-3-3): კარნეზისი - ფარაონი, დანილო, ფელიპე, სამირი - ფოფანა, ბადუ, ალფრედსონი (13. კუმსი) - დე პაული (65. მატოსი), ტერო (89. ევანგელისტა), საპატა
გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 6-2; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 9-5 (5-4); ბურთის ფლობა: 58%-42%; მაყურებელი: 20 000

ტორინო-ჯენოა 1:0
გოლი: 1:0 ბელოტი (49)
ტორინო (4-3-3): ჰარტი - ძაპაკოსტა, როსეტინი, ლარონდო, ბარეკა - ბენასი (84. ასკუა), ვალდიფიორი, ობი (74. ბაზელი) - იაგო (90. ბოიე), ლიაიჩი, ბელოტი
ჯენოა (3-4-2-1): ლამანა - იძო, ბურდისო, მუნიოსი - ლაზოვიჩი, რინკონი (88. პელეგრი), კოფიე, ლაქსალტი - ოკამპოსი (56. გაპკე), ნინკოვიჩი (74. პანდევი) - სიმეონე
გაფრთხილება: 2-4; კუთხური: 5-13; ჯარიმა: 18-16; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 7-13 (5-6); ბურთის ფლობა: 50%-50%; მაყურებელი: 20 000

პალერმო-პესკარა 1:1
გოლები: 1:0 კუაიზონი (33), 1:1 ბურაგი (90-პენ.)
პალერმო (3-4-2-1): პოსავეცი - ციონეკი, გოლდანიგა, გონსალესი - რისპოლი, გაცი, მატო (78. ჩოჩევი), ალესაამი - დიამანტი (61. ენრიკე), კუაიზონი (83. ტრაიკოვსკი) - ნესტეროვსკი
პესკარა (3-5-2): ბიძარი - ფორნაზიერი, გომბერი (78. ზუპარიჩი), კამპანიარო (76. კრისტანტე) - ძამპანო, ბრუნო (67. ბრუგმანი), ბირაგი, მემუშა, ბენალი - კაპრარი, პეტინარი
გაფრთხილება: 4-5; კუთხური: 1-8; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 5-13 (3-2); ბურთის ფლობა: 46%-54%; მაყურებელი: 18 000

ბომბარდირები:
14 მაურო იკარდი (ინტერი)
13 ანდრეა ბელოტი (ტორინო)
ედინ ჯეკო (რომა)
11 დრის მერტენსი (ნაპოლი)
10 გონსალო იგუაინი (იუვენტუსი)
9 ჩირო იმობილე (ლაციო)
ფედერიკო ბერნარდესკი (ფიორენტინა)
8 მოჰამედ სალაჰი (რომა)
იაგო ფალკე (ტორინო)
ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა)
სირილ ტერო (კიევო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული