"იუვენტუსი" მზადაა ჯანლუიჯი დონარუმას სანაცვლოდ "მილანს" 40 მლნ ევრო გადაუხადოს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსი" მზადაა, "მილანს" მომხიბვლელი წინადადებით მიმართოს მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას შესაძენად.

"ბებერი ქალბატონი" მზადაა, 17 წლის მეკარეში მილანელებს 40 მლნ ევრო გადაუხადოს, თავად დონარუმას კი ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმოს, სადაც წლიურ ხელფასად 10 მლნ ევრო იქნება გათვალისწინებული. ამის შესახებ Сalciomercato იუწყება.

თავის მხრივ "მილანს" არ სურს თავისი ტალანტის კონკურენტისთვის დათმობა და მზადაა დონარუმას თებერვალში კონტრაქტის გაგრძელება კარგი პირობებით შესთავაზოს. ამ დროისთვის ჯანლუიჯი უკვე 18 წლის იქნება და ხანგძლივი შეთანხმების გაფორმება შეეძლება.

ამჟამინდელი კონტრაქტით დონარუმა სეზონში გასამრჯელოდ 200 ათას ევროს იღებს, "მილანის"
ხელმძღვანელობას კი მისი 3,5 მლნ ევრომდე გაზრდა აქვს განზრახული.
მკითხველის კომენტარები / 3 /
დონარუმა ძალიან კარგი მეკარე იმიტომ არის, რომ ჯერ მხოლოდ 17 წლისაა, თორე სინამდვილეში კიდევ ბევრი აქვს სასწავლი. ასე, რომ მარტო იმიტომ ღირს იუვენტუსში გადასვლა, რომ ბუფონის გუნდელი იქნება... გაცილებით მეტს ისწავლის მისგან ვიდრე სხვა ნებისმიერი მწვრთნელისგან.
ვატო
19:33 10-01-2017
0
ბებერო სინიორა მილანს აწაპნეთ ეს უნიჭიერესი მეკარე, რომელსაც არ აფასებს და მიზერულზე მიზერულ ხელფასს უხდის
თემო
07:29 09-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული