სერია A. XIX ტური: გოლები ბოლო წუთებზე [VIDEO]

AutoSharing Option
* ტურინის "იუვენტუსმა" სერია A-ს რეკორდი დაამყარა - ზედიზედ 26 საშინაო მატჩი მოიგო.
* "ჯენოას" გოლკიპერი მატია პერინი ფეხბურთს დიდი ხნით გამოაკლდა, მას მუხლის ჯვარედინი იოგების ტრავმა დაუდგინდა.
* პაულო დიბალამ სერია A-ში ყველა (11) პენალტი გაიტანა.
* კარლოს ბაკამ 594-წუთიანი მშრალი სერიის მერე გაიტანა.

სერია A-ს მე-19 ტურში გრანდთა ჯახები არ გვიხილავს, თუმცა არაერთი საინტერესო მატჩი გაიმართა. 2017 წელი "ემპოლი"-"პალერმოს" მატჩით გაიხსნა, რომელშიც ლევან მჭედლიძის გუნდმა იმარჯვა და კიდევ უფრო გამოკვეთა ის სამეული, რომელიც სავარაუდოდ ელიტარულ ლიგას დატოვებს; ლიდერთა
მატჩებზე კი ქვემოთ...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მოგება ბოლო წამებზე
"ნაპოლიმ" "სამპდორიას" უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში სძლია მეტოქეს. მთელი მატჩის განმავლობაში, უპირატესობას ნეაპოლელები ფლობდნენ, თუმცა გამარჯვება ბოლო წამებზე გატანილი გოლის წყალობით მოიპოვეს. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, როდესაც მარჯვენა ფრთიდან განვითარებულ იერიშს ელსეიდ ჰიუსაის ავტოგოლი მოჰყვა. პირველი ტაიმი ასეც ჩამთავრდა და ეს, მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებს არაერთი საგოლე შანსი ჰქონდათ...

მეორე ნახევარიც პირველის მსგავსად დაიწყო - მასპინძლები გააფთრებით უტევდნენ, მატჩის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე კი რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვეს: მატიას სილვესტრიმ ორი ყვითელი ბარათი მიიღო და დატოვა მოედანი. მაურიციო სარიმ თამაშიდან საყრდენი ნახევარმცველი ჟორჟინიო მოხსნა და მის ნაცვლად, ბრძოლაში შემტევი მანოლო გაბიადინი ჩართო.

სამხრეთელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა, 77-ე წუთზე კი გაბიადინიმ მრავალსვლიანი კომბინაცია დააგვირგვინა და ანგარიში გაათანაბრა. მასპინძლები გამარჯვების გოლის გასატანად დიდი ძალებით წავიდნენ წინ და მიზანს მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე მიაღწიეს - საგულისხმოა, რომ გოლი მცველებმა გამოჭედეს: მარცხენა ფრთიდან, მეტოქის საჯარიმოში ივან სტრინიჩი შეიჭრა, ზუსტი პასით ლორენცო ტონელი მოძებნა და ამ უკანასკნელმა ძლიერი დარტყმით ბურთი ბადეში გაახვია - 2:1.

მატჩის შემდეგ მსაჯობით იყო უკმაყოფილო "სამპდორიას" პრეზიდენტი მასიმო ფერერო და ეს არც მედიასთან დაუმალავს: "მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ფეხბურთელებს, რომლებმაც ბრწყინვალედ ითამაშეს და მოგებას იმსახურებდნენ. "ნაპოლის" სამი ქულა მხოლოდ მსაჯის არასწორი გადაწყვეტილებების დამსახურებაა. რისთვის გააგდეს სილვესტრი? - ის ხომ საერთოდ არ შეხებია რეინას. საერთოდ, რას მიკეთებენ კარს უკან მყოფი მსაჯები? - ან რისთვის დაამატა არბიტრმა 5 წუთი, რომლის ბოლო წამებზეც გავუშვით გოლი. ლაინსმენმა 8 თამაშგარეზე დახუჭა თვალი მასპინძელთა სასარგებლოდ და ეჭვი მაქვს, რომ ხელი ჰქონდა მოტეხილი. მოკლედ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ამ მოგებას კი მეტოქე არბიტრებს უნდა უმადლოდეს".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ინტერი" ბრუნდება
"ინტერმა" ბოლო 6 მატჩში 5 მოიგო და ლიდერებს მიუახლოვდა. თუ ასე გააგრძელეს მილანელებმა, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ჩაებმებიან. ქებათა ქება სტეფანო პიოლის, რომლის ხელშიც გუნდი აშკარად პროგრესირებს. მოკლედ, "ინტერის" მესვეურები და კერძოდ, კლუბის მენეჯმენტის იტალიურ-არგენტინული ნაწილი აბსოლუტურად სწორი იყო, როდესაც უცხოელ მწვრთნელზე უარს ამბობდა და აქცენტს იტალიელ სპეციალისტზე აკეთებდა. ჯერჯერობით, პიოლი აშკარად ამართლებს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

"უდინეზემ" მალევე გახსნა ანგარიში და საერთოდ, სტარტი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ "ინტერის" მორიგ უსახურ მატჩს ვნახავდით, მაგრამ რეალობა სხვაგვარი გამოდგა - ივან პერიშიჩმა ჯერ პირველი ტაიმის დასასრულს შეაგდო გოლი, შემდეგ კი მატჩის მიწურულსაც გამოირჩა და "ნერაძურის" უმნიშვნელოვანესი ქულები მოუტანა.

მატჩის შემდეგ სტეფანო პიოლიმ შემდეგი განაცხადა: "მნიშვნელოვანი იყო წლის გამარჯვებით დაწყება და საბედნიეროდ, მიზანს მივაღწიეთ. "უდინეზე" საკუთარ კედლებში ტრადიციულად ძლიერია და ამიტომ სირთულეებისთვის მზად ვიყავით. ჩემმა შეგირდებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. ივან პერიშიჩმა ბრწყინვალედ ითამაშა, თუმცა ერთი კონკრეტული ფეხბურთელის გამოყოფა არ იქნება სწორი. ჩემპიონთა ლიგის საგზური? - რატომაც არა".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თითო გოლით
"რომამ" და "ლაციომ" თითო გოლი გაუტანეს მეტოქეებს, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვების მოსაპოვებლად. "ჯალოროსი" "ჯენოას" ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში სძლია მეტოქეს. ერთადერთი გოლი იძომ საკუთარ კარში გაიტანა და "რომას" სახლში სამი ქულა გაატანა. კიდევ ერთი წაფორხილება და ლუჩანო სპალეტის გუნდი სკუდეტოზე ფიქრს ალბათ შეეშვებოდა, მაგრამ დედაქალაქელებმა მოიგეს და მცირე ინტრიგა შენარჩუნებულია. მთლიანობაში, "რომამ" დიდი ვერაფერი ფეხბურთი აჩვენა და თავისუფლად შეიძლებოდა, რომ არათუ ორი ქულა დაეკარგა, სულაც წაეგო ეს მატჩი.

"ლაციომ" "კროტონეს" უმასპინძლა და მოულოდნელად, ძალიან გაუჭირდა. "ბიანკოჩელესტემ" ერთადერთი და გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე გაიტანა. მატჩის გმირი ჩირო იმობილე გახდა, რომელიც "ლაციოს" მთავარი დამრტყმელი ძალაა. სიმონე ინძაგის გუნდი განაგრძობს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას.

"მილანი" ბაკამ იხსნა
ქულების დაკარგვა და "მილანი" მეხუთე ადგილიდან მეშვიდეზე ჩახტებოდა, რასთანაც ვინჩენცო მონტელას გუნდი ძალიან ახლოს იყო. "კალიარიმ" დიდი წინააღმდეგობა გაუწია მეტოქეს, ბოლომდე ანერვიულა, თუმცა ბოლოს მაინც გატყდა და საბედისწერო გოლი გაუშვა. მატჩის გმირი კარლოს ბაკაა, რომელსაც საგოლე პასი შეცვლაზე შესულმა ჯანლუკა ლაპადულამ გაუკეთა. იმ დროისთვის, მატჩის 88-ე წუთი მიმდინარეობდა და "მილანი" ვა-ბანკზე იყო წასული.

ლომბარდიულმა გრანდმა ჰაერივით საჭირო გამარჯვება მოიპოვა და დაკარგული ქულებით, კვლავაც მესამეა ჩემპიონატში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XIX ტური
ემპოლი-პალერმო 1:0
გოლი: 1:0 მაკარონე (78-პენ.)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი, ბელუში, კოშიჩი, პასკუალი - კრუნიჩი, ელ ჰაჯი, კროჩე - საპონარა (65. პუჩარელი) - მჭედლიძე, მარილუნგო (76. მაკარონე)
პალერმო (3-5-2): პოსავეცი - ციონეკი (81. დიამანტი), გოლდანიგა, გონსალესი - რისპოლი, გაცი, მორგანელა (75. ალესაამი), მატო (83. ბალოგი), ენრიკე - კუაიზონი, ნესტეროვსკი
გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 6-2; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 6-8 (4-5); ბურთის ფლობა: 48%-52%; მაყურებელი: 10 000

ნაპოლი-სამპდორია 2:1
გოლები: 0:1 ჰიუსაი (30-საკ. კარში), 1:1 გაბიადინი (77), 2:1 ტონელი (90)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ტონელი, კირიკეში, სტრინიჩი - ალანი (59. ზელინსკი), ჟორჟინიო (72. გაბიადინი), ჰამშიკი - კალეხონი, ინსინიე, მერტენსი
სამპდორია (4-3-1-2): პუჯონი - პერეირა, სილვესტრი, შკრინიარი, რეჯინი - ბარეტო, ტორეირა, პრაეტი (76. ლინეტი) - ალვარესი - შჩიკი (64. დოდო), კვალიარელა (51. მურიელი)
გაძევება: სილვესტრი (61. სამპდორია)
გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 9-3; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 22-7 (10-4); ბურთის ფლობა: 68%-32%; მაყურებელი: 40 000

უდინეზე-ინტერი 1:2
გოლები: 1:0 იანკტო (17), 1:1 პერისიჩი (45), 1:2 პერიშიჩი (87)
უდინეზე (4-3-3): კარნეზისი - ვადმერი, დანილო, ფელიპე, სამირი - ფოფანა, კუმსი (63. ალფრედსონი), იანკტო - დე პაული (72. პერიცა), ტერო (80. მატოსი), საპატა
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მურილიო, მირანდა, ანსალდი - კონდოგბია (83. ედერი), ბროზოვიჩი - კანდრევა, ბანეგა (56. ჟოაო მარიო), პერიშიჩი (90. ანდრეოლი) - იკარდი
გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 3-7; ჯარიმა: 19-12; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 11-8 (3-4); ბურთის ფლობა: 45%-55%; მაყურებელი: 25 000

კიევო-ატალანტა 1:4
გოლები: 0:1 გომესი (4), 0:2 გომესი (23), 0:3 კონტი (42), 1:3 პელისიერი (62), 1:4 ფრეულერი (69)
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ფრეი, გამბერინი, დაინელი, გობი - კასტრო, რადოვანოვიჩი, დე გუზმანი (46. ბასტიენი) - ბირსა (84. კირუნე) - მეჯორინი (46. ფლორო ფლორესი), პელისიერი
ატალანტა (3-4-1-2): ბერიშა - ტოლოი, ზუკანოვიჩი, მაზიელო - კონტი, გრასი (68. კონკო), ფრეულერი, სპინაცოლა - კურტიჩი - გომესი (87. დალესანდრო), პეტუნია (90. პალოსკი)
გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 4-3; ჯარიმა: 18-14; თამაშგარე: 7-2; კარში დარტყმა: 6-13 (2-7); ბურთის ფლობა: 43%-57%; მაყურებელი: 14 000

ჯენოა-რომა 0:1
გოლი: 0:1 იძო (36-საკ. კარში)
ჯენოა (3-4-3): პერინი (9. ლამინა) - იძო, ბურდისო, მუნიოსი - ლაზოვიჩი (78. პინილია), რიგონი, კოფიე, ლაქსალტი - ოკამპოსი, ნინკოვიჩი (62. ედენილსონი), სიმეონე
რომა (3-4-2-1): სჩესნი - რუდიგერი, ჟუანი, ფაციო - პერესი (85. მანოლასი), დე როსი, სტროტმანი, ემერსონი - ნაინგოლანი (88. პარედესი), პეროტი (78. ელ შაარავი) - ჯეკო
გაფრთხილება: 2-4; კუთხური: 2-8; ჯარიმა: 13-13; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 7-13 (4-5); ბურთის ფლობა: 48%-52%; მაყურებელი: 28 000

ლაციო-კროტონე 1:0
გოლი: 1:0 იმობილე (90)
ლაციო (4-3-3): მარკეტი - ბასტა, დე ვრი, ჰოედტი, რადუ - პაროლო, ბილია (82. როსი), სავიჩი - ლომბარდი (77. კიშა), ალბერტო (82. კატალდი), იმობილე
კროტონე (4-4-2): ფესტა - სამპირიზი, ჩეკერინი, ფერარი, მარტელა (90. ნვანკვო) - როდენი, კრიზეტიგი, ბარბერისი, სტოიანი (52. პალადინო) - ფალჩინელი, ტროტა (81. როზი)
გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 14-0; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 16-2 (6-1); ბურთის ფლობა: 64%-36%; მაყურებელი: 30 000

სასუოლო-ტორინო 0:0
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ლიროლა, ლეტშერტი, აჩერბი, პელუზო - აკვილანი, რაგუზა, სენსი - პოლიტანო (72. ბერარდი), რიჩი (78. მატრი), დეფრელი
ტორინო (4-3-3): ჰარტი - ძაპაკოსტა, როსეტინი, მორეტი (84. კასტანი), ბარეკა - ბენასი, ვალდიფიორი, ობი (79. ბაზელი) - იაგო, ლიაიჩი (68. იტურბე), ბელოტი
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 1-8; ჯარიმა: 16-18; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 6-16 (3-2); ბურთის ფლობა: 39%-61%; მაყურებელი: 12 000

მილანი-კალიარი 1:0
გოლი: 1:0 ბაკა (88)
მილანი (4-3-3): დონარუმა - აბატე (27. ანტონელი), პალეტა, რომანიოლი, დე შილიო - პასალიჩი (79. ლაპადულა), ლოკატელი, ბონავენტურა (65. ბერტოლაჩი) -Bნიანგი, სუსო, ბაკა
კალიარი (4-5-1): რაფაელი - პიზაკანე, ჩეპიტელი, ალვეში, კაპუანო - დესენა (90. ჯანეტი), ისლა, დი ჯენარო, ფარიასი (78. პედრო), ბარელა - საუ (73. ბორიელო)
გაძევება: ალვეში (90. კალიარი)
გაფრთხილება: 0-1; კუთხური: 11-3; ჯარიმა: 5-13; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 19-5 (5-1); ბურთის ფლობა: 59%-41%; მაყურებელი: 40 000

იუვენტუსი-ბოლონია 3:0
გოლები: 1:0 იგუაინი (7), 2:0 დიბალა (41-პენ.), 3:0 იგუაინი (54)
იუვენტუსი (4-3-2-1): ნეტო - ლიხტშტაინერი, ბარძალი, კიელინი, ასამოა - ხედირა (81. რინკონი), მარკიზიო, სტურარო - პიანიჩი (70. კუადრადო), დიბალა - იგუაინი (73. მანჯუკიჩი)
ბოლონია (4-3-3): მირანტე - ტოროსიდისი, ოიკონომუ, მაიეტა, მაზინა - დონსა, ვივიანი, ჯემაილი (71. პულგარი) - კრეიჩი (71. რიცო), დი ფრანჩესკო (88. მუნიერი), დესტრო
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 6-2; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 11-5 (4-3); ბურთის ფლობა: 55%-45%; მაყურებელი: 40 000

პესკარა-ფიორენტინა გადაიდო

ბომბარდირები:
14 მაურო იკარდი (ინტერი)
13 ანდრეა ბელოტი (ტორინო)
ედინ ჯეკო (რომა)
12 გონსალო იგუაინი (იუვენტუსი)
11 დრის მერტენსი (ნაპოლი)
10 ჩირო იმობილე (ტორინო)
9 ფედერიკო ბერნარდესკი (ფიორენტინა).

მომდევნო ტური
14 იანვარი:
კროტონე-ბოლონია, ინტერი-კიევო;

15 იანვარი:
კალიარი-ჯენოა, ლაციო-ატალანტა, სამპდორია-ემპოლი, სასუოლო-პალერმო, ნაპოლი-პესკარა, უდინეზე-რომა, ფიორენტინა-იუვენტუსი;

16 იანვარი:
ტორინო-მილანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული