მჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. A, B და H ჯგუფები. V ტურის წინ: რონალდოს ამოცანა

AutoSharing Option
დღეს, 25 მარტს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ევროპულ შესარჩევ ციკლში V ტურის მატჩები კიდევ სამ ჯგუფში გაიმართება.

A ჯგუფი
დიდიე დეშამის საფრანგეთი ლიდერია და ლიდერად დარჩება, რადგან მეტოქე ერთობ სუსტია - ლუქსემბურგის ნაკრები. შესაბამისად, ფრანგთა მწვრთნელმა ამ მატჩისთვის ძირითადად ახალგაზრდები გამოიძახა. 54% 25 წელზე ახალგაზრდაა.

აი, მდევარ ჰოლანდიას კი რთული გასვლა აქვს ბულგარეთში. სტადიონ "ვასილ ლევსკიზე" დანი ბლინდის გუნდს ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვს.

შვედეთის ნაკრები სოლნაში ბელარუსს უმასპინძლობს.

შაბათი. 25 მარტი
შვედეთი-ბელარუსი 21:00
ბულგარეთი-ჰოლანდია 23:45
ლუქსემბურგი-საფრანგეთი 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საფრანგეთი 4 3 1 0 7-2 10
2.
ჰოლანდია 4 2 1 1 8-4 7
3. შვედეთი 4 2 1 1 6-3 7
4. ბულგარეთი 4 2 0 2 6-10 6
5. ბელარუსი 4 0 2 2 2-6 2
6. ლუქსემბურგი 4 0 1 3 5-9 1.

B ჯგუფი
ევროპის ჩემპიონი პორტუგალია ლისაბონში უნგრეთს უმასპინძლებს. ალბათ, ყველას ახსოვს ამ გუნდების 6-გოლიანი თრილერი საფრანგეთში, ევრო 2016-ზე, როცა კრიშტიანო რონალდომ ბალაჟ ჯუჯაკის დუბლს დუბლითვე უპასუხა და პორტუგალიას ქულა გადაურჩინა.

თუ კრიშტიანო დღეს სამ გოლს გაიტანს, ევროპის სანაკრებო გოლეადორთა ყველა დროის რეიტინგში მესამე ადგილზე გადავა, რადგან მიროსლავ კლოზეს (71) დაეწევა.

უდანაკარგო შვეიცარიას ამ სერიის გაგრძელების შესანიშნავი შანსი აქვს, რადგან ჟენევის გარეუბანში სუსტ ლატვიას მასპინძლობს.

ორ ჯუჯა სახელმწიფოს ჯახს კი თავისებური ელფერი აქვს, ანდორა ფარერის კუნძულებს მასპინძლობს. ბოლოს ამ გუნდებმა ერთმანეთში 0:0 ითამაშეს, ეს ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში (1999) იყო.

შაბათი. 25 მარტი
ანდორა-ფარერები 21:00
შვეიცარია-ლატვია 21:00
პორტუგალია-უნგრეთი 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. შვეიცარია 4 4 0 0 9-3 12
2. პორტუგალია 4 3 0 1 16-3 9
3. უნგრეთი 4 2 1 1 8-3 7
4. ფარერები 4 1 1 2 2-8 4
5. ლატვია 4 1 0 3 2-8 3
6. ანდორა 4 0 0 4 1-13 0.

H ჯგუფი
ბელგიას კარგი შანსი აქვს, უმთავრესი კონკურენტი საბერძნეთი გზიდან ჩამოიშოროს, ბრიუსელურ მატჩში რობერტო მარტინესს მთავარი ვარსკვლავი ედენ აზარი არ ეყოლება, რომელმაც "ჩელსის" ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.

ბოსნიას იოლი მატჩი ელის შინ გიბრალტართან, კვიპროსს კი სიტუაციის ოდნავ გამოსწორება ესტონეთის დამარცხებით შეუძლია.

შაბათი. 25 მარტი
კვიპროსი-ესტონეთი 21:00
ბოსნია-გიბრალტარი 21:00
ბელგია-საბერძნეთი 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბელგია 4 4 0 0 21-1 12
2. საბერძნეთი 4 3 1 0 9-2 10
3. ბოსნია 4 2 1 1 8-5 7
4. კვიპროსი 4 1 0 3 3-8 3
5. ესტონეთი 4 1 0 3 5-15 3
6. გიბრალტარი 4 0 0 4 2-17 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული