ჯგუფის უდანაკარგო ლიდერმა შვეიცარიამ კვლავ მოიგო - ლატვიის ნაკრები 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი მეორე ტაიმში იოსიპ დრმიჩმა გაიტანა.
ამავე ჯგუფის აუტსაიდერებმა ანდორამ და ფარერებმა ერთმანეთში 0:0 ითამაშეს. ეს ფრე ისტორიულია ანდორისთვის, ქვეყანამ ოფიციალურ მატჩებში პირველი ქულა აიღო 11,5 წლის შემდეგ.
ლისაბონის "და ლუშზე" პორტუგალიის ნაკრებმა 3:0 მოუგო უნგრეთის გუნდს. ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა კრიშტიანო რონალდომ, მანამდე კი გოლი უნგრელთა კარში ანდრე სილვამ გაიტანა.
შაბათი. 25 მარტი
ანდორა-ფარერები 0:0
გაძევება:
შვეიცარია-ლატვია 1:0
გოლი: 1:0 დრმიჩი (66)
პორტუგალია-უნგრეთი 3:0
გოლები: 1:0 ა. სილვა (32), 2:0 რონალდო (36), 3:0 რონალდო (65)
1. შვეიცარია - 15 ქულა; 2. პორტუგალია - 12; 3. უნგრეთი - 7; 4. ფარერები - 5; 5. ლატვია - 3; 6. ანდორა - 1.