რა შეაგინა ლიონელ მესიმ მსაჯს - 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციის მიზეზი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანელებმა არბიტრის გალანძღვისთვის დასჯილი ლიონელ მესის სიტყვები გაშიფრეს.

როგორც ირკვევა, არგენტინა-ჩილეს შეხვედრის დროს, მსაჯზე გაბრაზებულ არგენტინელ ვარსკვლავს უთქვამს: "La concha de tu madre...", რაც ესპანურ ენაზე დედის გინებაა.

შეგახსენებთ, რომ ფიფამ მესი ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ამასთან, "ბარსელონას" ფეხბურთელს ჯარიმის სახით 9350 ევროს გადახდაც დაეკისრა. თავის მხრივ, "ბარსელონამ" უკვე გააპროტესტა მესის დისკვალიფიკაცია და მხარდაჭერა გამოუცხადა ფორვარდს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბიჯო, რო იგინები რას იგინები? გინებით დაორსულებული გინახია ვინმე? :D
ქუთაისელი
30 მარტი 2017 12:42
0
რაც ეგ ფეხებში ჩარტყმებს იღებს, სხვა ფეხბურთელი დედას კი არა, წინაპრებს არ დაუტოვებდა მსაჯებს.. წესიერი, თავდაბალი ფეხბურთელია..ეტყობა ძალიან გააბრაზეს, თორემ მაგის გაბრაზება როდისმე ვინმეს უნახავს..
t
30 მარტი 2017 11:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული