მუნდიალი 2018. II ტური. D ჯგუფი: ომი და მშვიდობა ვენაში [VIDEO]

AutoSharing Option
ვენაში დიდი ომი იყო. ჩვენი ჯგუფის ცენტრალურ მატჩში ავსტრია და უელსი დაზავდნენ. ამ შეხვედრაში ყველაფერი იყო, რაც ფეხბურთს უხდება. საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე ორჯერ იგებდა, მაგრამ ავსტრია ორივეჯერ მარკო არნაუტოვიჩმა გამოაძვრინა რთული სიტუაციიდან.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

როგორც მოსალოდნელი იყო, სერბეთი კიშინიოვში იოლად გაუსწორდა მოლდოვას. ბალკანელებმა ეს ლიდერის, ნემანია მატიჩის გარეშე გააკეთეს. შეხვედრის უდავო გმირი გახდა "საუთჰემპტონის" წინახაზელი დუშან ტადიჩი, ვინც ერთი გოლი შეაგდო და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ავსტრია-უელსი 2:2
0:1 ალენი (22), 1:1 არნაუტოვიჩი (28), 1:2 ვიმერი (45-საკ. კარში), 2:2 არნაუტოვიჩი
(48)
ავსტრია: ალმერი (58. იოზქანი), კლაინი, დრაგოვიჩი, ალაბა, ჰინტერეგერი, ვიმერი, იუნუზოვიჩი (79. შოპფი), ბაუმგარტლინგერი, ზაბიტცერი, იანკო, არნაუტოვიჩი (87. შაუბი).
უელსი: ჰენესი, განტერი, ნ. ტეილორი, ე. უილიამსი, ჩესტერი, ბ. დევისი, კინგი, ლედლი, ალენი (56. ედვარდსი), ბეილი, ვოუკსი (77. რობსონ-კანუ).
გაფრთხილება: არნაუტოვიჩი, იანკო - ბ. დევისი
არბიტრი: ჯ. ჩაქირი

მოლდოვა-სერბეთი 0:3
0:1 კოსტიჩი (19), 0:2 ივანოვიჩი (37), 0:3 ტადიჩი (59)
მოლდოვა: ჩებანუ, ეპურეანუ, რაცუ, ბოლოჰანი, კარპი, ჩებოტარუ (77. გინსარი), კოჟოკარი, გაცკანი, ანდრონიკი (69. მიხაილოვი), დედოვი (63. სიდორენკო), ბუგაიოვი.
სერბეთი: სტოიკოვიჩი, ივანოვიჩი, კოლაროვი, რუკავინა, ვუკოვიჩი (70. მიტროვიჩი), ნასტასიჩი, ტადიჩი, გუდელი, მილოევიჩი, კოსტიჩი (69. ტოშიჩი), პავლოვიჩი (46. კატაი).
გაფრთხილება: კოჟოკარი, ბოლოჰანი - კოლაროვი, ვუკოვიჩი, მიტროვიჩი.
არბიტრი: ა. კულბაკოვი

თ მ ფ წ ბ ქ
1. უელსი 2 1 1 0 6-2 4
2. სერბეთი 2 1 1 0 5-2 4
3. ავსტრია 2 1 1 0 4-3 4
4. ირლანდია 2 1 1 0 3-2 4
5. საქართველო 2 0 0 2 1-3 0
6. მოლდოვა 2 0 0 2 0-7 0

მომდევნო ტური
9 ოქტომბერი
უელსი-საქართველო 20:00
მოლდოვა-ირლანდია 22:45
სერბეთი-ავსტრია 22:45

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
getanxmebi soso, martlac shegvedzlo am tamasshisinimum ar wageba, ai uelsatan martla gachirdeba, ver agidgenen dzaleba bichebi
ucnobi
07 ოქტომბერი 2016 12:41
0
კახა,შენს პირს შაქარი,მაგრამ პირველ თამაშში არ ეყოთ ძალა ჩვენებს მეორე ტაიმში და უფრო ძლიერთან გასძლებენ მთელი თამაში?ბეილის დაეწევა ნავალოვსკი?საჯარიმოს წინაც ვერ ასწრებენ ჩვენები ზონების გადაკეტვას და თანაც გამოწურული ლიმონებივით იქნებიან ბიჭები.ვფიქრობ ვაისმა პირველ თამაშზე გააკეთა აქცენტი და მეორე თამაშზე ბევრის იმედი არ უნდა გვქონდეს.
სოსო
07 ოქტომბერი 2016 10:24
0
უელსთან მოვიგებთ უეჭველი, აი ნახავთ, ვისაც არ გჯერათ ცოტა მოითმინეთ.
kaxa
07 ოქტომბერი 2016 09:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული