ჩილესთან სანაკრებო მატჩის დროს, რომელიც თავდამსხმელმა საკმაოდ კარგად ჩაატარა, მას იქვე პოლიცია ელოდებოდა, რომ თამაშის დამთავრებისთანავე დაეპატიმრებინა. საქმე ის არის, რომ ენერი თავის 5 წლის ქალიშვილს ალიმენტს არ უხდის და როგორც ირკვევა, 17 ათასი დაუგროვდა…
ეს თანხა ვალენსიასთვის არაფერია, კვირაში უფრო დიდი შემოსავალი აქვს, მაგრამ ფეხბურთელი რატომღაც გაჯიუტებულა, ქალიშვილს არ ცნობს და ფულსაც პრინციპულად არ იხდის.
მას არც ის ეუხერხულება, რომ ამ საკითხზე საჯაროდ საუბრობენ და მატჩის მსვლელობის დროსაც
მის დასახმარებლად მინდორზე ექიმები შეიჭრნენ და მათ რეანომობილიც მოჰყვა, რომელზედაც ენერი მოათავსეს და გასახდელისკენ გააქროლეს. დაბნეული სამართალდამცველები რეანომობილს გაეკიდნენ და გვირაბთან მიუსწრეს კიდეც, მაგრამ იქ მათ სხვა პირებმა გადაუღობეს გზა - კაცი ცუდადაა და აცალეთო.
საბოლოო ჯამში, შედგა შეთანხმება, რომ როდესაც ვალენსია მედოკოსებთან ამბებს მოილევდა, ჩვეულებრივად დაბრუნდებოდა სასტუმროში, სადაც პოლიციელებს მისი დაკავება შეეძლებოდათ.
თუმცა იმ დროს, სანამ ენერს დრო გაჰყავდა, მისმა ადვოკატმა მიაღწია იმას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გადავადდა და კიდევ განიხილება. ერთი სიტყვით, აი, ასეთი შოუთი დააღწია თავი ვალენსიამ პოლიციასა და ალიმენტების გადახდას.
გუშინ ვალენსიამ ამ თემაზე ხანგრძლივი დუმილი დაარღვია და ვრცელი განცხადება გაავრცელა, რომელსაც შემოკლებულად შემოგთავაზებთ:
"საზოგადოების ინტერესისა და საკუთარი ოჯახის ღირსების გამო მსურს, ეს განცხადება გავაკეთო, რადგან ბოლო დროს ჩემი ქალიშვილის, 5 წლის ბეირა ვალენსია პინარგოტესა და ჩემ ურთიერთობაზე ბევრი მითქმა-მოთქმა იყო.
გავიზარდე ოჯახში, რომელიც თავდაუზოგავად შრომობდა, რომ სარჩო ჰქონოდა. მე მამას ქუჩაში რძის გაყიდვაში ვეხმარებოდი. ჩემი საფეხბურთო კარიერაც დაიწყო და ღვთის წყალობით, ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო, პროფესიონალი ფეხბურთელი გამოვედი. ჩამოვყალიბდი პიროვნებად, რომელიც პატიოსნად ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად.
ჩემს მეუღლესთან, შერონთან და ჩვენს ქალიშვილებთან ერთად ბედნიერი ვარ. რაც შეეხება ბეირას, მე მას ყოველთვის ვეხმარებოდი, რომ ყოველგვარი პირობები ჰქონოდა და ასობით ათასი ამერიკული დოლარი მაქვს დახარჯული. მიუხედავად ამისა, ბეირას დედა სინტია პინარგოტე ყველანაირად მიშლის ხელს და შვილს არ მაჩვენებს, როდესაც სამშობლოში ჩავდივარ.
სამაგიეროდ, მან მოითხოვა უფრო დიდი თანხა. ოჯახის წევრებთან კონსულატაციის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ბეირას ჩვენთან ერთად უნდა ეცხოვრა და სინტიას შევთავაზე, რომ ბეირა ინგლისში გადმოსულიყო, სადაც მას ყველა პირობა ექნება შექმნილი და მისი მომავლისთვის ეს უკეთესი იქნება, რაზეც უარი მივიღე".
ამასთანავე, ვალენსია ირწმუნება, რომ სინტია პინაგორტე მისგან მიღებულ თანხას მანქანებში, ძვირფას სამკაულებსა და ფუფუნების სხვადასხვა საგანში ხარჯავს, რის გამოც მას არ სურს არაადეკვატურად დიდი თანხის გადახდა, რომელიც მის ქალიშვილს არ ხმარდება და ამის გამო საკითხის გადახედვა და გარჩევა გაგრძელდება.
დიდი ალბათობით, ვალენსიას დაკისრებული ალიმენტის გადახდა მაინც მოუწევს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"