მუნდიალი 2018. ევროპა. IV ტურის წინ: 113-ე, მაგრამ პირველი ახალ "უემბლიზე"

AutoSharing Option
* სამი დღის განმავლობაში ევროპის კონტინენტზე 27 შესარჩევი მატჩი გაიმართება, 9 ჯგუფში 3-3 დაპირისპირება.
* პირველი საერთაშორისო მატჩი ფეხბურთის ისტორიაში სწორედ შოტლანდიასა და ინგლისს შორის შედგა. შოტლანდიურ პარტიკში ეს დაპირისპირება 0:0 დასრულდა (1872 წ).
* ინგლისი და შოტლანდია ერთმანეთს 113-ედ ხვდებიან, მაგრამ პირველად ახალ "უემბლიზე".
* ევროპაში მომდევნო ტურის შესარჩევი მატჩები უკვე გაისად, 24-26 მარტს გაიმართება.

უახლოეს სამ დღეში ევროპაში მუნდიალის შესარჩევი მატჩებია. ქართველი გულშემატკივრის მთელი ყურადღება D ჯგუფისკენაა, სადაც ვლადიმირ ვაისის გუნდი თამაშობს, მაგრამ უინტერესო არც დანარჩენ 8 ჯგუფში
გასამართავი ბატალიებია, რომელთა ფონზე სანაკრებო ფეხბურთის კლასიკა - ინგლისი შოტლანდიის წინააღმდეგ, გამოირჩევა.

დღე პირველი, დღე უკანასკნელი?
შესაძლოა, გარეთ საუთგეიტისთვის ეს გზის დასაწყისი იყოს, ხოლო მისი ვიზავი გორდონ სტრაჩანისთვის - გზის ბოლო. ფაქტია, საფეხბურთო სამყაროს ყურადღება დღეს "უემბლისკენაა", სადაც ინგლისის ნაკრები შოტლანდიას მასპინძლობს. ორივე მწვრთნელზე დიდი ზეწოლაა.

საუთგეიტმა სლოვენიასთან თამაშში აჩვენა, რომ გადაწყვეტილებების მიღების არ ეშინია - მან თადარიგში დატოვა კაპიტანი უეინ რუნი, მაგრამ დროებითი თავკაცის ინგლისი ვერ თამაშობს კარგად და თუ ასე გააგრძელა, გარეთიც ვერ მიიღებს სანატრელ სამსახურს და წლის ბოლოს ნაკრებს დაემშვიდობება. რა თქმა უნდა, ამ მხრივ სწორედ შოტლანდიასთან მატჩია გადამწყვეტი და არა მომდევნო ამხანაგური შეხვედრა ესპანეთის გუნდთან.

საუთგეიტს გაუმართლა, რომ ჰარი კეინმა მოიშუშა ტრავმა და ის დაბრუნდა. ეს ინგლისის ნაკრების შანსებს ზრდის. ამასთან, დროებითმა თავკაცმა უკვე განაცხადა, რომ ამჯერად რუნი სასტარტოში იქნება და კაპიტანი მისი მთავარი იმედია შოტლანდიასთან მატჩში.

სტრაჩანს უფრო სერიოზული პრობლემები აქვს. მართალია, "ჰალის" რობერტ სნოდგრასი შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით ნაკრების სხვა ფეხბურთელებზე და თავად შოტლანდიის ნაკრებზე, რომელმაც წინა ტურში სლოვაკეთთან დათმო და თუ "უემბლიზეც" დამარცხდება, ალბათ, გამოცდილ სპეციალისტს დაემშვიდობებიან.

"რუნი შესანიშნავად გამოიყურება, ის კარგ ფორმაშია და ძალიან მონდომებულია. არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ ის სასტარტო თერთმეტეულში არ მოხვდეს. "მანჩესტერ იუნაიტედში" ბოლო მატჩებში მან კარგად ითამაშა. მისი გამოცდილება კი შოტლანდიასთან მატჩში აუცილებლად გამოგვადგება", - განაცხადა გარეთ საუთგეიტმა.

ალბათ, იმაზე ლაპარაკი არც ღირს, რომ "უემბლიზე" ყველა ბილეთი უკვე კარგა ხნის გაყიდულია.

Sportall.Ge

სავარაუდო შემადგენლობები
ინგლისი (4-2-3-1): ჰარტი - უოკერი, სტოუნსი, კეჰილი, როუზი - ჰენდერსონი, დაიერი - სტერლინგი, რუნი, ლალანა - სტარიჯი
შოტლანდია (4-3-3): მარშალი - პატერსონი, ბერა, მარტინი, უოლასი - ფლეტჩერი, მაკარტური, ბრაუნი - სნოდგრასი, მარტინი, რიტჩი

* ინგლისის ნაკრები 32 მატჩია, რაც შესარჩევ შეხვედრაში არ დამარცხებულა (იგულისხმება როგორც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები, ისე ევროპის ჩემპიონატის).

* ამ 32 მატჩიდან ინგლისმა 24 მოიგო და 8 ფრედ დაასრულა.

* შოტლანდიის ნაკრებთან უკანასკნელი ოფიციალური შეხვედრა ინგლისმა 1999 წელს წააგო.

* ბოლო 9 ურთიერთდაპირისპირებაში 7-ჯერ ინგლისელებმა მოიგეს, 1 მატჩი ფრედ დასრულდა და ერთხელ (1999) შოტლანდიამ "უემბლიზე" დონ ჰატჩინსონის გოლის წყალობით მოიგო.

* ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს "სელტიკ პარკზე" შეხვდნენ 2014 წელს. ინგლისმა 3:1 მოიგო, რაშიც მას უეინ რუნის დუბლი დაეხმარა.

"ატლეტიკოს" წყვილი "ლურჯებში"
კევინ გამეირო გასულ თვეში დაუბრუნდა საფრანგეთის ნაკრებს, სადაც ბოლოს 5 წლის წინათ ითამაშა. დაბრუნება შესანიშნავი გამოდგა, მან ბულგარელთა კარში დუბლი შეასრულა. უმალვე გამოჩნდა, რომ "ატლეტიკო" საფრანგეთის ნაკრებისთვის დიდებულ საქმეს აკეთებს, რადგან ის და ანტუან გრიზმანი სასწაულად შეთამაშდნენ მადრიდულ კლუბში. ბულგარელებთან ტრიუმფს მოჰყვა ჰოლანდიის 1:0 დამარცხება მისსავე მოედანზე. ასე რომ, ახლა "ლურჯებს" ჯგუფის ლიდერობის მოპოვება შეუძლიათ.

სამი ტურის შემდეგ ჯგუფში ფრანგები და შვედები ლიდერობენ იდენტური მონაცემებით, მაგრამ ამ ტურში დიდიე დეშამის გუნდი სწორედ შვედეთს მასპინძლობს და მოგების შემთხვევაში, "ლურჯები" ერთპიროვნულ ლიდერობას მიიღებენ. სტუმარი გუნდი კი ისეთი სახიფათო ვეღარ არის შეტევაში, რადგან მას აღარ ჰყავს ლეგენდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ზლატანმა ევრო 2016-თან ერთად დაასრულა სანაკრებო კარიერა.

ეს თამაში კვირას უნდა გამართულიყო, როგორც ჯგუფის სხვა თამაშები, მაგრამ კვირას პარიზის დაბომბვის მორიგ წლისთავს აღნიშნავენ და ლიდერთა დაპირისპირებამაც გადმოიწია.

დიდიე დეშამი (საფრანგეთი): "ახლანდელი შვედეთი სულ სხვა გუნდია. ყველას კარგად გვესმის იბრაჰიმოვიჩის მნიშვნელობა. ნაკრებში ის ძალიან ეფექტური იყო. როცა გუნდში ზლატანისნაირი ფეხბურთელია, გუნდი მასზე თამაშობს. არ არის ზლატანი და გუნდმა სულ სხვანაირად უნდა ითამაშოს. რაც უნდა კარგი კოლექტივი გყავდეს, თუ გუნდში ზლატანია, მასზე ხარ დამოკიდებული. მაგრამ შვედეთის ნაკრები მხოლოდ ზლატანი არ არის, სხვებიც საკმაოდ საშიშები არიან შეტევაში. მაგრამ, რა თქმა უნდა, ზლატანთან ერთად მათთან ბრძოლა უფრო გაგვიჭირდებოდა".

Sportall.Ge

აზერბაიჯანი "უინძორ პარკზე"
მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიის ჯგუფში "მანშაფტი" მიუწვდომელი ჩანს. ასე რომ, ძირითადი ბრძოლა იქ მეორე ადგილისთვის და შესაბამისად, პლეი ოფის საგზურისთვის უნდა გაიმართოს. ამჟამად ამ ადგილზე, ყველასთვის მოულოდნელად, აზერბაიჯანია.

აზერბაიჯანი "უინძორ პარკს" სტუმრობს, სადაც ევრო 2016-ის მონაწილე ჩრდილოეთ ირლანდიამ აუცილებლად უნდა მოიგოს, თუკი მუნდიალზე მოხვედრისთვის სერიოზული შანსი სურს. წაგების შემთხვევაში, მაიკლ ო'ნილის გუნდი აზერბაიჯანს უკვე 6 ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ რობერტ პროსინეჩკის გუნდს ჯერ გოლი არ გაუშვია.

შურისძიება მუნდიალისთვის?
ევრო 2016-მა ჩაიარა, მაგრამ ხორვატია და ისლანდია კვლავ აკვირვებენ ფეხბურთის სპეციალისტებს. კუნძულელებმა დაამტკიცეს, რომ ევრო 2016-ის უდიდესი სენსაცია შემთხვევით არ გამოაცხვეს. ახლა ჯგუფში მათ მხოლოდ ბურთების სხვაობა აშორებთ.

შაბათს კი ჯგუფის ლიდერები ერთმანეთს დაეჯახებიან. ხორვატია ვარსკვლავებით არის გადაჭედილი, შინ ყოველთვის კარგად თამაშობს და ამ მატჩშიც აშკარა ფავორიტია, მაგრამ ისლანდიის ნაკრები კარგად ორგანიზებული, საშიში გუნდია. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მუნდიალზე ისლანდიელები სწორედ ხორვატების გამო ვერ მოხვდნენ და კუნძულელებს შური აქვთ საძიებელი.

სხვა ამბები
მიროსლავ კლოზემ გერმანიის ნაკრებში დაიწყო მუშაობა. გუშინ მან პირველად მწვრთნელის რანგში მიიღო მონაწილეობა გუნდის ვარჯიშში. შეგახსენებთ, რომ დღეს მსოფლიოს ჩემპიონი სან მარინოს ხვდება.

"ძალიან მიხარია, რომ ისევ გავხდი ამ ოჯახის წევრი. მიხარია, რომ აქ მუშაობის შანსი მომეცა. დიდი ხანი ვფიქრობდი ჩემს მომავალზე. როცა ფეხბურთელი ვიყავი, ყოველთვის ვინტერესდებოდი ტაქტიკით, ანალიზით. ახლა კი ახალ გამოცდილებას მივიღებ და შესაძლოა, მომავალში ჩემგან კარგი მწვრთნელიც დადგეს. ისეთი გუნდის შტაბში მუშაობა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონია, ბევრს ნიშნავს ჩემთვის. გუნდმა და მწვრთნელთა შტაბმა ძალიან თბილად მიმიღეს", - განაცხადა ახლო წარსულში საუკეთესო გოლეადორმა.

***
გერმანიის ნაკრების თავკაცმა იოახიმ ლიოვმა სამი ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომლებიც აუცილებლად ითამაშებენ სან მარინოსთან მატჩის სასტარტო შემადგენლობაში: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ილქაი გიუნდოგანი და მარიო გომესი. შეგახსენებთ, რომ ამ მატჩისთვის იოგიმ საერთოდ არ გამოიძახა "არსენალის" ნახევარმცველი მესუთ იოზილი.

***
მუნდიალის მასპინძელმა რუსეთმა ამხანაგური მატჩი ითამაშა სტუმრად ყატართან და 1:2 წააგო. ქართველი გიორგი ჯიქია სათადარიგო იყო.

***
უკრაინის ნაკრები შეკრებაზე შვებით ამოისუნთქებს, რადგან "შალკეს" შემტევი ნახევარმცველის, იევჰენ კონოპლიანკას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. მან სრულყოფილად ივარჯიშა და ფინეთთან მატჩისთვის მზად არის. პირველადი ინფორმაციით, კონოპლიანკა 12 ნოემბრისთვის მომჯობინებას ვერ ახერხებდა, თუმცა კუნთის დაზიანება არ დადასტურდა, კუნთის სპაზმმა კი გაიარა.

***
ორმა ფეხბურთელმა, რომლებიც ადრე ალბანეთის ნაკრებში თამაშობდნენ, მიიღო კოსოვოს ნაკრებში გამოსვლის უფლება. ესენია: ბესარტ ბერიშა და მერგიმ ვოივოდა. პირველი 31 წლის ფორვარდია და მას ალბანეთის ნაკრებში 17 მატჩი აქვს ნათამაშები. 12 ნოემბერს კოსოვო თურქეთის ნაკრებს ხვდება.

***
სამუელ უმტიტის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებს კინგსლი კომანიც დაემტვრა, მისი თამაში გამოირიცხა. ასე რომ, კომანი სასწრაფოდ "მონაკოს" ნახევარმცველ ტომა ლემარით ჩაანაცვლეს.

***
ესპანეთის ნაკრების შეკრებაზე ტრავმა მიიღო ლონდონის "ჩელსის" ფორვარდმა დიეგო კოშტამ. ამიტომაც "როხაში" ცვლილებაა, კოშტას ნაცვლად ხულიენ ლოპეტეგიმ მაკედონიასთან მატჩისთვის იაგო ასპასი გამოიძახა, ვინც ვიგოს "სელტას" ფორვარდია.
ადრე ამბობდნენ, რომ კოშტას ტრავმა სერიოზული არ იყო და ის თამაშს შეძლებდა, თუმცა მწვრთნელებს მისი შეცვლა მაინც მოუწიათ.

***
ჰოლანდიის ნაკრების ფორვარდმა ვინსენტ იანსენმა ბელგიელ მეკარე სიმონ მინოლესთან შეჯახების შემდეგ გონება დაკარგა. ახლა იანსენის თამაში ლუქსემბურგთან თითქმის გამორიცხულია. სავარაუდოდ, ფორვარდს ტვინის შერყევა აქვს.

ორიოდე სიტყვით ამ ამხანაგურ მატჩზეც ვთქვათ - ამსტერდამში ჰოლანდია და ბელგია 1:1 დაზავდნენ. დავი კლასენის პენალტს პირველ ტაიმში მეორე ტაიმში გოლით უპასუხა იანიკ ფერეირა-კარასკომ. თუმცა "ატლეტიკოს" ვარსკვლავს ამ ეპიზოდში რიკოშეტიც დაეხმარა.

სხვათა შორის, ამ თამაშში, იანსენის გარდა, დანი ბლინდმა სტეინ სხაარსი და ჯერმეინ ლენსიც დაკარგა. მწვრთნელმა ლეროი ფერი გამოიძახა "სუონსიდან". ასევე, მარტენ დე რონი (მიდლსბრო), ვისთვისაც (თუკი ითამაშებს) ეს შეხვედრა სადებიუტო იქნება ჰოლანდიის ნაკრების რიგებში.

Sportall.Ge

A ჯგუფი
პარასკევი. 11 ნოემბერი
საფრანგეთი-შვედეთი 23:45

კვირა. 13 ნოემბერი
ბულგარეთი-ბელორუსი 21:00
ლუქსემბურგი-ჰოლანდია 21:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. შვედეთი 3 2 1 0 5-1 7
2. საფრანგეთი 3 2 1 0 5-1 7
3. ჰოლანდია 3 1 1 1 5-3 4
4. ბულგარეთი 3 1 0 2 5-10 3
5. ბელორუსი 3 0 2 1 2-5 2
6. ლუქსემბურგი 3 0 1 2 4-6 1

B ჯგუფი
კვირა. 13 ნოემბერი
უნგრეთი-ანდორა 21:00
შვეიცარია-ფარერები 21:00
პორტუგალია-ლატვია 23:45

თ მ ფ წ ბ ქ
1. შვეიცარია 3 3 0 0 7-3 9
2. პორტუგალია 3 2 0 1 12-2 6
3. უნგრეთი 3 1 1 1 4-3 4
4. ფარერები 3 1 1 1 2-6 4
5. ლატვია 3 1 0 2 1-4 3
6. ანდორა 3 0 0 3 1-9 0

C ჯგუფი
პარასკევი. 11 ნოემბერი
ჩეხეთი-ნორვეგია 23:45
ჩრ. ირლანდია-აზერბაიჯანი 23:45
სან მარინო-გერმანია 23:45

თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 3 3 0 0 8-0 9
2. აზერბაიჯანი 3 2 1 0 2-0 7
3. ჩრ. ირლანდია 3 1 1 1 4-2 4
4. ნორვეგია 3 1 0 2 4-5 3
5. ჩეხეთი 3 0 2 1 0-3 2
6. სან მარინო 3 0 0 3 1-9 0

E ჯგუფი
პარასკევი. 11 ნოემბერი
სომხეთი-ჩერნოგორია 21:00
დანია-ყაზახეთი 23:45
რუმინეთი-პოლონეთი 23:45

თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩერნოგორია 3 2 1 0 7-1 7
2. პოლონეთი 3 2 1 0 7-5 7
3. რუმინეთი 3 1 2 0 6-1 5
4. დანია 3 1 0 2 3-4 3
5. ყაზახეთი 3 0 2 1 2-7 2
6. სომხეთი 3 0 0 3 1-8 0

F ჯგუფი
პარასკევი. 11 ნოემბერი
ინგლისი-შოტლანდია 23:45
მალტა-სლოვენია 23:45
სლოვაკეთი-ლიტვა 23:45

თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 3 2 1 0 3-0 7
2. ლიტვა 3 1 2 0 5-3 5
3. სლოვენია 3 1 2 0 3-2 5
4. შოტლანდია 3 1 1 1 6-5 4
5. სლოვაკეთი 3 1 0 2 3-2 3
6. მალტა 3 0 0 3 1-9 0

G ჯგუფი
შაბათი. 12 ნოემბერი
ალბანეთი-ისრაელი 23:45
ლიხტენშტაინი-იტალია 23:45
ესპანეთი-მაკედონია 23:45

თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 3 2 1 0 11-1 7
2. იტალია 3 2 1 0 7-4 7
3. ალბანეთი 3 2 0 1 4-3 6
4. ისრაელი 3 2 0 1 5-5 6
5. მაკედონია 3 0 0 3 4-7 0
6. ლიხტენშტაინი 3 0 0 3 1-12 0

H ჯგუფი
კვირა. 13 ნოემბერი
კვიპროსი-გიბრალტარი 21:00
ბელგია-ესტონეთი 23:45
საბერძნეთი-ბოსნია 23:45

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბელგია 3 3 0 0 13-0 9
2. საბერძნეთი 3 3 0 0 8-1 9
3. ბოსნია 3 2 0 1 7-4 6
4. ესტონეთი 3 1 0 2 4-7 3
5. კვიპროსი 3 0 0 3 0-7 0
6. გიბრალტარი 3 0 0 3 1-14 0

I ჯგუფი
შაბათი. 12 ნოემბერი
ხორვატია-ისლანდია 21:00
თურქეთი-კოსოვო 21:00
უკრაინა-ფინეთი 23:45

თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 3 2 1 0 8-1 7
2. ისლანდია 3 2 1 0 6-3 7
3. უკრაინა 3 1 2 0 6-3 5
4. თურქეთი 3 0 2 1 3-5 2
5. ფინეთი 3 0 1 2 3-5 1
6. კოსოვო 3 0 1 2 1-10 1

ბომბარდირები: 5 - რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია); 4 - მარიო მანჯუკიჩი (ხორვატია), თომას მიულერი (გერმანია), ადრიენ სილვა (პორტუგალია).

მეორეადგილოსანთა მიმდინარე ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. საბერძნეთი 3 3 0 0 8-1 9
2. საფრანგეთი 3 2 1 0 5-1 7
3. იტალია 3 2 1 0 7-4 7
4. ისლანდია 3 2 1 0 6-3 7
5. ირლანდია 3 2 1 0 6-3 7
6. პოლონეთი 3 2 1 0 7-5 7
7. აზერბაიჯანი 3 2 1 0 2-0 7
8. პორტუგალია 3 2 0 1 12-2 6
9. ლიტვა 3 1 2 0 5-3 5

შენიშვნა: მსოფლიოს ჩემპიონატზე გადიან ჯგუფების გამარჯვებულები. 8 მეორეადგილოსანი პლეი ოფში დარჩენილ 4 საგზურს გაითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული