მუნდიალი 2018. ევროპა. IV ტური. A ჯგუფი: საფრანგეთი ერთპიროვნული ლიდერია [VIDEO]

AutoSharing Option
11 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ A ჯგუფში ერთი მატჩი გაიმართა.

პარიზში საფრანგეთის ნაკრებმა შვედეთს უმასპინძლა, 2:1 მოუგო და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა, ჯერ ემილ ფორსბერგმა სტუმრები დააწინაურა, მაგრამ სამ წუთში პოლ პოგბამ გაათანაბრა. საფრანგეთს მოგება ლიდერმა დიმიტრი პაიემ მოუტანა.

ჯგუფის ორი სხვა მატჩი კვირას გაიმართება.

პარასკევი. 11 ნოემბერი
საფრანგეთი-შვედეთი 2:1
გოლები: 0:1 ფორსბერგი (55), 1:1 პოგბა (58), 2:1 პაიე (65)

კვირა. 13 ნოემბერი
ბულგარეთი-ბელარუსი 21:00
ლუქსემბურგი-ჰოლანდია 21:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. საფრანგეთი 4 3 1 0 7-2 10
2. შვედეთი 4 2 1 1 6-3 7
3. ჰოლანდია 3 1 1 1 5-3 4
4. ბულგარეთი 3 1 0 2 5-10 3
5. ბელარუსი 3 0 2 1 2-5 2
6. ლუქსემბურგი 3 0 1 2 4-6 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული