"უინძორ პარკზე" ჩრდილოირლანდიის ნაკრებმა ქვა-ქვაზე არ დატოვა აზერბაიჯანისგან, რომელიც აქამდე მეორე ადგილზე იყო - 4:0.
მსოფლიოს ჩემპიონმა გერმანიამ სტუმრად 8 უპასუხო გოლი გაუტანა სან მარინოს. ჰეთ თრიკი შეასრულა დებიუტანტმა ზერგე (სერჟ) გნაბრიმ, ხოლო მარცხენა მცველმა იონას ჰექტორმა დუბლი შეასრულა. თითო გოლი სამი ხედირასა და შეცვლაზე შესული კევინ ფოლანდის ანგარიშზეა, ერთიც სანმარინოელთა ფორვარდმა საკუთარ კარში გაიტანა.
სხვა მატჩში ჩეხეთის ნაკრებმა შინ 2:1 მოუგო ნორვეგიას. ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარიც არ გასულა,
პარასკევი. 11 ნოემბერი
ჩეხეთი-ნორვეგია 2:1
გოლები: 1:0 კრმენჩიკი (11), 2:0 ზმრჰალი (47), 2:1 კინგი (87)
ჩრ. ირლანდია-აზერბაიჯანი 4:0
გოლები: 1:0 ლაფერტი (27), 2:0 მაკოული (40), 3:0 მაკლაფლინი (66), 4:0 ბრანტი (83)
სან მარინო-გერმანია 0:8
გოლები: 0:1 ხედირა (7), 0:2 გნაბრი (9), 0:3 ჰექტორი (32), 0:4 გნაბრი (58), 0:5 ჰექტორი (65), 0:6 გნაბრი (76), 0:7 სტეფანელი (82 ს. კ.), 0:8 ფოლანდი (85)
თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 4 4 0 0 16-0 12
2. ჩრ. ირლანდია 4 2 1 1 8-2 7
3. აზერბაიჯანი 4 2 1 1 2-4 7
4. ჩეხეთი 4 1 2 1 2-4 5
5. ნორვეგია 4 1 0 3 5-7 3
6. სან მარინო 4 0 0 4 1-17 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"