გაცკანი: შესაძლოა, თამაშამდე ზედმეტად პატივისცემით განვეწყვეთ საქართველოს მიმართ

AutoSharing Option
მოლდოვის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ალეკსანდრ გაცკანმა, რომელმაც 12 ნოემბერს, თბილისში, საქართველოს ნაკრებს ეფექტური გოლი გაუტანა და ქულები დააკარგვინა (1:1), sports.md-სთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს გოლი "ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია" მის კარიერაში.

- საქართველო-მოლდოვა 1:1 - ფეხბურთი მხოლოდ ნახევარი საათით [VIDEO+PHOTO]

"კარგი მატჩი ჩავატარეთ. მომენტები ორივე გუნდს გვქონდა და იყო შანსი, უფრო მეტი გოლი გასულიყო.

შეიძლებოდა, უფრო აგრესიულადაც გვეთამაშა. ბოლო ორ ეპიზოდში რომ გვეყოჩაღა, მოვიგებდით კიდეც. შესაძლოა, თამაშის წინ ზედმეტად პატივისცემით განვეწყვეთ მეტოქის მიმართ.

მთლიანობაში კარგი მატჩი გამოვიდა, რომელიც გულშემატკივრებს
მოეწონებოდათ. ამისთვის მეტოქესაც მადლობა ეკუთვნის! ჩემი გოლი კი მართლაც ეფექტური გამოვიდა. არ ვიცი, ყველაზე ლამაზია თუ არა ის ჩემს კარიერაში, მაგრამ ერთ-ერთი - ნამდვილად არის", - თქვა გაცკანმა.
მკითხველის კომენტარები / 15 /
საქართველოს ნაკრებს დავასხი თავსლაფი.სტადიონზე ხომ ამოვიკვეთე ფეხი,ეხლა ტელევიზორშიც არ მინდა ამათი დანახვა.
status quo
14 ნოემბერი 2016 16:16
0
shen dzaan tavshi agivarda da ertxelac iqneba zustad chveni nakrebi amogdebs
guka
14 ნოემბერი 2016 15:29
0
ის გოლი ბიძიკო! ლორიას დამსახურება უფრო ვიდრე შენი.ისე ჩვენები მეტის ღირსნი არიან ასე რომ აგალაპარაკეს.
თენგო
14 ნოემბერი 2016 15:19
0
იმდენი გაგიხმა ეგ თავი,რამდენიც ყარაულუს თოფივით გაგივარდა...
თუმცა,ჩვენი ბიჭების დაუხმარებლად,ვერც გაისროდი...
Zaza
14 ნოემბერი 2016 14:52
0
ამან ეტყობა კაშიას და ოქრის ინტერვიუ წაიკითხა)) მეტის ღირსებივართ ასე რომ ლაპარაკობს უფრო მეტის!)) ეს კი მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ბრალია "ფეხბურთელებო"! თითქმის 50 00 კაცის წინაშე თავს კიარა "შუა ადგილს" ვერ გადაახტით))))))))))
svani
14 ნოემბერი 2016 14:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული