ლიგა 1. XXIII ტური: ერთპიროვნული "მონაკო"

AutoSharing Option
"მარსელი" ჯერ ისევ ცუდი გუნდია, რომელმაც ბოლო 4 ტურიდან სამში წააგო. რუდი გარსიას გუნდი ამჯერად იან ჟუფრის საჯარიმო დარტყმით "მეცმა" დაამარცხა - 1:0.

უცნაურია, მაგრამ კლუბში დაბრუნებული დიმიტრი პაიე და ლიგა 1-ის ყველა დროის ბომბარდირი ბაფეტიმბი გომისი მხოლოდ მეორე ტაიმში გამოჩნდნენ, "იუვენტუსიდან" გადასულმა პატრის ევრამ კი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.

"მონაკომ" ლიდერთა ჯახში 3:0 სძლია "ნიცას" და ერთპიროვნული ლიდერი გახდა. ვალერი ჟერმენმა ანგარიში გახსნა, ხოლო რადამელ ფალკაომ დუბლი შეასრულა და სეზონში გოლების რაოდენობა 14-მდე გაზარდა. "მონაკოს" შემტევმა დუეტმა პირწმინდად დაჩაგრა
სტუმართა დუეტი ალასან პლეასა და მარიო ბალოტელის შემადგენლობით.

"ნიცას" მარცხით ისარგებლა "პარი სენ-ჟერმენმა", რომელმაც სტუმრად 3:1 მოუგო "დიჟონს" და მეორე ადგილზე გადავიდა. ანგარიში ლუკას მოურამ გახსნა, რასაც კაბოვერდეელი ტავარეშის საპასუხო გოლი მოჰყვა. მეორე ტაიმში ტიაგო სილვამ გაიყვანა პსჟ წინ, ხოლო ედინსონ კავანიმ სეზონში 22-ე გოლი გაიტანა.

"ბორდოსა" და "რენის" შეხვედრაში (1:1) გამოცდილმა ვარსკვლავებმა გაიტანეს გოლები - ჟერემი მენეზმა მასპინძელთა მხრიდან, ხოლო იოან გურკუფმა სტუმრებიდან. კიდევ ერთმა ვეტერანმა შეგვახსენა თავი, ექსარსენალელმა ჟერემი ალიადიერმა "ლორიანს" სტუმრად მოაგებინა "ლილთან" შეხვედრაში.

XXIII ტური
მეცი-მარსელი 1:0
გოლი: 1:0 ჟუფრი (82)

მონაკო-ნიცა 3:0
გოლები: 1:0 ჟერმენი (47), 2:0 ფალკაო (60), 3:0 ფალკაო (81)

ბორდო-რენი 1:1
გოლები: 1:0 მენეზი (56), 1:1 გურკუფი (69)

ლილი-ლორიანი 0:1
გოლი: 0:1 ალიადიერი (49)

მონპელიე-ბასტია 2:1
გოლები: 1:0 მონიე (17), 1:1 კრიველი (34), 2:1 მონიე (64)
გაძევება: ჯიკუ (92. ბასტია)

დიჟონი-პსჟ 1:3
გოლები: 0:1 ლუკასი (29), 1:1 ტავარეში (31), 1:2 ტ. სილვა (81), 1:3 კავანი (84)
პსჟ (4-3-3): არეოლა - ორიე, მარკინიოსი, ტ. სილვა, კურზავა - რაბიო, ტ. მოტა, მატუიდი (72. გედეში) - ლუკასი (72. ბენ არფა), კავანი (85. ნკუნკუ), დრაქსლერი

გენგამი-კაენი 0:1
გოლი: 0:1 კარამო (92)

ტულუზი-ანჟერი 4:0
გოლები: 1:0 დელორი (47), 2:0 ბრაიტვაიტი (56-პენ), 3:0 ტრეხო (69), 4:0 ტოივონენი (89)

ნანტი-ნანსი 0:2
გოლები: 0:1 დია (50), 0:2 სეტუ (64)
გაძევება: არი (91. ნანტი), მურატორი (91. ნანსი)

სტ. ეტიენი-ლიონი 2:0
გოლები: 1:0 მონე-პაკე (9), 2:0 ამუმა (22)
გაძევება: ღეზალი (92. ლიონი), ტოლისო (93. ლიონი)

ბომბარდირები: 22 - ედინსონ კავანი (პსჟ); 18 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 14 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 13 - ბაფეტიმბი გომისი (მარსელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული