ლიგა 1. XXV ტური: "ნიცა" ლიდერებს ჩამორჩა, "მონაკო" ვერავინ გააჩერა

AutoSharing Option
დიდი წინასწარმეტყველება არ უნდოდა იმას, რომ ზლატანის ინგლისში წასვლით, ედინსონ კავანის ხელ-ფეხი გაეხსნებოდა პსჟ-ში, მაგრამ ურუგვაელმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - მან ორჯერ, ყოველგვარი დამუშავების გარეშე დარტყმებით, დიდებული გოლები გაუტანა სედრიკ კარასოს და სეზონში გოლების რიცხვი 25-მდე აიყვანა. იგი ტოპ-5 ლიგის უდავო ბომბარდირია.

"ბორდოსთან" 3:0 მოგებულ შეხვედრაში თავი ანხელ დი მარიამაც (გოლი+პასი) გამოიჩინა, რომელიც მანამდე პსჟ-ში "მძინარე მზეთუნახავის" როლში იყო.

"მონაკომ" პსჟ ახლოს არ გაიკარა, რადგან საკუთარ მეტოქეს პარიზელებზე უკეთ გაუმკლავდა - "მეცი" 5:0 გაანადგურა. კილიან მბაპე სულ რაღაც 18 წლისაა,
მაგრამ მან ამ შეხვედრაში ჰეთ თრიკი შემოგვთავაზა. არც გამოცდილი რადამელ ფალკაო ყოფილა უქმად, მან დუბლს ერთი საგოლე პასიც დაუმატა.

ფანებს არც "ლიონის" გოლეადორი ალექსანდრ ლაკაზეტი აწბილებს, "გენგამს" მან სეზონში მე-20 გოლი გაუტანა, მაგრამ რად გინდა - "ლიონი" 1:2 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ხელახლა ჩართვა ძალზე გაუჭირდება.

ის კი არა, "ლიონი" ზურგში ათამაშებული "სენტ ეტიენის" სუნთქვას გრძნობს, რომელიც ევროთასების საგზურისთვის გააფთრებით იბრძვის.

მესამეადგილოსანი "ნიცა" ნელ-ნელა ჩამოშორდა საჩემპიონო რბოლას. ამ ტურში ლუსიენ ფავრის გუნდმა ქულა მას მერე გადაარჩინა, რაც "რენთან" 0:2-ს აგებდა. მატჩი ავადმყოფობის გამო გამოტოვა "ნიცას" იტალიელმა ვარსკვლავმა მარიო ბალოტელიმ.

ლიგა 1. XXV ტური
ბორდო-პსჟ 0:3
გოლები: 0:1 კავანი (6), 0:2 დი მარია (40), 0:3 კავანი (47)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - მონიე, მარკინიოსი, კიმპემბე, კურზავა - ვერატი (60. ნკუნკუ), ტ. მოტა, რაბიო - ლუკასი, კავანი (72. ბენ არფა), დი მარია (63. დრაქსლერი)

გენგამი-ლიონი 2:1
გოლები: 0:1 ლაკაზეტი (10), 1:1 დიალო (30), 2:1 ბენეზე (34)

ნანსი-მონპელიე 0:3
გოლები: 0:1 მბენზა (10), 0:2 მონიე (19), 0:3 მბენზა (60)

ლილი-ანჟერი 1:2
გოლები: 0:1 კაპელი (20), 1:1 ბისუმა (27), 1:2 თომასი (60)
გაძევება: ბისუმა (83. ლილი)

დიჟონი-კაენი 2:0
გოლები: 1:0 აბეიდი (40), 2:0 დიონი (86)

ტულუზი-ბასტია 4:1
გოლები: 1:0 დელორი (38), 2:0 ბრაიტვაიტი (43), 2:1 ონიანგე (53), 3:1 ბრაიტვაიტი (76-პენ), 4:1 ი. დიოპი (86)
გაძევება: კაიუზაკი (61. ბასტია), სან-რუფი (75. ბასტია)

მონაკო-მეცი 5:0
გოლები: 1:0 მბაპე (7), 2:0 ფალკაო (10), 3:0 მბაპე (20), 4:0 მბაპე (50), 5:0 ფალკაო (55)

რენი-ნიცა 2:2
გოლები: 1:0 ამალფიტანო (7), 2:0 სიო (21), 2:1 დონისი (59), 2:2 ესერიკი (81)

სტ. ეტიენი-ლორიანი 4:0
გოლები: 1:0 პერენი (18), 2:0 ვერეტო (20), 3:0 ამუმა (58), 4:0 ჟორჟინიო (92)

ნანტი-მარსელი 3:2
გოლები: 1:0 დიეგო (12), 2:0 სტეპინსკი (20), 2:1 გომისი (49), 3:1 თომასონი (50), 3:2 გომისი (61)

ბომბარდირები:
25 - ედინსონ კავანი (პსჟ); 20 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 16 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ბაფეტიმბი გომისი (მარსელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული