ლიგა 1. XXVI ტური: ბალოტელი გააძევეს, მაგრამ "ნიცამ" მაინც მოიგო

AutoSharing Option
18 თებერვალს საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურის 5 შეხვედრა გაიმართა.

"მარსელმა" ნ'ჯიეს და ფლორან ტოვენის გოლებით "რენი" 2:0 დაამარცხა, ხოლო "ნიცამ" სტუმრად სიპრიენის წყალობით სამი ქულა ჩაიწერა, მას მერე, რაც "ლორიანს" 1:0 მოუგო.

ამ შეხვედრაში გუნდი მარიო ბალოტელიმ დააღალატა, რომელსაც იდაყვის მოქნევისთვის წითელი ბარათი უჩვენეს, მაგრამ "ნიცამ" ანგარიში შეინარჩუნა.

შაბათი. 18 თებერვალი
მარსელი-რენი 2:0
გოლები: 1:0 ნ'ჯიე (59), 2:0 ტოვენი (64)

ლორიანი-ნიცა 0:1
გოლი: 0:1 სიპრიენი (15)
გაძევება: ბალოტელი (68. ნიცა)

ანჟერი-ნანსი 1:0
გოლი: 1:0 ბამბა (5)

კაენი-ლილი 0:1
გოლი: 0:1 ელ-ღაზი (69)
გაძევება:
სუმაუორო (63. ლილი)

მეცი-ნანტი 1:1
გოლები: 0:1 რონჟიე (68), 1:1 დიაბატე (91-პენ)

პარასკევი. 17 თებერვალი
ბასტია-მონაკო 1:1

კვირა. 19 თებერვალი
ბორდო-გენგამი 18:00
მონპელიე-სტ. ეტიენი 20:00
ლიონი-დიჟონი 20:00
პსჟ-ტულუზი 23:59

1. მონაკო - 59 ქულა; 2. ნიცა - 56; 3. პსჟ - 55; 4. ლიონი - 40; 5. სტ. ეტიენი - 39.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული