ლიგა 1. XXVI ტური: ბალოტელიმ ისევ აურია

AutoSharing Option
კორსიკაზე, "ბასტიასთან" მატჩის პირველ ტაიმში "მონაკოს" ფეხბურთელებმა ალბათ, ინანეს, რომ ესპანეთის ჩემპიონატში არ თამაშობენ, სადაც გოლის ამომცნობი ტექნოლოგია არ არის დანერგილი და, ვინ იცის, იქნებ მსაჯებს სადიო დიალოს გოლი ვერც შეემჩნიათ.

სუბაშიჩმა გვინეელის თავური კი მოიგერია, მაგრამ ტექნოლოგიამ გოლი დააფიქსირა. მართალია, ბერნარდო სილვას თავურით ლეონარდო ჟარდიმის გუნდი წაგებას წაუვიდა, მაგრამ ქულების დაკარგვით პსჟ-ს მიახლოების დიდებული შანსი მისცა.

"ისევ გაშტერდა" - ასე შეიძლება მოკლედ მარიო ბალოტელის დახასიათება. კარგი თამაში და კარგი ქცევა დიდხანს არ გაგრძელდა და იტალიელი იდაყვის ქნევისთვის მაშინ გააძევეს,
როცა "ნიცა" რის ვაი-ვაგლახით უგებდა "ლორიანს". ერთ-ერთმა ლიდერმა ბალოტელის გარეშეც მოიგო, მაგრამ ფავრის გუნდში შესაძლოა, "ბალოს" დღეები დათვლილია - ეს მისი მესამე გაძევება იყო სეზონში.

"მარსელი" კი ჭკუაზე მოდის, გუნდმა კიდევ მოიგო, ხოლო მისი 22 წლის ნახევარმცველი მორგან სანსონი (რომელიც იანვარში იყიდეს "მონპელიედან" 9 მილიონ ევროდ) გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ევროპის ტოპ-5 ლიგაში სეზონში 10 საგოლე პასი შეასრულა.

ალექსანდრ ლაკაზეტმა სეზონში 21-ე გოლი გაიტანა (პენალტით), ხოლო "ლიონმა" "დიჟონთან" თამაში შემოატრიალა (მე-80 წუთამდე 1:2-ს აგებდა) და 4:2 იმარჯვა. კორენტინ ტოლისომ ამ შეხვედრაში დუბლი მიითვალა.

"მონაკოს" წაფორხილებით ვერ ისარგებლა "პარი სენ-ჟერმენმა", რომელმაც "ბარსა" კი გაანადგურა, მაგრამ "ტულუზს" ვერაფერი მოუხერხა. გამოდის, რომ ამ ტურით მოგებული ისევ ბალოტელის "ნიცა" დარჩა...

XXVI ტური
ბასტია-მონაკო 1:1
გოლები: 1:0 ს. დიალო (19), 1:1 ბ. სილვა (52)

მარსელი-რენი 2:0
გოლები: 1:0 ნ'ჯიე (59), 2:0 ტოვენი (64)

ლორიანი-ნიცა 0:1
გოლი: 0:1 სიპრიენი (15)
გაძევება: ბალოტელი (68. ნიცა)

ანჟერი-ნანსი 1:0
გოლი: 1:0 ბამბა (5)

კაენი-ლილი 0:1
გოლი: 0:1 ელ-ღაზი (69)
გაძევება: სუმაუორო (63. ლილი)

მეცი-ნანტი 1:1
გოლები: 0:1 რონჟიე (68), 1:1 დიაბატე (91-პენ)

ბორდო-გენგამი 3:0
გოლები: 1:0 კამანო (13), 2:0 პალოა (43), 3:0 ლაბორდი (71)
გაძევება: მარტინ-პერეირა (59. გენგამი)

მონპელიე-სტ. ეტიენი 2:1
გოლები: 0:1 მონე-პაკე (12), 1:1 ლანი (59), 2:1 მუნიე (68)
გაძევება: ჟორჟინიო (51)

ლიონი-დიჟონი 4:2
გოლები: 1:0 ტოლისო (11), 1:1 ტავარეში (30), 1:2 დიონი (48), 2:2 ტოლისო (80), 3:2 ლაკაზეტი (84-პენ), 4:2 ფეკირი (90)

პსჟ-ტულუზი 0:0
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ორიე, მარკინიოსი, კიმპებმბე, მაქსველი - ნკუნკუ (46. ვერატი), ტ. მოტა, რაბიო - ლუკასი (78. ბენ არფა), კავანი, დრაქსლერი (71. პასტორე)

ბომბარდირები: 25 - ედინსონ კავანი (პსჟ); 21 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 16 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ბაფეტიმბი გომისი (მარსელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
batono nikoloz,tqven waikitxet da mogewonat tqveni dawerili statia?tu axali gramatika gindat sheqmnat?euhhh
euhhh
14:18 20-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული