ლიგა 1. XXVIII ტური: სამხელისუფლებიანობა საფრანგეთში [VIDEO]

AutoSharing Option
4 მარტს საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

"პარი სენ-ჟერმენს" ძალიან გაუჭირდა "ნანსის" დამარცხება. მატჩის ბოლოსკენ ედინსონ კავანიმ პენალტით მოუტანა უნაი ემერის გუნდს 3 ქულა. აღსანიშნავია, რომ ეს ურუგვაელის 27-ე გოლია სეზონში. პსჟ "მონაკოს" დაეწია, რომელიც კვირას თამაშობს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტურში მეტისმეტად უხეშად ითამაშა ბასტიელმა ნიკოლა სან-რუფმა, რომელმაც "სენტ ეტიენის" ნახევარმცველ ვენსან პაჟოს მუხლი თავში ჩაარტყა, პაჟო მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, სან-რუფი კი გააძევეს.

მარიო ბალოტელი გამოჩნდა "ნიცას" შემადგენლობაში, თუმცა "დიჟონის" კარში გამარჯვების გოლი სიპრიენმა გაიტანა. ახლა სამ კლუბს
აქვს 62-62 ქულა ლიგა 1-ში.

შაბათი. 4 მარტი
პსჟ-ნანსი 1:0
გოლი: 1:0 კავანი (80-პენ)

მონპელიე-გენგამი 1:1
გოლები: 1:0 მუნიე (50), 1:1 ბრიანი (85)

ბასტია-სტ. ეტიენი 0:0
გაძევება: სან-რუფი (44. ბასტია), ლემუანი (65. სტ. ეტიენი)

დიჟონი-ნიცა 0:1
გოლი: 0:1 სიპრიენი (69)

კაენი-ანჟერი 2:3
გოლები: 0:1 ეკამბი (5), 1:1 როდელენი (11), 1:2 ნ'დიაი (21), 1:3 მანგანი (48-პენ), 2:3 სანტინი (67)

მეცი-რენი 1:1
გოლები: 1:0 დიაბატე (45), 1:1 საიდი (90)

პარასკევი. 3 მარტი
ბორდო-ლიონი 1:1

კვირა. 5 მარტი
ლორიანი-მარსელი 18:00
ტულუზი-ლილი 20:00
მონაკო-ნანტი 23:59

1. მონაკო - 62 ქულა; 2. პსჟ - 62; 3. ნიცა - 62; 4. ლიონი - 47; 5. ბორდო - 43.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული