ლიგა 1. XXX ტური: "ნიცას" მორიგი წაფორხილება

AutoSharing Option
18 მარტს საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურის 5 შეხვედრა გაიმართა.

ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა "ნიცამ" ბრეტონის მხარეში ორი ქულა დაკარგა, მარიო ბალოტელი და კომპანია "ნანტს" ესტუმრა და 1:1 დაუზავდა. მასპინძლები ემილიანო სალამ დააწინაურა, მაგრამ 6 წუთში ჟან-მიშელ სერიმ გაათანაბრა.

"ბორდომ" 5:1 გაანადგურა "მონპელიე" და ქულებით "მარსელს" წამოეწია. დიეგო როლანის ანგარიშზე დუბლია.

შაბათი. 18 მარტი
ნანტი-ნიცა 1:1
გოლები: 1:0 სალა (22), 1:1 სერი (28)

ნანსი-ლორიანი 2:3
გოლები: 1:0 მაუსა (28), 2:0 დია (42), 2:1 მუკანჯო (66), 2:2 ლაუტოა (86), 2:3 მვუემბა (93)

ბორდო-მონპელიე 5:1
გოლები:
1:0 როლანი (25), 2:0 სანკარე (29), 3:0 ვადა (32-პენ), 3:1 ბუდებუზი (47-პენ), 4:1 როლანი (76), 5:1 მალკომი (91)
გაძევება: კონგრე (82. მონპელიე)

ტულუზი-რენი 0:0
გაძევება: ბლინი (62. ტულუზი)

ანჟერი-გენგამი 3:0
გოლები: 1:0 ბამბა (63), 2:0 მანგანი (69), 3:0 დიედიუ (83)

პარასკევი. 17 მარტი
მეცი-ბასტია 1:0
ლილი-მარსელი 0:0

კვირა. 19 მარტი
კაენი-მონაკო 18:00
დიჟონი-სტ. ეტიენი 20:00
პსჟ-ლიონი 23:59

1. მონაკო - 68 ქულა; 2. პსჟ - 65; 3. ნიცა - 64; 4. ლიონი - 50; 5. მარსელი - 46.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული