ატემ ბენ-არფა: ზოგი ცდილობს, ფეხბურთი თავიდან მოიგონოს

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველმა ატემ ბენ-არფამ თავისი საფეხბურთო ხედვა, იდეები და მოსაზრებები გაგვაცნო. როგორც ირკვევა, ფრანგს ჟოზე მოურინიოსა და დიეგო სიმეონეს სტილი არ მოსწონს და იგი იოჰან კრუიფის ფილოსოფიის მიმდევარია. მას არც კრიშტიანო რონალდოს სათამაშო სტილი მოსწონს...

"ბევრი მწვრთნელი ცდილობს, თავიდან მოიგონოს ფეხბურთი, იმ მიზეზით, რომ ისეთი სისტემის მოფიქრება სურს, რომლითაც მეტოქეს გაანეიტრალებს. თუმცა ფეხბურთის არსი ის არ არის, რაც სიმეონესა და მოურინიოს ჰგონიათ.

ეს კრუიფის იდეოლოგიის საპირისპიროა, მისი თავისუფლების. ასეთი მწვრთნელების გუნდების მატჩების ნახვისგან სიამოვნებას ვერ ვიღებ. ახლა მინდორზე სანახაობას
ვეღარ ნახავ და ახლა ფეხბურთი გაცილებით ნაკლებად მაინტერესებს. ლიგა 1-შიც კი ფეხბურთს ათასნაირი სქემით ვკლავთ. ჩემი დამოკიდებულება კრიშტიანო რონალდოსადმი? ის ჩემში არანაირ ემოციას არ იწვევს, რადგან პროგნოზირებადია" - ამბობს ბენ-არფა.

თავად ატემი "ლიონის" აკადემიის გამოზრდილია და იგი მართლაც კარგი მონაცემების მქონე ფეხბურთელი და დახვეწილი ტექნიკის პატრონია.

თუმცა ფაქტია ისიც, რომ მოლოდინი ბოლომდე ვერ გაამართლა და პოტენციალი სრულად ვერ გამოავლინა. ეს გარკვეულწილად ტრავმების ბრალიც არის. პერიოდულად მისი თამაში საოცარ ესთეტიკურ სიამოვნებას გვანიჭებს, მაგრამ პსჟ-ის შემტევი მაინც არასტაბილურია. ბენ-არფა უკვე 30 წლისაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სტილი არ მომწონსო, სტილიო ადამიანო, იმაზე მაგარი ვარო ის კი არ უთქვამს. რა უკუღმა გესმით ყველაფერი...
Levani
22:02 06-04-2017
0
არ შემდგარი ვარსკვლავია ბენ არფა ძალიან მაგარი მონაცემები ჰქონდა...
კრიშიტანუმ მარტო 1 სეზონში გაიტანა იმაზე მეტი გოლი რამდენიც ბენარფამ მთელ მის კარიერაში ასე რომ...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული