ჩემპიონატის ლიდერი "მონაკო" შინ "ტულუზთან" სენსაციურად მარცხდებოდა, მაგრამ მასპინძლებმა ოლა ტოივონენის გოლს სამით უპასუხეს. კამილ გლიკმა, კილიან მბაპემ და თომა ლემარმა გამოიჩინეს თავი. ერთიც და, კილიან
"მარსელმა" აიწყვიტა და "კაენს" მისსავე მოედანზე გადაურბინა - ლიდერებმა დიმიტრი პაიემ და ბაფეტიმბი გომისმა ნაკლებად იაქტიურეს, სამაგიეროდ, ბენეფისი მოიწყო ფლორიან ტოვენმა, რომელმაც ჰეთ თრიკს ერთი საგოლე პასიც დაუმატა, უნიჭიერესი მაქსიმ ლოპესის ანგარიშზე კი დუბლია.
დაძაბული ბრძოლა უინციდენტოდ არ ჩამთავრებულა "ნიცასა" და "პარი სენ-ჟერმენის" მატჩში, რომელიც მარიო ბალოტელიმ და კომპანიამ 3:1 მოიგო.
სუპერმარიომ მე-14 გოლი გაიტანა სეზონში, ხოლო მატჩის მეორე ტაიმმა მასსა და ედინსონ კავანის კინკლაობაში გაიარა. პსჟ-მა მატჩი 9 კაცის ამარა დაასრულა, ხოლო უნაი ემერი ჩემპიონის ტიტულის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშეა.
ლიგა 1. XXXV ტური
ანჟერი-ლიონი 1:2
გოლები: 0:1 ვალბუენა (17), 0:2 ფეკირი (41), 1:2 ნ'დოე (49)
გაძევება: პავლოვიჩი (76. ანჟერი)
მონაკო-ტულუზი 3:1
გოლები: 0:1 ტოივონენი (46), 1:1 გლიკი (49), 2:1 მბაპე (64), 3:1 ლემარი (75)
მონპელიე-ლილი 0:3
გოლები: 0:1 დე პრევილი (13-პენ), 0:2 შეკა (56), 0:3 ტერიე (75)
ბასტია-რენი 1:0
გოლი: 1:0 კრიველი (68)
ნანტი-ლორიანი 1:0
გოლი: 1:0 სალა (89)
გენგამი-სტ. ეტიენი 0:2
გოლები: 0:1 პაჟო (61), 0:2 ამუმა (86-პენ)
მეცი-ნანსი 2:1
გოლები: 1:0 სარი (28), 1:1 მაუსა (41), 2:1 ნგუე (53)
კაენი-მარსელი 1:5
გოლები: 0:1 ტოვენი (2), 0:2 მაქსიმ ლოპესი (5), 1:2 სანტინი (9), 1:3 მაქსიმ ლოპესი (27), 1:4 ტოვენი (63), 1:5 ტოვენი (89)
დიჟონი-ბორდო 0:0
ნიცა-პსჟ 3:1
გოლები: 1:0 ბალოტელი (26), 2:0 რიკარდო (48), 2:1 მარკინიოსი (64), 3:1 დონისი (91)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ორიე (65. რაბიო), მარკინიოსი, ტიაგო სილვა, მაქსველი (46. მონიე) - ვერატი, ტიაგო მოტა, მატუიდი - დი მარია, კავანი, დრაქსლერი (78. ლუკას მოურა)
გაძევება: ტიაგო მოტა (90), დი მარია (92)
მომდევნო ტური
5 მაისი:
სენტ ეტიენი-ბორდო;
6 მაისი:
პსჟ-ბასტია, ნანსი-მონაკო, ლორიანი-ანჟერი, ლილი-მეცი, ტულუზი-კაენი, გენგამი-დიჟონი;
7 მაისი:
რენი-მონპელიე, ლიონი-ნანტი, მარსელი-ნიცა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"