სირიგუ: პსჟ-ს ვერატი დატყვევებული ჰყავს

AutoSharing Option
პსჟ-ის ყოფილი მეკარე სალვატორე სირიგუ მიიჩნევს, რომ ფრანგულმა კლუბმა გუნდის ლიდერს, მარკო ვერატის "ბარსელონაში" გადასვლის საშუალება უნდა მისცეს.

ცნობილია, რომ "ბარსელონა" ვერატის ტრანფერითაა დაინტერესებული. კატალონიურ კლუბში გადასვლა თავად ფეხბურთელსაც სურს და მან "პარი სენ ჟერმენთან" ერთად წინასასეზონო მზადების დაწყებაზე უარი განაცხადა. თუმცა ტრანსფერს პარიზული კლუბი ეწინააღმდეგება.

სირიგუს თქმით, რომელიც პსჟ-ში გასული 6 წლის განმავლობაში ირიცხებოდა, პსჟ-მა იტალიელი ნახევარმცველი ესპანეთში უნდა გაუშვას.

"შეიძლება ითქვას, რომ პსჟ-ს ვერატი დატყვევებული ჰყავს. ფეხბურთელი თავის საუკეთესო თამაშს მაშინ აჩვენებს, როდესაც მოტივირებულია. თუ მარკოს გუნდის დატოვება
მოტივაციის ნაკლებობის გამო ან სხვა მიზეზით უნდა, კლუბმა მისი ეს სურვილი უნდა გაითვალისწინოს. ვერატი ექსტრაორდინარული ფეხბურთელია. იმედი მაქვს, ის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, რის შედეგადაც თავს უკეთეს ფეხბურთელად იგრძნობს", - სირიგუს ამ სიტყვებს კატალონიური Sport-ი ციტირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული