24 წლის მცველით, რომელიც უკვე საფრანგეთის ნაკრებშიც ხვდება, კლუბში ყველა კმაყოფილია.
სიდიბე გასულ ზაფხულს გადავიდა "ლილიდან" "მონაკოში". მან ყველა შეჯიბრებაში 47 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი მიითვალა.
"ეს მისთვის ჯილდოა, საოცარი თამაშისა და ადამიანური თვისებებისთვის", - განაცხადა "მონაკოს" ვიცე-პრეზიდენტმა, ვადიმ ვასილიევმა.
სიდიბემ რამდენიმე ევროპული კლუბის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის, "ბარსელონასიც", მაგრამ მან საფრანგეთის ჩემპიონ გუნდში დარჩენა გადაწყვიტა.