ნეიმარგეიტი - დანი ალვეში მეგობარს მოუწოდებს... გაბედე, მეგობარო!

AutoSharing Option
ნეიმარი "პარი სენ-ჟერმენში", ამ სატრანსფერო საგას ახალ-ახალი ისტორიები ემატება, თუმცა ჯერ ვერ ვიტყვით, რომ 25 წლის ბრაზილიელი ფორვარდი პსჟ-ის წევრია, მისი "ბარსელონაში" დარჩენის შანსები კი თანდათან მცირდება.

ნეიმარს კლასიკომდე ვარჯიშზე შეხლა-შემოხლა მოუვიდა ახალ თანაგუნდელ ნელსონ სემედუსთან.

- ნეიმარმა და ნელსონ სემედუმ ვარჯიშზე იჩხუბეს [VIDEO]

მართალია, შემდეგ "რეალთან" დაპირისპირებაში ორი საგოლე პასი მიითვალა და საერთაშორისო ჩემპიონთა თასი 3 გოლით დაასრულა, მაგრამ ცხადი გახდა, რომ ნეიმარს თანდათან ეძაბება სიტუაცია თანაგუნდელებთან.

ისიც ვთქვათ, რომ მატჩის მერე მან რამდენიმე წუთი "რეალის" გასახდელში გაატარა.

* * *
"მუნდო დეპორტივო" აქვეყნებს "პარი სენ-ჟერმენის" გეგმას, როგორ აირიდოს ფიფას ფინანსური "ფეარ პლეის" წესი ნეიმარის ტრანსფერის გამო: ნეიმარი გააფორმებს კონტრაქტს Qatar Sports Investments-თან.

სწორედ ეს კომპანიაა ფრანგული კლუბის მფლობელი. ურთიერთშეთანხმებით, ბრაზილიელი გახდება 2022 წლის მუნდიალის ოფიციალური ელჩი. მოგეხსენებათ, 2022 წლის მუნდიალი ყატარში უნდა გაიმართოს. ამაში ნეიმარი მიიღებს 300 მილიონ ევროს 5 წლის განმავლობაში. აი, ასე მიიღებს ნეიმარი საკუთარი თავის გამოსასყიდ ფულს, რომელიც 222 მილიონ ევროს შეადგენს.

"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, ნეიმარი ამერიკული ტურნეს მერე ჩინეთში მიდის, იქიდან კი ყატარში აპირებს ვიზიტს. "ბარსელონა"? ესპანური გამოცემა ამტკიცებს, რომ "ბარსელონას" განკარგულებაში ნეიმარ ჯუნიორი აღარ გამოცხადდება...

* * *
საფრანგეთის სუპერთასის შემდეგ დანი ალვეშმა პრესკონფერენციაზე დრო დაუთმო ნეიმარის თემასაც. ბრაზილიელმა ყოფილ თანაგუნდელსა და მეგობარს პირდაპირ მოუწოდა, გადმოდი პსჟ-ში, გადადგი გაბედული ნაბიჯიო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ალვეში რა მახინჯი კაცია რას გავს ქონდრის ცრუპოენთელა არაბს გავს
....
01:57 01-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული