ლიონში დიაქატეს ვარიანტს განიხილავენ

AutoSharing Option
შესაძლოა, კიევის "დინამოს" მცველ პაპ მალიკუ დიაქატეს საფრანგეთში დაბრუნება მოუწიოს. სენეგალელმა გასული სეზონი იჯარით "სენტ-ეტიენში" გაატარა, ახლა კი მისით "ლიონი" დაინტერესებულა.

ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების ნახევარფინელისტებს დაცვაში საკადრო პრობლემები შეექმნათ. ზაფხულში ლიონელებმა ჟან-ალენ ბუმსონგი და ჯონ მენსა მოისაკლისეს, ხოლო მიმდინარე შიდა ჩემპიონატის მეორე ტურში ბრაზილიელმა კრისმა სერიოზული ტრავმა მიიღო.

დაცვითი რგოლის შეთხელების პრობლემის მოგვარება ლიონელებს ახალი ფეხბურთელის მოწვევით გადაუწყვეტიათ და დიაქატეც ამ გაჭირვებამ გაახსენათ – 26 წლის სენეგალელმა გასული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა. დიაქატეს შეძენაზე ერთი ხანობა ლონდონის "არსენალის" შეფებიც
ფიქრობდნენ, ხოლო თუკი "ლიონი" საბოლოო არჩევანს მაინც კიეველზე შეაჩერებს, 4 მილიონი ევროს გაღებაც მოუწევს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული