რას იზამ, ასეთია ფეხბურთელის პროფესია – ხშირად ხდება, როცა შენს საყვ
როგორც გახსოვთ, ალენ კაზანოვას გუნდი შაბათამდე უდანაკარგოდ მივიდა – ჩემპიონატის ოთხივე მატჩი მოიგო და უახლოეს მდევრებს 4 ქულით უსწრებდა. ბატლესზე უფრო ცნობილმა ფრანგმა, მსოფლიო ჩემპიონმა ფაბიენ ბარტეზმა ამ ტურამდე თქვა, კი მიხარია, რომ ჩემი მშობლიური გუნდი ცხრილს ლიდერობს, მაგრამ ეს დროებითია, რადგან საფრანგეთში "ტულუზზე" ძლიერი გუნდებიც არისო. სახელგანთქმული მეკარის წინასწარმეტყველება მეორე დღესვე ასრულდა – "სენტ-ეტიენმა" სამხრეთელებს ისე მოუგო, რომ "მწვანეების" გამარჯვებაში ეჭვი წამითაც არავის შეპარვია. 34-ე წუთზე ბატლესმა უმძლავრესი და უზუსტესი თავური დარტყმით ფლანგური ჩაწოდება დააგვირგვინა - ტულუზელ კიპერ მატიე ვალვერდეს ბურთის მოგერიების შანსი არც ჰქონდა. და არ იკითხავთ, ბატლეს თავზე ბურთი ასე ზუსტად ვინ დაასვა? ვინ და ალბენ ებონდომ, რომელსაც გასულ ზაფხულამდე მთელი თავისი კარიერა (9 სეზონი და თითქმის 200 მატჩი) სწორედ ამ საბრალო "ტულუზში" ჰქონდა გატარებული. აი, ასე უმადურად მოექცნენ ბატლესი და ებონდო იმ კლუბს, რომელშიც დაფრთიანდნენ და ავტორიტეტულ ფეხბურთელებად იქცნენ.
"მატჩამდე მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობდით. განწყობა ასეთი გვქონდა – რატომაც არა? მერე რა, რომ ლიდერს ვეთამაშებით? მეტოქეს ალალად ვაჯობეთ და ახლა უკვე სატურნირო მდგომარეობაც არ დაგვეწუნება", - თქვა ნამატჩევს "სენტ-ეტიენის" მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ.
მარცხის მიუხედავად, "ტულუზი" კვლავაც პირველ ადგილზეა, თუმცა მეორეადგილოსანთან ამ გუნდს უკვე კინკილა ქულა აშორებს, რაკი "რენმა" "სოშოს" მოუგო და 11 ქულა დააგროვა.
ბრეტონელებს თავს რთული ბრძოლა გადახდათ. ისინი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, მაგრამ მონბელიარელები კონტრშეტევებში ძალიან სახიფათონი იყვნენ და საგოლე მომენტებიც მასპინძლებზე არანაკლები რაოდენობით შექმნეს.
ყველაფერი კი რენელთა ეფექტური გოლით დაიწყო: მე-5 წუთზე 20 წლის ტეოფილ-კატრენმა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ღონიერი თავური შეაგება და კარიერაში პირველი გოლი გაიტანა. 37-ეზე დამიან პერკიმ ასევე თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა და ეს ანგარიში კიდევ თითქმის ნახევარი საათი დარჩა ძალაში. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე სენეგალელმა კადერ მანგანმა, რომ იტყვიან, "სამქულიანი" გაიტანა და "რენს" გამარჯვება მოუპოვა.
მეხუთე ტურში ჩრდილოფრანგული დერბიც იყო. ლანსელთა და ლილელთა შეხვედრები დაძაბულობით გამოირჩევა, მაგრამ შაბათს ლანსის "ფელიქს ბოლარზე" ერთი გუნდი თამაშობდა, ხოლო მეორე – წვალობდა. ამ მატჩის არბიტრმა მასპინძლებს 41-ე წუთზე სებასტიან რუდე გაუგდო, ხოლო შესვენების შემდეგ "ლანსისვე" ტუნისელ ფორვარდ ისამ ჟემაას თამაში საერთოდ არ აცალა და ისიც გასახდელის გზას გაუყენა. მართალია, კოტდივუარელ ჟერვინიოს "ლილი" იქამდეც დაეწინაურებინა, მაგრამ ასე უცებ ორკაცნაკლულად დარჩენილმა ლანსელებმა თავის ჩრდილოელ მეზობლებს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს. გამწარებულმა მასპინძლებმა გმირობა ჩაიდინეს, როცა 61-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ "ლილის" რიცხობრივმა უპირატესობამ თამაში მაინც ლოგიკურ ფინალამდე მიიყვანა. ხსენებულმა ჟერვინიომ 87-ე წუთზე დუბლი შეასრულა, ხოლო იქამდე იგივეს გაკეთება გამოცდილმა პიერ-ალენ ფრომაც მოასწრო. არადა, სტადიონზე "ლანსის" საქომაგოდ საფრანგეთის საზომებით ძალიან ბევრი ხალხი მივიდა – თითქმის 37 ათასი...
ჟოფრეი ჟურდრანს შაბათამდე "მონპელიეს" კარი მშრალად 360 წუთის განმავლობაში ჰქონდა შენახული. რასაკვირველია, ახალგაზრდა მეკარე ამ შედეგის გაუმჯობესებას ლამობდა და გააუმჯობესა კიდეც, მაგრამ მხოლოდ... 5 წუთით. სწორედ ამდენი დრო დაჭირდა ჯამელ ბაკარს "მონპელიეს" კარის ასაღებად. ტაიმის ბოლოსკენ "ნანსიმ" ჟურდრანს მეორედაც გამოატანინა ბურთი კარიდან. მაგრამ შესვენების დასრულებისთანავე უხეშობისთვის ნანსელების მცველი სამი "გააწითლეს", ხოლო მის მიერ წაქცეულმა მარკო ესტრადამ ეფექტური საჯარიმო დარტყმით ერთი საპასუხო გოლი გაიტანა. თუმცა ეს იყო და ეს, სამხრეთელები დამარცხდნენ და ცხრილშიც საგრძნობლად ჩამოქვეითდნენ.
"პარი სენ-ჟერმენმა" კი საკუთარ მოედანზე "არლი" "გამოიჭირა" და რამდენიც მოისურვა, იმდენი გაუტანა 4:0. ლიგა 1-ის დებიუტანტი 5 ტურის შემდეგ უქულოდაა და ღმერთმა უწყის, თუ რა გზით აპირებს ამ ქულების მოპოვებას. ეს გუნდი სხვებზე აშკარად სუსტია და თუ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ხეირიანი მოთამაშეები არ დაიმატა, უპირველეს კანდიდატად დარჩება იქ დაბრუნებისა, საიდანაც ასეთი ზარ-ზეიმით ამოვიდა.
"ლიონმა" კვლავ ვერ მოიგო – ამჯერად შინ "ვალანსიენს" ვერ აჯობა. "სტად ჟერლანზე" მრავლად მისულ ფანებს იმედი ჰქონდათ, რომ იოან გურკუფი ან ლისანდრო ლოპესი გუნდს კრიზისის დაძლევაში დაეხმარებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ლიონელებმა მთელი მატჩის განმავლობაში ხეირიანი საგოლე მომენტის შექმნაც კი ვერ შეძლეს, ხოლო რაც გაიტანეს, დიდწილად იღბლის ხარჯზე. მეორე ტაიმში სტუმრებმა გააყაიმეს, ხოლო "ლიონის" ფეხბურთელებმა სტადიონი გამაყრუებელი სტვენის ფონზე დატოვეს.
აი, "ნიცას" კი აპლოდისმენტები შეხვდა – "ბორდოს" 2:1 მოუგო და იმიტომ. საერთოდაც, ეს გუნდი მხოლოდ ქებას იმსახურებს, თუმცა კომპლიმენტი რივიერელთა მწვრთნელს უფრო ეკუთვნის – ერიკ რუა "ნიცას" მთავარი მწვრთნელი მიმდინარე წლის მარტიდანაა და მას შემდეგ გუნდმა ერთადერთი მატჩი წააგო. მიმდინარე სეზონში ნიცელები ჯერჯერობით დაუმარცხებლები არიან და სპეციალისტთა უმრავლესობის შეფასებით, საფრანგეთის ჩემპიონატში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთს დემონსტრირებენ.
დაბოლოს, ნამდვილი თრილერის შესახებაც. მარსელის "ველოდრომზე" ადგილობრივმა გუნდმა "მონაკოს" უმასპინძლა და მხოლოდ ქულას გამორჩა. მარსელელები ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდნენ, მაგრამ ორი მონეგასკთა კონტრიერიში გამოეპარათ. მასპინძლებმა ორივე ჯერზე გათანაბრება მოახერხეს, მაგრამ გამარჯვების გოლის გასატანად ძალა აღარ ეყოთ.
მომდევნო ტური
18 სექტემბერი. ლორიანი-კაენი, მონაკო-ტულუზი, ნანსი-ბრესტი, სენტ-ეტიენი-მონპელიე, სოშო-ნიცა, ვალანსიენი-ლანსი, არლი-მარსელი. 19 სექტემბერი. ლილი-ოსერი, პარი სენ-ჟერმენი-რენი, ბორდო-ლიონი.
ლიგა 1. V ტური
ოსერი-კაენი 1:1
ოსერი: სორენი, ანგბარი, კულიბალი, მინიო, ბერტო, პედრეტი, ნდინგა, ოლიეჩი, ლე ტალეკი (69. ბირსა), ლანჟილი (87. სამარიტანო), კონტუ (75. ჟელენი).
კაენი: ტებო, ბარსოლა, ლაზარევიჩი, სორბონი, ტაფორო, ამუმა, მარკი (82. მულენი), სები, ნდიაი (46. ნაბაბი), ტრაორე, ელ-არაბი.
გოლი: 1:0 პედრეტი (20), 1:1 ელ არაბი (90)
გაფრთხილება: 0-3; კარში დარტყმა: 8-7 (4-1); ჯარიმა: 18-16; კუთხური: 1-5; თამაშგარე: 3-1; ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 8 956
ლიონი-ვალანსიენი 1:1
ლიონი: ლიორისი, რევეიე, ლოვრენი, დიაქატე, კოლოძეჩაკი, ტულალანი, გონალონი (79. პიანიჩი), პიე, გურკუფი, ბრიანი (73. ბ. გომისი), ლოპესი (62. ბაშტუში).
ვალანსიენი: პენეტო, დიუკურტიუ, ბალდე (80. პალუა), ბიშევაცი, მატერი, დანიკი (46. დოსევი), რ. გომისი, საეზი, ბონგი, კოადი, პუჟოლი (77. სამასა).
გოლები: 1:0 პიე (26), 1:1 ბონგი (69)
გაფრთხილება: 1-0; კარში დარტყმა: 13-3 (8-6); ჯარიმა: 12-14; კუთხური: 9-4; თამაშგარე: 2-4; ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 35 925
მონპელიე-ნანსი 1:2
მონპელიე: ჟურდრანი, ბოკალი, იანგა-მ"ბივა, სპაჰიჩი (29. ელ ქაუთარი), მარვო, ესტრადა, პიტო, ჟენშანი, ქაბზე, ჟირუ, კამარა (73. ლაკომბი).
ნანსი: ბრასილიანო, სამი, ანდრე ლუიში, კრეტიენი, ლემეტრი, ბერანგე (46. ნდიაი), ნგუემო, ტრაორე, ფერე, კიუვიიე, ბაკარი (73. ბრისონი).
გოლები: 0:1 ბაკარი (5), 0:2 ტრაორე (34), 1:2 ესტრადა (49)
გაძევება: სამი (48)
გაფრთხილება: 3-3; კარში დარტყმა: 10-8 (6-4); ჯარიმა: 12-11; კუთხური: 9-2; თამაშგარე: 2-0; ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 14 427
პარი სენ-ჟერმენი-არლი 4:0
პარი სენ-ჟერმენი: ედელი, საკო, ტიენე, არმანი, ჟალე, მაკელელე, ნენე (87. ლუინდულა), შანტომი, ჟიული (72. მორისი), ოარო (72. კეჟმანი), ერდინჩი.
არლი: პლანტე, მეხია, პავონი, აბანზოარი (50. ხარისტეასი), ლორანტი, ფანშონი, ბენ იდირი, აიასი (61. სორო), ნდიაი, კერმორგანი, მერიემი, ჯა ჯეჯე.
გოლები: 1:0 ოარო (18), 2:0 საქო (29), 3:0 ნენე (49), 4:0 ნენე (56)
გაფრთხილება: 0-0; კარში დარტყმა: 18-5 (8-4); ჯარიმა: 8-14; კუთხური: 10-5; თამაშგარე: 7-5; ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 19 025
რენი-სოშო 2:1
რენი: დუშე, მანგანი, კანა-ბიიკი, ტეოფილ-კატრენი, დანზე, ლერუა, მარვო (57. მანჯეკი), დალმა, მვილა, ეკოკო (57. ბრაიმი), მონტანიო.
სოშო: დრეიერი, ბრეშე, მიქარი (10. დრამე), სოჟე, პერკი (82. ფატი), ანენი, ბუდებუზი, მარტენი, მორის-ბელეი, ბრაუნი (87. სვერკოში), მაიგა.
გოლები: 1:0 ტეოფილ-კატრენი (5), 1:1 პერკი (37), 2:1 მანგანი (90)
გაფრთხილება: 4-1; კარში დარტყმა: 11-12 (6-7); ჯარიმა: 15-20; კუთხური: 9-3; თამაშგარე: 3-2; ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 17 504
ტულუზი-სენტ-ეტიენი 0:1
ტულუზი: ვალვერდე, კონგრე, სეტო, მ"ბენგი (13. სისოკო), გუნინო, მაშადუ, დევო (46. სანტანდერი), დიდო, ბრაატენი (81. ტაფერი), ტაბანუ, კაპუ.
სენტ-ეტიენი: ჟანო, ბოკანეგრა, მონსორო, ებონდო, ბაიალ სალი (83. ანდრე), ბატლესი (62. ლანდრენი), საკო (71. სანოგო), მატუიდი, გვილავოგვი, პეიე, რივიერი.
გოლი: 0:1 ბატლე (34)
გაფრთხილება: 2-2; კარში დარტყმა: 9-7 (2-3); ჯარიმა: 15-13; კუთხური: 3-3; თამაშგარე: 1-5; ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 19 336
ლანსი-ლილი 1:4
ლანსი: რუნიე, იაჰია, ბედიმო, შელი, დემონი, ბუკარი (74. პოლე), სერტიჩი (83. რამოსი), რუდე, ჰერმაში, მაულიდა (69. კოვაჩევიჩი), ჟემაა.
ლილი: ლანდრო, დებიუში, როზეჰნალი, ემერსონი, რამი, ბალმონი, კაბეი, მავუბა (69. ფრო), აზარი, სოვი (74. ობრანიაკი), ჟერვინიო.
გოლები: 0:1 ჟერვინიო (23), 1:1 ბუკარი (61), 1:2 ფრო (79), 1:3 ფრო (81), 1:4 ჟერვინიო (87)
გაძევება: რუდე (41), ჟემაა (46)
გაფრთხილება: 2-3; კარში დარტყმა: 9-11 (6-5); ჯარიმა: 15-17; კუთხური: 2-9; თამაშგარე: 1-2; ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 36 811
ბრესტი-ლორიანი 0:0
ბრესტი: ელანა, დაფი, ბრუ აპანგა, ქანთარი, ფერაჯი, ლიჩკა, ევოლო, პუაიე (66. გრუჟი), რუ, სუმა, მიჩოლა (75. ლეზუამიე).
ლორიანი: ოდარი, სოსა, ბურიიონი, ეკიუელ მანგა, მორელი, მონე-პაკე, რომაო, მვუემბა, კიტამბალა (71. დიარა), ამალფიტანო, გამეირო.
გაფრთხილება: 0-1; კარში დარტყმა: 16-9 (2-1); ჯარიმა: 23-18; კუთხური: 5-5; თამაშგარე: 5-1; ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 14 480
ნიცა-ბორდო 2:1
ნიცა: ოსპინა, სიველი, პეიჩინოვიჩი, გასი, დიაკიტე (52. დიგარი), მუნიე (87. ბამოგო), კულიბალი, ფაე, საბლე, მულუნგი, ლიუბოია (69. ტრაორე).
ბორდო: კარასო, სანე, სიანი, შალმე (46. ენრიკე), ტრემულენა, დიარა, ფერნანდუ (62. ჟუსიე), გუფრანი, ბენ ხალფალა (69. მააზუ), პლაშილი, მოდესტი.
გოლები: 1:0 მულუნგი (35), 2:0 ბამოგო (90), 2:1 მოდესტი (90 პ.)
გაფრთხილება: 4-2; კარში დარტყმა: 10-11 (6-4); ჯარიმა: 21-21; კუთხური: 6-1; თამაშგარე: 3-0; ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 10 309
მარსელი-მონაკო 2:2
მარსელი: მანდანდა, ასპილიკუეტა, ტაივო, ჰილტონი, მბია, კაბორე, შეირუ, ლუჩო გონსალესი, ბრანდაუ, ჟინიაკი, ვალბუენა.
მონაკო: რუფიე, ადრიანუ, ჰანსონი, მურატორი, პიუიგრენიე, მანგანი, მენდი (88. ნკულუ), მბოკანი (75. მალონგა), პარკი, ობამეიანგი, ნიკულაე (75. ლოლო).
გოლები: 0:1 ნიკულაე (15), 1:1 შეირუ (42), 1:2 პარკი (79), 2:2 ადრიანუ (81 ს.კ.)
გაფრთხილება: 1-3; კარში დარტყმა: 21-7 (10-4); ჯარიმა: 16-26; კუთხური: 3-2; თამაშგარე: 1-3; ბურთის ფლობა: 60%-40%.
1. ტულუზი 5 4 0 1 8:3 12
2. რენი 5 3 2 0 7:2 11
3. სენტ-ეტიენი 5 3 1 1 8:6 10
4. ნიცა 5 2 3 0 6:4 9
5. მონპელიე 5 2 2 1 3:2 8
6. კაენი 5 2 2 1 6:6 8
7. პსჟ 5 2 1 2 9:6 7
8. ლილი 5 1 4 0 6:3 7
9. მონაკო 5 1 4 0 6:4 7
10. სოშო 5 2 1 2 8:7 7
11. ნანსი 5 2 1 2 5:8 7
12. მარსელი 5 1 2 2 8:8 5
13. ვალანსიენი 5 1 3 1 5:5 6
14. ლორიანი 5 1 2 2 5:6 5
15. ბრესტი 5 1 2 2 3:4 5
16. ლიონი 5 1 2 2 4:6 5
17. ბორდო 5 1 1 3 5:7 4
18. ოსერი 5 0 4 1 5:7 4
19. ლანსი 5 1 1 3 6:11 4
20. არლი 5 0 0 5 2:10 0ბომბარდირები: 4 - დიმიტრი პეიე (სენტ-ეტიენი), 3 - დანიელ ბრაატენი (ტულუზი), გიიომ ოარო, ნენე (ორივე - პარი სენ-ჟერმენი), ბენუა პედრეტი (ოსერი), იუსეფ ელ არაბი (კაენი)