მოკვეთავს ბლანი ევრას?

AutoSharing Option
ლორან ბლანი უკვე ოფიციალურად გახდა საფრანგეთის ნაკრების ახალი მწვრთნელი. სამხრეთაფრიკული ფიასკოს შემდეგ ბლანის მისია გაცილებით საპასუხისმგებლოა - მან არა მხოლოდ შედეგები უნდა გამოასწოროს, არამედ უნდა იზრუნოს იმაზეც, რომ გუნდში ელემენტარული საურთიერთობო კლიმატი გაჯანსაღდეს.

საფრანგეთის ნაკრებში მომხდარ სკანდალზე ბევრი დაიწერა და კიდევ დაიწერება. ახლო წარსულის ფრანგული ფეხბურთის ვარსკვლავები ბოლოდროინდელ ამბებზე კომენტარებს არ იზარებენ. ვნახოთ, რას ფიქრობს მსოფლიოს ჩემპიონი ლილიან ტურამი, რომელიც გუნდის კაპიტან პატრის ევრას საქციელზე ამახვილებს ყურადღებას. სხვათა შორის, საფრანგეთის საფეხბურთო წრეებში მუსირებს აზრი, რომ ევრას არათუ კაპიტნობა უნდა ჩამოერთვას,
საერთოდ უნდა აეკრძალოს ნაკრებში თამაში. აი, ტურამის აზრიც:
"მე ვითხოვ, ნაკრებიდან მოიკვეთოს პატრის ევრა, თან ისე, რომ არასოდეს დაბრუნდეს ეროვნულ გუნდში. როცა კაპიტანი ხარ, უნდა გესმოდეს, რომ გაცილებით მეტზე აგებ პასუხს, ვიდრე უბრალოდ სამკლაურის ტარებაა. პატივს უნდა სცემდე ეროვნული გუნდის მაისურასა და ხალხს".

შემდეგ ტურამი ეხება საერთო პრობლემას: "როცა ფეხბურთელები სხდებიან ავტობუსში და მწვრთნელს გარეთ ტოვებენ, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მწვრთნელს ელემენტარულ პატივს არ სცემენ. მეორე მხრივ, აქედან ჩანს, რომ ფეხბურთელებს რაღაც-რაღაცები არ ესმით. ნაკრებში ძალაუფლება აიღეს სწორედ ფეხბურთელებმა და ეს იმიტომ მოხდა, რომ ფეხბურთის ფედერაციამ მართვის სადავეები ხელიდან გაუშვა. რაიმონ დომენეკი უბრალოდ ფედერაციის მსახურად იქცა. მას რომ არ გაეკეთებინა ის, რასაც ფეხბურთის ფედერაცია უბრძანებდა, პოსტს დაკარგავდა".
ვნახოთ, გაითვალისწინებს თუ არა ბლანი ყოფილი თანაგუნდელის რჩევებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული