ჯოი ბარტონი - არც ერთი დღე სკანდალის გარეშე

AutoSharing Option
ჯოი ბარტონს "მარსელში" ხეირიანი დებიუტიც არ ჰქონია და მან უკვე სკანდალში გაჰყო თავი.

მოგეხსენებათ, ინგლისელი პრემიერლიგის წინა სეზონის ბოლო ტურში გაგიჟებისთვის 12-მატჩიან დისკვალიფიკაციას იხდის და თამაშის საშუალება მხოლოდ ევროპალიგაზე აქვს, სადაც უკვე იასპარეზა კიდეც; აი, ლიგა 1-ში ჯერ არ უთამაშია და კიდევ 5 ტური ვერ ითამაშებს.

სანაკრებო პაუზის დროს მარსელის "ოლიმპიკმა" ქვედა ლიგის წარმომადგენელ "ისტრთან" ამხანაგური მატჩი გამართა და ჯოი ბარტონმაც თავისი ხასიათი კიდევ ერთხელ გამოავლინა.

31 წლის ფეხბურთელი მეტოქე გუნდის ფორვარდ გაი როლანდ ნიანგბოს ეუხეშა, რასაც გაწევ-გამოწევა, გინება და
ლამის გუნდი-გუნდზე ჩხუბი მოჰყვა.

"ისტრის" დამრიგებელმა ჟოზე პასკუალეტიმ ბარტონი გააფრთხილა: "ის ასეთ ქმედებებს უნდა ერიდოს. ეს ინგლისი არ არის, ლიგა 1-ში მსგავსი ვარდნების გამო პირდაპირ წითელ ბარათს უჩვენებენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული